კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა „იუნაიტედის“ და „რეინჯერსის“ ლეგენდების მატჩის ზუსტი თარიღი. „იუნაიტედის“ და „რეინჯერსის“ ლეგენდები ერთმანეთს 6 მაისს დაუპირისპირდებიან.
„წითელი ეშმაკების“ ყოფილი კაპიტნის ბრაიან რობსონის გუნდში არის არაერთი დიდებული ფეხბურთელი: ვან დერ საარი, დენის ირვინი, დევიდ მეი, ჯესპერ ბლუკვისტი და დუაით იორკე, რომელმაც უკვე დაამტკიცა მისი მატჩში მონაწილეობა. ეს მატჩი საქველმოქმედო მიზნებისთვის არის განხუთვნილი - ამის შესახებ გვამცნობს manutd.com
ბრაინ რობსონმა განაცხადა : „ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით ამ მატჩს. ფანტასტიური ატმოსფერო გარანტირებულია. არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ესეთ მატჩებში და კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა,მოვიპოვოთ თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის“.