"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
სტადიონი: "ბრიტანია",სტოკი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,32-ე ტური
მსაჯი: ჯონ მოსი
თარიღი: კვირა, 14 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 17:05, (ჩვენი დროით)
"სტოკ სიტი"
ტრავმირებულები: ეთერინგტონი,უილსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Begovic, Sorensen, Cameron, Huth, Shawcross, Wilson, Wilkinson, Kightly, Shotton, Nzonzi, Whitehead, Etherington, Whelan, Adam, Jones, Walters, Crouch, Owen, Jerome, Palacios, Shea.
მთავარი მწვრთნელი: ტონი პიულისი
"სტოკ სიტის" ხვალ მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ შესაძლოა დაუბრუნდეს გარემარბი მეთიუ ეთირინგტონი და მცველი უილსონი,რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს.რაც შეეხება ნახევარმცველ გლენ უილანს,მან უკვე განაახლა ვარჯიში და სავარაუდოდ ის ითამშებს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ვიდიჩი,სქოულზი,იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Powell, Carrick, Anderson, Cleverley, Giggs, Kagawa, Van Persie, Rooney, Hernandez, Welbeck
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
"მანჩესტერ იუნაიტედს" კვირას "სტოკის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება ეშლი იანგი,რომელმაც "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და 2 კვირის გამოტოვება მოუწევს,მაგრამ "წითელ ეშმაკებს" დაუბრუნდათ ჯონი ევანსი,რომელიც სავარაუდოდ ითამაშებს "სტოკთან",ასევე შესაძლოა კვირას მოედანზე ვიხილთ ნემანია ვიდიჩი და პოლ სქოულზი.
გუნდების ფორმა
მე-15 ადგილი,34 ქულა
"სტოკ სიტისთვის" მიმდინარე 2013 წელი ნამდვილად არ აღმოჩნდა წარმატების მომტანი წელი,რადგან მათ ამ წელს მხოლო და მხოლოდ 5 ქულის დაგროვება მოახერხეს,რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ "სტოკს" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში 32-ე ტურამდე ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი მეტოქის კარში,ამ გოლების რაოდენობა არის 28.გუნდს ბოლო 5 მატჩში არცერთი მოგება აქვს მხოლოდ ერთი ფრე აქვს "ვესტ ბრომვიჩთან"."სტოკ სიტის" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 16 ტურში მხოლოდ და მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული.გუნდს 32-ე ტურისათვის საკუთარ კარებში 39 ბურთი აქვს გაშვებული."სტოკის" შემტევი ხაზი ნამდვილად არ გამოირჩევა აქტიურობით,რადგან გუნდს ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ორი ბურთი აქვს გატანილი და აქედან ერთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.ეხლა გუნდი შეეცდება ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
პირველი ადგილი,77 ქულა
მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტისთან" მარცხით შეწყვიტა 18 მატჩიანი წაუგებელი სერია."წითელი ეშმაკები" წლევანდელ სეზონში აგრძელებს შედეგების გაუმჯობესებას,ერთ-ერთი ის არის,რომ მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული სტუმრდად (11).აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები უკვე 17-ე მატჩია,რაც თავის მეტოქეს ბურთს უტანენ.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის მეტოქეს 71 გოლი გაუტანა და 33 გოლი გაუშვა საკუთარ კარებში.შოტლანდიელი სპეციალისტის შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონატში საწყის 30 წუთში 27 გოლის გატანა მოახერხა."მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 8 გასვლით შეხვედრაში არცერთი მარცხი არ აქვს - 6 მოგება,2 ფრე "ტოტენჰემისა" და "სუონსის" წინააღმდეგ.თუ "წითელი ეშმაკები" კვირას "სტოკის" დამარცხებას მოახერხებენ ეს იქნება მათი საუკეთესო მაჩვენებელი გასვილითი მატჩების მოგების მხირვ (9 გასვილითი მატჩის მოგება)."მანჩესტერ სიტისთან" მარცხით "წითელმა ეშმაკებმა" უახლოეს მდევართან სხვაობა 12 ქულამდე შემაცირა,აქედან გამომდინარე ისინი შეეცდებიან რაც შეიძლება მალე გაიფორმონ ტიტული ოფიციალურად.
