თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2013, 16:15
ავტორი: love united,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 20
ნანი:"ეს სეზონი არ გამოდგა წარმატებული"
პორტუგალიელი გარემარბი განიხილავს მიმდინარე სეზონს და თვლის, რომ ის წარუმატებელი გამოდგა მისთვის...
ნანი:
ლუიშ ნანიმ აღიარა, რომ ეს სეზონი იყო წარუმატებელი მისთვის.მისი აზრით, მან ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე.მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ბედნიერია, რადგან სულ მალე ინგლისში მეოცედ გაჩემპიონებას აღნიშნავს:"ყველა ვფიქრობდით, რომ FA თასზე ასპარეზობას გავაგრძელებდით, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი.ასეთია ფეხბურთი.მწვრთნელიც გვესაუბრა ამის შესახებ.ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ყურადღება და ვეცადოთ კარგად ჩავატაროთ სეზონის დარჩენილი ნაწილი.მიმდინარე წელი არ გამოდგა ჩემთვის წარმატებული, რადგან ტრავმებმა არ მომცეს საშუალება გამომეჩინა თავი.იმედი მაქვს, დარჩენილ მატჩებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებ.შემდეგ სეზონში კი ყველას ვუჩვენებ იმას, თუ რა შემიძლია რეალურად."-ციტირებს ნანის სიტყვებს manutd.com.

პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდელები მოტივირებულნი არიან "სიტისთან" დაპირისპირებამდე:"მანჩესტერს აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ასე რომ, ყოველ მატჩში გამარჯვებაზე ვფიქრობთ.რაც მოხდა 2011-12 წლების სეზონში ძალიან კარგი გაკვეთილი იყო და ეს კიდევ უფრო დიდ ძალას გვმატებს.მინდა კარგად ვითამაშო და ისტორიაში ჩემი გვარიც შევიტანო."

"იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ვასპარეზობდით ცუდათ, შემდეგ სეზონებში ჩვენ კარგ თამაშებს ვაჩვენებთ.როდესაც დასრულდება ეს საფეხბურთო წელი, მომენტალურად დავიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ შემდეგში ჩვენი თამაში და შედეგები.ყველაფერს ვერ მოვიგებთ-თასები ჩვენ მეტოქეებსაც რჩებათ, მაგრამ სწორედ ეს ფაქტორი მოქმედებს "იუნაიტედზე" ყველაზე კარგად."


წყარო:redevils.ru
სიახლეები
20 კომენტარი
№1
ავტორი: love united
6 აპრილი 2013 16:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აბა შენ იცი ნანი,შემდეგ წელს ალბათ ნანი-ზაა იქნებიან ფლანგებზე თუ არ მოუმატებენ ვალენსია-იანგი...
0
№2
ავტორი: Malboro463
6 აპრილი 2013 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ეს არ მიდის გუნდიდან ?
0
№3
ავტორი: Z A C K™
6 აპრილი 2013 16:22
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ხოდა გაინძერი და ითამაშე რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: BERDI
6 აპრილი 2013 17:03
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მომავალში გამოასწოროთ უნდა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: I L C
6 აპრილი 2013 18:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარია ნანი იმედია არ წავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2013 19:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა ჩაგვისახე იმედი, რომ მომავალი სეზონი წარმატებული იქნება... მე აღარ მჯერა ნანის
0
№7
ავტორი: Amerigo
6 აპრილი 2013 20:09
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
GioO_o,
აღარც მე
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
6 აპრილი 2013 20:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მარტო მე მჯერა შენი <3 მიდი ლუიშ მიაწექი love
0
№9
ავტორი: Zizou
6 აპრილი 2013 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ყველა გარემარბი, ნანის ჩათვლით, ნულია წელს
0
№10
ავტორი: Luka Gelashvili
6 აპრილი 2013 21:05
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გავყიდოთ და ვიყიდოთ ვინმე likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top