თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2013, 08:19
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2480,
კომენტარები: 28
სერ ალექსი:"არ გავბრაზებულვართ"
გუშინ ღამით გაიმართა მანჩესტერული დერბი, სადაც "იუნაიტედმა" "სიტი" მიიღო საკუთარ სტადიონზე და დამარცხდა. ამაზე კი კომენტარი გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონმა...
სერ ალექსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არც ისე ძალიან გაბრაზებულა "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის გამო.

"ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვების შემდეგ, "ქალაქელებმა" ქულათა სხვაობა 12-მდე შეამცირეს. ასეთი სოლიდური ქულათა სხვაობა "იუნაიტედს" ხელს აძლევს არ ინერვიულოს გუშინდელი მარცხის გამო.

"ეს იყო ძალიან დაძაბული მატჩი, ქვეყნის ორი საუკეთესო კლუბის შესრულებით. ჩვენ არ გაგვიმართლა და მატჩიც ვერ მოვიგეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ აგუეროს ფანტასტიკურად შეუძლია მომენტების გამოყენება, ამისდა მიუხედავად მაინც დიდი სივრცე შევუქმენით, რითაც არგენტინელმა ისარგებლა და გადამწყვეტი ბურთიც გაგვიტანა."

"თამაშით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია. მე ბევრ პლიუსს ვხედავ და ჩემი გუნდიც კარგ ფორმაშია, ასე რომ სადარდებელი არაფერი მაქვს. საბოლოო ჯამში ეს მატჩი ცუდი არ იყო. არასდროს არ მიყვარდა დერბიში წაგება, მაგრამ ჩვენ ახლა კარგად ვართ." - განაცხადა სერ ალექსმა Manchester Evening News-თან.


წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
28 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
9 აპრილი 2013 08:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეე ამათი რა გითხრა მაგრამ მე გული ძალიან დამწყდა...


პ.ს 260 სიახლეე manunited
0
№2
ავტორი: red devil
9 აპრილი 2013 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Babu shen megreli xar tu imereli?:D egeti aferistobac ar sheidzleba:D
0
№3
ავტორი: TrueRed
9 აპრილი 2013 09:11
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეე შენიი რა გითხრაა ფერგი მაგრამ მე ძაან მეწყინა რომ წავაგეთ
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
9 აპრილი 2013 09:39
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ფერგი შენი არ ვიცი მაგრამ მე ამ ცისფერების დედა *****
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: creep
9 აპრილი 2013 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
არ გამკვირვებია, აქ რო ქულათა სხვაობა 1-2 ან 3 ქულა ყოფილიყო და რამე გადამწყვეტი თამაში მაშინ სხვა ანგარიში დაფქისირდებოდა ტაბლოზე დარწმუნებული ვარ, ახლა კი ყველაფერი ლოგიკურად დაჯდა, ყველაზე კაი ვარიანტი ფრე იყო, მოგებით არ მოიგებდა მუ...... არ გაგიკვირდეთ ერთი ორი თამაში რო გატყდეს და კიდევ შემცირდეს ქულათა სხვაობა....
0
№6
ავტორი: Ruud van Nistelrooy
9 აპრილი 2013 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
creep,
კაცო ჩელსთან მეორე შემადგენლობა გამოათრია ტიპმა, მეთქი სიტისთვის ინახავს ყველაფერს თქო და ჯანდაბას წაგება ჩელსთან.

ეხა კიდე სიტისთანაც წაასხეს, ეს რა უბედურებააა, ჩელსთან მაინც ეთამაშა ამ სასტავით რაღას გაყავდა მეორე შემადგენლობა ფუ ბუბლიკ!!
0
№7
ავტორი: UTD-Rule
9 აპრილი 2013 10:32
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მთავარია ეხლა მომდევნო სამი მატჩი მოვიგოთ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Gvene
9 აპრილი 2013 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ეეე როგორ წავაგეთ მაგრად გამიტყდა :XX
0
№9
ავტორი: love united
9 აპრილი 2013 10:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ხო დაიკიდე,დაიკიდე ფერგი...

ისე რატომ გგონიათ,რომ ეხლა სხვაობა თუნდაც 5-6 ქულა ყოფილიყო მოვიგებდით?..ფაქტია,სიტიმ გვაჯობა ამ თამაშში...უმოტივაციო სიტიმ რაც მთავარია...მოტივაცია ჩვენ უფრო უნდა გვქონოდა, იმათ სათამაშო აქვთ რამდენიმე დღეში ჩელსისთან ფა თასზე და შეიძლება დაეკიდებინათ,და ჩვენ?..რამე დაგვრჩა?..ერთი პრემიერლიგა და იმასაც ისე ვამთავრებთ,რომ ჩამიჯვეს სულში...კარგით რა...ეზარებოდათ თამაში და ეგ გამიტყდა ძაან...
0
№10
ავტორი: creep
9 აპრილი 2013 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
love united,
და ჩვენ რა მოტივაცია გვქონდა? არანაირი...... იმათ უფრო ქონდათ ვიდრე ჩვენ... ერთგარი რევანშის აღება იქნებოდა და პასუხი +15 ქულაზე.... თან რა გგონიათ +18 ქულით გაგვიშვებდა ვინმე წინ? არა... დარწმუნებული ვარ კიდევ დაიკლებს ქულათა სხვაობა....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top