ურთიერთშეხვედრები
ეს იქნება 97-ე შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის ყველა ტურნირზე. 38 გამარჯვება "ალისფერ ეშმაკებს" ხვდა წილად, 26 მატჩი "სტოკის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 32 ფრედ. "სტოკ სიტიმ" უკანასკნელად "იუნაიტედთან" გამარჯვება ჩემპიონატში 1984 წელს მოიპოვა ბოკსინგ დეის დროს. ძველ სტადიონ "ვიკტორია გრაუნდზე" 2-1. "სტოკს" უკვე ათი მატჩია არ მოუპოვებია "მანჩესტერთან" გამარჯვება სტუმრად. ბოლო გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირდა 1976 წლის აპრილში ანგარიშით 0-1. მაშინ რაიან გიგზი ორი წლის იყო. "ალისფერმა ეშმაკებმა" ბოლო 7 მატჩი მოუგეს თავის მოედანზე "სტოკს".
"ალისფერმა ეშმაკებმა" 8-დან 7 მატჩში კარის მშრალად შენარჩუნება მოახერხეს. ხოლო იმ ერთადერთ მატჩში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა "სტოკ სიტიმ"."სტოკმა" თავიანთ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 4 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხეს.
20.10.2012 Manchester United 4-2 Stoke City
31.01.2012 Manchester United 2-0 Stoke City
24.09.2011 Stoke City 1-1 Manchester United
04.01.2011 Manchester United 2-1 Stoke City
24.10.2010 Stoke City 1-2 Manchester United
09.05.2010 Manchester United 4-0 Stoke City
26.09.2009 Stoke City 0-2 Manchester United
26.12.2008 Stoke City 0-1 Manchester United
15.11.2008 Manchester United 5-0 Stoke City
ბოლო მატჩი "ბრიტანიაზე"
ეს ორი გუნდი ერთმანეთს "ბრიტანიას" მოედანზე 2011 წლის 24 სექტებერს დაუპირისპირდა.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,მაგრამ ძირითადად მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით განვითარდა.საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა ანგარიშის გახსნა 27-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვინგერმა ლუიშ ნანიმ მოახერხა ხოლო გათანაბრება "სტოკის" რიგებიდან 52-ე წუთზე პიტერ კრაუჩმა მოახერხა.
სერ ალექსი მატჩის წინ

ტრავმირებულები
სერ ალექსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი, რამოდენიმეს გამოკლებით, მზადაა კვირას სათამაშოდ:"ვიმედოვნებ, რომ უკვე დღეს ვიდიჩი ვარჯიშს განაახლებს. კარგი ამბავიც გვაქვს, რადგან ჯონი ევანსი მთელი კვირა სრული დატვირთვით გუნთან ერთად ვარჯიშობდა. "სიტისთან" მატჩში ეშლი იანგმა მცირე დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც ის რამოდენიმე კვირას გამოტოვებს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მზადაა, რომ თავისი ძალები "სტოკთან" გამოავლინონ." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.
"კრის სმოლინგი გუნდის ვარჯიშებს ამ კვირაში შეუერთდა. ასევე მზადაა პოლ სქოულზიც, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი იმპულსის მომცემი ფაქტორია."
მიზანი
შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, "სტოკთან" მატჩში გამარჯვება ძალინ იმოქმედებს საჩემპიონო ტიტულზე:"ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა გავაკეთოთ. დარჩა შვიდი თამაში და ეს თამაშები წარმატებით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სატურნირო ცხრილის მდგომარეობა, ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამუშაო უნდა დავასრულოთ ბოლომდე."
მოწინააღმდეგე
"არა მგონია "სტოკი", რომ პრემიერ–ლიგიდან გამოვარდეს, რადგან კლუბს საკმარისი ქულები აქვს იმისთვის, რომ შემდეგ წელსაც გააგრძელოს ასპარეზობა."
მარცხი დერბიში
"დერბიში მარცხი ყოველთვის დიდ გაკვირვებას იწვევს. "სიტი" ბურთს პირველ ტაიმში აკონტროლებდა, ხოლო ჩვენ მეორეში. მაგრამ ჩვენ გავუშვით ორი გოლი, რაც დერბიში არ უნდა მოხდეს. მატჩის დასაწყისი კი შეუდარებელი იყო. ორივე კლუბი შეტევაზე იყო ორიენტირებული დაბურთიც არ ჩერდებოდა ერთ ადგილას. ეს იყო ფანტასტიკური დერბი."
Head to Head
Last Five Matches
PROBABLE LINEUPS
Editor's Prediction