თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2013, 15:58
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 8
ფერდინანდი: "რეკორდები მოიცდის"
ფერდინანდი როგორც პირად, ისე კლუბის მთავარ მიზნად პრემიერ ლიგის მოგებას ასახელებს და რეკორდებს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს.
ფერდინანდი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი როგორც პირად, ისე კლუბის მთავარ მიზნად პრემიერ ლიგის მოგებას ასახელებს და რეკორდებს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს.
„მთავარი გამარჯვებაა. ყველაფერი, რაც მასთან ერთად ხდება კარგია, მაგრამ მოგება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
თუ პრემიერ ლიგის ტიტულს დროზე ადრე გავინაღდებთ, შემდეგ უკვე ახალი მიზნების დასახვაც შეგვეძლება. პირადად ჩემთვის, მოგება პირველ ადგილზე დგას.
ეს წინა სეზონის გამო არ ხდება. ეს უბრალოდ კლუბის მენტალიტეტია, რომელიც მწვრთნელის მიერ იმართება და რომელიც მუდმივად გამარჯვებას და ყველა ჩემპიონატში ბოლომდე ბრძოლას გულისხმობს. ასე ხდება მას შემდეგ, რაც „იუნაიტედში“ ვარ. და ალბათ არც არასოდეს შეიცვლება.“

30 მატჩიდან 25-ის მოგებამ „იუნაიტედს“ რობერტო მანჩინის გუნდთან ქულათა სხვაობა 15-მდე გააზრდევინა. ფერდინანდისთვის, როგორც მცველისთვის ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან გუნდმა ამ წარმატებას გახსნილი და სანახაობრივი ფეხბურთით მიაღწია, თამაშის ასეთი სტილი კი დაცვითი ხაზისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს.
“ახლა ჩვენ უფრო მტკიცე გუნდი გვყავს. სეზონის დასაწყისში გახსნილ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით, რომელიც გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საყურებელი იყო, მაგრამ ასეთ დროს მცველად ყოფნისას, ჩემი მთავარი მიზანი დაცვის გამაგრებაა. ამის გაკეთება ადვილი არ იყო.
ამ პერიოდმა წარმატებით ჩაიარა და ახლა სწორედ ამით ვსარგებლობთ.“
- დაასრულა ფერდინანდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: TrueRed
7 აპრილი 2013 16:43
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Martalia rio magram rekordebsac tu davamyarebt kargi iqneba
0
№2
ავტორი: BERDI
7 აპრილი 2013 17:14
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რეკორდებიც საჭიროა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: love united
7 აპრილი 2013 19:25
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ე რიო,ესეთი კარგი შანსი კიდე როდის გვექნება ვინ იცის..
0
№4
ავტორი: Amerigo
7 აპრილი 2013 19:41
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
love united,
აჰა მართალი ხარ. რიო მიდი რეკორდები მომიხსენი რა!
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
7 აპრილი 2013 22:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მიდით, წელს ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ, რაც კი შეგვიძლია
0
№6
ავტორი: buka oboladze
7 აპრილი 2013 22:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Rekordebic sasiamovnoa ratqmaunda
0
№7
ავტორი: Amerigo
7 აპრილი 2013 23:06
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
buka oboladze,
ეგ იასნა
0
№8
ავტორი: UTD-Rule
8 აპრილი 2013 15:05
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველა თამაში უნდა მოვიგოთ დარჩენილი პრემიერ ლიგაში რაც არის რო ჩელსის რეკორდი მოვხსნათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top