თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2013, 09:27
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2837,
კომენტარები: 9
სერ ალექსი მაიკლ ოუენზე და ფალკაოზე
სერ ალექსმა განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებმა შეუშალეს ხელი მაიკლ ოუენს საუკეთესო კარიერა, რომ ჰქონოდა...
სერ ალექსი მაიკლ ოუენზე და ფალკაოზე
ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ფორვარდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის სეზონის ბოლოს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს, ხოლო შოტლანდიელი სპეციალისტის აზრით მაიკლი უფრო წარმატებული იქნებოდა, რომ არა ეს ტრავმები:"მე ყოველთვის ვფიქრობდი მაიკლზე. როდესაც ის კარგ ფორმაში იყო, მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა ძალიან მიჭირდა. მაგრამ ის ძალიან ხშირად იღებდა ტრავმებს. ის ისეთ ფეხბურთელთა რიცხვში იყო, რომლებსაც სულ ტრავმები ჰქონდათ. მას ძალიან ხშირად აწუხებდა ტრავმები, რამაც მთელი კარიერა მოუსპო. რომ არა ეს ტრავმები, ღმერთმა იცის რას მიაღწევდა ეს ბიჭუნა." - განაცხადა სერ ალექსმა thesun.co.uk-თან.

"ის არასდროს აცდენდა ვარჯიშებს და ყოველ დილას იქ იყო. როდესაც ჩვენს კლუბში აღმოჩნდა, მან გვაჩვენა ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. და მანაც ნამდვილად გააუმჯობესა თამაშის სტილი და ტექნიკური მაჩვენებლები."

მთელი კვირის განმავლობაში, ძალიან აქტუალური თემა გახდა ინგლისურ და ესპანურ სპორტულ ჟურნალ-გაზეთებში, თითქოსდა სერ ალექს ფერგიუსონი აპირებდა რადამელ ფალკაოს 47 მილიონად შეძენას და ამას პლიუს ხავიერ ერნანდეს უმატებდა. ამ თემასთან კი სერ ალექსმა ასეთი კომენტარი გააკეთა:"სიმართლე თქვით, თქვენ მართლა გჯერათ ამის? თქვენ მე ძალიან მაოცებთ."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
14 აპრილი 2013 09:27
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვაა მეთქი ეგ არის და ფალკაო ჩავიგდეთ ხელშიიი((..

პ.ს თამაშს სპორტ 1 ზე აჩვენებეენ??
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 აპრილი 2013 09:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეე ფალკაოზე გამიტეხა რა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: TrueRed
14 აპრილი 2013 09:54
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეე კარგიი რაა ფერგიი
0
№4
ავტორი: Malboro463
14 აპრილი 2013 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფალკაოს ტრანსფერი მე პირადად ჭორი მგონია
მაგრამ სიმართლეც რო იყოს ალექსი არ დადასტურებდა
0
№5
ავტორი: love united
14 აპრილი 2013 11:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ისედაც არ გავდა სიმართლეს ფალკაოს ტრანსფერი...რაში უნდა დასჭირდეს ბაბუს?..ბაზარი არაა ძაან მაგარია,მაგრამ ისედაც რამდენი ფორვარდი გვყავს და ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა...
0
№6
ავტორი: Red Hooligan
14 აპრილი 2013 12:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Lado Ghonghadze,
კი.
ამ ბოლო ფრაზათი დაამთავრა ფალკაოს თემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: BERDI
14 აპრილი 2013 14:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კაცმა არ იცის ბაბუს რა დაარტყამს თავში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შეიძლება ახლა ამბობს რო მე ფაკაოს არ ვიყიდიო იმიტო რო მოწინააღმდეგები მოადუნოს და მერე უცბად შეთავაზება გაუკეთოს wink კაცმა არ იცის შეილება ბაბუ ცუღლუტობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: Amanda Seyfried
14 აპრილი 2013 22:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ფალკაო დაგვხატავდა
0
№9
ავტორი: buka oboladze
15 აპრილი 2013 00:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვახ ბაბუ რა მწარე ენა გაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top