მოდით გავეცნოთ ჩვენი თაობის ვან ბასტენს ანუ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს...
რობინ ვან პერსი. ეს სახელი ძალიან ხშირად მოგვხვდებათ ყურში თუ ფეხბურთს უყურებთ. თუ "არსენალის" ან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ხართ მითუმეტეს. მოკლედ ჩემი აზრით, ის არის ძალიან ძლიერი ფორვარდი, მაგრამ რატომაა ასე დაუფასებელი? ეს იმიტომ, რომ იგი ძალიან მორცხვი ფეხბურთელია და არაა კრისტიანო რონალდოსავით "გიჟი" და არანორმალური(სარეკლამო ბიზნესს ვგულისხმობ, სადაც ყველაზე მეტად ჩანან ფეხბურთელები).
მოდით დავიწყოთ. რობინ ვან პერსი დაიბადა ქალაქ როტერდამში. გაგეცინებათ და ის მხატვრისა და სკულპტურისტის ოჯახში დაიბადა. ოჯახში ფეხბურთის ასეთი ნიჭი არავის ჰქონდა, რაც რობინს მომავალში აღმოაჩნდა. ის სკოლაში ძალიან ცუდად იქცეოდა, მაგრამ ძალიან კარგად სწავლობდა. საბოლოოდ მისი სკოლიდან გამოგდების საკითხიც დადგა. ის სკოლიდან გამოუშვეს. 14 წლის ბიჭი უსწავლელი გარეთ დარჩა. მამას რა უნდა ექნა?
ადგა და შეიყვანა საფეხბურთო სკოლაში. რობინმა გადაწყვიტა ეთამაშა "ფეინოორდში". პერსი კლუბს 15 წლის ასაკიდან შეუერთდა. ვან პერსიმ გააფორამ კონტრაქტი ფეინოორდთან, მაგრამ მალევე მას შეთავაზება მოუვიდა ლონდონური კლუბიდან, სადაც საბოლოოდ დედის რჩევით გადავიდა. მანამდე მოხდა საინტერესო ფაქტი: სანამ რობინი "არსენალში" გადავიდოდა მისით მანჩესტერიც ინტერესდებოდა, მაგრამ ფეინოორდი ტვენტეს მატჩის დროს რობინი მეკარესთან უხეშობისთვის გააძევეს მოედნიდან და ფერგის სკაუტმა შემდეგი რამ უთხრა:
"ეს არის ყველაზე ბინძური ფეხბურთელი, რაც კი მინახავს. ის არაა ღირსი ითამაშოს მანჩესტერში, არ გამოგვადგებაო."
ამის შემდეგ 2004-2005 წლებში რობინი "არსენალს" 2,75$ მილიონად შეუერთდა. რაც დამეთანხმებით ძალიან იაფია. მან 4 წლიან კონტრაქტს ხელი 17 მაისს. ამის შემდეგ რობინს უნდა გაეწია წინააღმდეგობა, იმ დროში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისთვის. ამ ფორვარდის დასახელებას არაფერი აღარ უნდა, რაგან ის მარტივი გამოსაცნობია. ის ტიერი ანრი იყო. ამიტომ ვენგერმა ის მარცხეან "ვინგერად" დააყენა და ზოგჯერ აძლევდა ნეაბს ეთამაშა ცენტრ ფორვარდად. იანვარში არსენალს ხოსე ანტონიო რეიესიც შეუერთდა და ვან პერსი უკვე არის გვერდით დადგა ფორვარდად. პერსიმ ქომუნითი შილდის თასზე 2004 წელს დიდი დრო გაატარა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო რეიესმა ითამაშა და "არსენალმა" ქომუნითი შილდზე "მანჩესტერ იუნაიტედს" 3-1 სძლია.
ამ ყველაფერმა პერსის შანსები კიდევ უფრო შეამცირა. პერსიs 2004 ქომუნითი შილდის თასი ამ გამარჯვებამ მოუტანა. ამის შემდეგ 27 ოქტომბერს პერსიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და სიტის კარში გოლი გაგზავნა. საბოლოოდ "მეთოფეებმა" 2-1 სძლიეს "მანჩესტერ სიტის". უკვე 26 თებერვალს 2005 წელს 1-1 "საუთჰემპტონს" სძლიეს. მაშინ დაწერა ტელეგრაფმა პერსიზე:"ის ამომავალი ვარსკვლავია. დამიჯერეთ გავა დრო და ის გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიო".
საბოლოოდ 2004-2005 წელს 41 მატჩიდან პერსიმ 10-ში გამოიჩინა თავი და ყველა კმაყოფილი დარჩა მისი ამ შედეგით. დადგა 2005-2006 წლის სეზონი. ის ნამდვილად საოცარ ფორმაში გახლდათ. მან 8 მატჩში 8 გოლი დაიტანა და ნოემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.
ამის შემდეგ რობინმა კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა და 2011 წლის 4იანვრამდე დარჩენა განიზრახა "არსენალში". ამის შემდეგ პერსიმ თავის გამოჩენა ვერ შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გამოტოვა ბარსელონასთან, სადაც მისმა გუნდმა 2-1 წააგო.