მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა რადემელ ფალკაომ განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერლიგაში სურს.
სულ ცოტა ხნის წინ, კოლუმბიელი ფორვარდით, დაინტერესებული იყო ლონდონის "ჩელსი", მაგრამ "არისტოკრატებისდა" სამწუხაროდ ზაფხულში ეს ტრანსფერი არ შედგა.თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ რადემელმა იანვარში "ლურჯების" ფორმა მოირგოს.
"ინგლისში თამაში? მე არაერთხელ მიოცნებია ამაზე.მე დიდი ხანია ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, და სიამოვნებით ვნახავდი ჩემს თავს რომელიმე ინგლისურ კლუბში"
"მე პრემიერლიგას ტელევიზორში ვუყურებდი, როცა პატარა ვიყავი.მახსოვს როი კინი,ერიკ კანტონა,ზოლა და მეც მსურს, რომ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდე.ვფიქრობ, ინგლისში ადაპტაცია არ გამიჭირდება და ბევრი გოლის გატანასაც მოვახერხებ" - განაცხადა რადემელ ფალკაომ The Times- თან ინტერვიუში. წყარო: goal.com