"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯეიმს როდრიგესი იქნება. კოლუმბიელ ნიჭიერს ხშირად ადარებენ კრიშტიანუ რონალდოს. როგორც ცნობილია "ეშმაკები" სერიოზულ დაკვირვებას აწარმოებენ "პორტოს" ტალანტზე.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი გუნდია. ინგლისში საუკეთესო ჩემპიონატია, მაგრამ ახლა მხოლოდ "პორტოზე" ვფიქრობ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი და პერსონალი, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს აქ"._განაცხადა ჯეიმს როდრიგესმა.
დღეს როგორც ცნობილი გახდა ლუიშ ნანითი სერიოზულად ინტერესდებიან "მილანი" და "იუვენტუსი".