თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2013, 21:25
ავტორი: BERDI,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 19
''მანჩესტერ იუნაიტედის'' რეკორდები
''იუნაიტედის'' რეკორდები.
''მანჩესტერ იუნაიტედის'' რეკორდები
''მანჩესტერ იუნაიტედი'' ინგლისის პირველი კლუბია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა: 1956-57 წლების სეზონში გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულ მადრიდის ''რეალს'' დაუპირისპირდა და ორ მატჩის შემდეგ ''იუნაიტედი'' 3:5 დამარცხდა.

''იუნაიტედი'' ინგლისის პირველი კლუბია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო: 1968 წლის მაისში, გადამწყვეტ შეხვედრაში ''ეშმაკუნებმა'' ლონდონში, ''უემბლიზე'' ლისაბონის ''ბენფიკა'' 4:1 დაამარცხეს.

''იუნაიტედი'' ინგლისის პირველი კლუბია, რომელმაც საკონტინენტაშორისო თასი მოიგო: 1999 წლის 30 ნოემბერს ინგლისელებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ბრაზილის ''პალმერია'' 1:0 დაამარცხეს.

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ინგლისის ასოციაციის თასი ყველაზე მეტჯერ 11_ჯერ მოიგო. კლუბს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: ყველაზე მეტჯერ 18_ჯერ ითამაშA გადამწყვეტ შეხვედრაში.

''მანჩესტერ იუნაიტედის'' რეკორდები


ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი: ბილი მერედიტი (46 წლის, 281 დღის; 07.05.1921 ჩემპიონატი ''დერბი ქაუნთი'')

ზედიზედ ჩატარებული მატჩები ჩემპიონატში: სტივ კოპელი-206 (1977 წლის 15 იანვრიდან 1981 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.)

ყველაზე მეტი გოლი ყველა ტურნირზე ერთ სეზონში: დენის ლოუ - 46 (1963-1964)

ყველაზე მეტი გოლი ერთ ჩემპიონატში: დენის უაიოლეტი - 32 (1959-1960)

ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში: 6 - ჰაროლდ ჰალსი (25.09.1911 ''სუინდონ თაუნი'')
6 - ჯორჯ ბესტი (07.02.1970 ''ნორჰემპტონ თაუნი'')


2003 წლის 22 მარტიდან 2003 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, რუუდ ვან ნისტერლოიმ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მოახერხა 10 გოლის გატანა. ეს კლუბის და ინგლისის ჩემპიონატის რეკორდია.

ყველაზე სწრაფი გოლი: 15 წამი - რაიან გიგზი (18.11.1995. პრემიერ ლიგა ''საუთჰემპომი'')

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი (3გოლი): 4 წუთი ერნი გოლდთროპი (10.02.1923. მეორე დივიზიონი, ''ნოთს ქაუნთი'')

ყველაზე სწრაფი პოკერი (4 გოლი): 13 წუთი ოლე გუნარ სოლსკიაერი (06.02.1999. პრემიერ ლიგა ''მეტინგემ ფორესტი'')

ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი: (პირველი ათეული)
1.რაიან გიგზი 932 (უელსი, 1991 წლიდან), 2. ბობი ჩარლტონი 758 ( ინგლისი, 1956-1973), 3. პოლ სქოულზი 713 (ინგლისი, 1994 წლიდან) 4. ბილი ფოულკსი 688 (ინგლისი, 1952-1970) 5. გარი ნევილი - 602 (ინგლისი, 1992-2011) 6.ალექს სტეპნი 539 (ინგლისი, 1966-1978) 7.ტონი დანი 535 (ირლანდია, 1960-1973) 8.დენის ირვინი 529 (ირლანდია, 1990-2002) 9.ჯო სპენსი 510 (ინგლისი, 1919-1933) 10.არტურ ელბისტონი 485 (შოტლანდია, 1974-1988)

''მანჩესტერ იუნაიტედის'' პირველი მოთამაშე, რომელიც ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს, ჩარლი რობერტსი იყო: 1905 წლის 25 თებერვალს მან ირლანდიელების წინააღმდეგ ჩაატარა პირველი მატჩი.

ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი 26 წელი (შოტლანდია 1986 წლიდან)

პირველი ოფიციალური მატჩი: 2:7–''ბლექბერნ როვერსი'' (27.10.1883. ლანკშირის თასი)

პირველი მატჩი ინგლისის ასოციაციის თასზე: 2:2 ''ფლიტვუდ რეინჯერსი''(30,10,1892)

პირველი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში: 3:4 ''ბლექბერნ როვერსი'' (03,09,1892)

პირველი მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირში: 2:0 ''ანდერლეხტი" (ბრიუსელი,ბელგია)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: 10:0 ''ანდერლეხტი'' (ჩემპიონთა თასი) (26,09,1956)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩემპიონატში: 10:1 ''ვულვერჰემპტომ უონდერსი'' (15,10,1892)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება პრემიერ ლიგაში: 9:0 ''იპსვიჩ თაუნი'' (04,03,1995)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ინგლისის თასზე: 8:0 ''იოველ თაუნი'' (12,02,1949)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სახლში: 10:0 ''ანდერლეხტი'' (ჩემპიონთა თასი) (26,09,1956)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმრად: 8:1 ''ნოტინგემ ფორესტი'' (06,02,1999 პრემიერ ლიგა)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: 0:7 ''ბლექბერნ როვერსი'' (სტუმრად 10,04,1926 ჩემპიონატი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ინგლისის თასზე: 1:7 ''ბარნლი'' (სტუმრად 13,02,1901)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ევროთასებზე: 0:5 ''სპორტინგი'' (ლისაბონი, პორტუგალია) (სტუმრად, 18,03,1964)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი შინ: 1:7 ''ნიუკასლ იუნაიტედი'' (26,09,1956 ჩემპიონატი)

ყველაზე მეტი გატანილი გოლი ჩემპიონატში: 103 (1956–57; 1958–59)
ყველაზე ცოტა გატანილი გოლი ჩემპიონატში: 36 (1893–94)
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი ჩემპიონატში: 115 (1930–31)
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ჩემპიონატში: 22 (2007–08)

წაუგებელი მატჩების სერია ყველა ტურნირში: 45 (26,12,1998–03,10,1999)
წაუგებელი მატჩების სერია ჩემპიონატში: 29 (26,12,1999)
ზედიზედ მოგებული მატჩები ჩემიონატში: 14 (15,10,1904–03,01,1905)
ზედიზედ წაგებული მატჩები ჩემპიონატში: 14 (26,04,1930–25,10,1930)
გოლგაუშვებელი მატჩები ჩემპიონატში: 14 (15,11,2008–18,02,2009)
უგოლო მატჩები ჩემიონატში: 5 (22,02,1902–17,03,1902)

ყველაზე მეტი მოგება ჩემპიონატში: 28 (1905–06, 1956–57, 1999–00, 2006–07)
ყველაზე მეტი ფრე ჩემპიონატში: 18 (1980–81)
ყველაზე მეტი წაგება ჩემპიონატში: 27 (1930–31)
ყველაზე ცოტა მოგება ჩემპიონატში: 6 (1893–94)
ყველზე ცოტა ფრე ჩემიონატში: 2 (1893–94)
ყველაზე ცოტა წაგება ჩემპიონატში: 3 (1998–99, 1999–00)

ყველაზე მეტი მაყურებელი საშინაო მატჩზე 83,250 ''არსენალი'' (07.01,1948 ''მეინ როუდი'' ჩემპიონატი)
ყველაზე მეტი მაყურებელი ''ოლდ ტრაფორდზე'' 76,098 ''ბლექბერნ როვერსი'' (31,03,2007 ჩემპიონატი)
ყველაზე მეტი მაყურებელი საგარეო მატჩზე: 135,000 (ესპანეთი) რეალის წინააღმდეგ, ჩემპიონთა თასი.

სტატია მომზადებულია ბერუა ურუშაძის მიერ სპეციალურეად Redarmy.ge_სთვის
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
9 აპრილი 2013 21:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მგონი ნორმალურია შეცდომები თუ ნახეთ წინასწარ ბოდიში ძალიან დავიღალე ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: love united
9 აპრილი 2013 21:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საინტერესოა...მოხსნის გიგზი მერედიტის რეკორდს?..
0
№3
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 21:46
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
BERDI MAN_FAN,
საღოოლ!
0
№4
ავტორი: Esi
9 აპრილი 2013 22:22
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ავტორ საღოლ!
0
№5
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 22:23
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Esi,
ბერუა მაგარია!
0
№6
ავტორი: BERDI
9 აპრილი 2013 22:25
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მადლობა ბიჭები

giorgi20002000,
გიო ამ საიტზე ჩემზე გაცილებით მაგრები არიან მხეცები მე ჯერ არაფერი არ გამიკეთებია ისეთი რასაც ესენი აკეთებინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 22:30
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
BERDI MAN_FAN,
ეგ ხო აბა მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ამიტომ ვთქვი!
0
№8
ავტორი: Luka Gelashvili
9 აპრილი 2013 23:38
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საინტერესოა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: Amanda Seyfried
10 აპრილი 2013 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
საინტერესოა
0
№10
ავტორი: Shako Jones
10 აპრილი 2013 12:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ამაზე საინტერესო რამე არ არსებობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top