თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2013, 11:17
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 43
Manchester United - Manchester City - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" - პრევიუ
Manchester United - Manchester City - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,32-ე ტური
მსაჯი: მაიკ დინი
თარიღი: ორშაბათი, 8 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

Manchester United - Manchester City - Preview

Manchester United - Manchester City - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონი ევანსი,ნემანია ვიდიჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Powell, Carrick, Anderson, Cleverley, Giggs, Young, Kagawa, Van Persie, Rooney, Hernandez, Welbeck
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

"მანჩესტერ იუნაიტედს" თანაქალაქელებთან ბრძოლაში დაუბრუნდებიან ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი და ბრაზილიელი მცველი რაფაელი,რომლებსაც უმნიშვნელო ტრავმები ჰქონდათ.რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" კაპიტანს ნემანია ვიდიჩს და ჯონი ევანს მათი თამაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ კითხვისნიშნისქვეშაა.

Manchester United - Manchester City - Preview

"მანჩესტერ სიტი"
ტრავმირებულები: მაიკონი,რიჩარდსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Hart, Pantilimon, Zabaleta, Kompany, Lescott, Nastasic, K Toure, Kolarov, Clichy, Milner, Nasri, Sinclair, Y Toure, Barry, Garcia, Rodwell, Silva, Tevez, Aguero, Dzeko.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

რობერტო მანჩინის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ტრავმის გამო დააკლდებათ მაიკონი და რიჩარდსი.მცირე დაზიანების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დაუბრუნდა ნახევარმცველი ჯეკ როდველი,ასევე სამირ ნასრი და დავიდ სილვა.

გუნდების ფორმა

Manchester United - Manchester City - Preview

პირველი ადგილი,77 ქულა

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "სანდერლენდს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა,ამ გამარჯვებით „წითელმა ეშმაკებმა“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად."მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 18 მატჩიდან 16 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა."წითელი ეშმაკების" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა უკვე 627-ე წუთია თავის კარს მშრალად .“მანჩესტერ იუნაიტედს“ გოლი არ გაუშვია ბოლო 6 შეხვედრაში,“წითელმა ეშმაკებმა“ გააუმჯობესეს შარშნდელი მარტი-აპრილის რეკორდი, მათ ზედიზედ 5 მატჩში გოლი არ გაუშვიათ. ყველაზე გრძელი კარების მშრალად დატოვების სერია იყო 2008-09 წლებში,1334 წუთი. იუნაიტედი" ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთ ტურნირზე ასპარეზობს,აქედან გამომდინარე მანჩესტერული კლუბი შეეცდება მიმდინარე სეზონი ამ ერთი ტიტულით დაასრულოს ხვალ კი მათ დიდი გამოცდა ელით “თანაქალაქელების“ წინააღმდეგ.

Manchester United - Manchester City - Preview

მეორე ადგილი,62 ქულა

რობერტო მანჩინის გუნდი ფაქტიურად უიმედოდ არის დარჩენილი,იქედან გამომდინარე,რომ მისი გუნდი მიმდინარე ინგლისი პრემიერ ლიგაში 15 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს".იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა 30-ე ტურისთვის 62 ქულის მოგროვება შეძლეს.ამ ხნის მანძილზე "მანჩესტერ სიტიმ" თავის მეტოქეს 55 გოლი გაუტანა ხოლო 26 გაუშვა საკუთარ კარებში.ამ სეზონში გაშვებული გოლების 35% (26იდან 9) „მანჩესტერ სიტიმ“ გაუშვა საჯარიმოს გარედან დარტყმის შედეგად - რაც უმაღლესია პრემიერ ლიგაში.
მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში „სიტიმ“ 14 მატჩი მშრალად ჩაატარა, ეს „იუნაიტედზე“ 11-ით მეტია.რობერტო მანჩინის გუნდს ბოლო 5 მატჩში სამი მოგება და ორი წაგება აქვს "ევერტონისა" და "საუტჰემპთონის" წინააღმდეგ.გუნდმა მიმდინარე პრემიერ ლიგაში სულ 4 მატჩი წააგო.კლუბის ბომბარდირი ჯეკო არის 12 ბურთით.იმის მიუხედავად,რომ "მანჩესტერ სიტი" თანაქანაქელ "მანჩესტერ იუნაიტედს" 15 ქულიათ ჩამორჩება ისინი მაინც ცდილობენ ყველა შანსის გამოყენებას,რაც მათ დაეხმარებათ მიმდინარე სეზონის წარმატებით დასრულებაში,მაგრამ ორშაბათს მათ მძიმე ბრძოლა ელოდებათ "ოლდ ტრაფორდზე".

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United - Manchester City - Preview
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United - Manchester City - Preview
მანჩესტერ სიტი — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის ინგლისის პრემიერ ლიგაში. კლუბი დაარსდა 1880 წელს. თავდაპირველად კლუბს „უესტ გორტონ სენტ მარქსი“ დაერქვა. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.
ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923-2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.
XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936/1937 და 1967/1968 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998/99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010/11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინს პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.
კლუბის მთავარი მწვრთნელი იტალიელი რობერტო მანჩინია. ის კლუბში 2009 წელს, დეკემბერში მივიდა. ამის შემდეგ კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანია.

ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United - Manchester City - Preview

2011 წლის 23 ოქტომბერი "ოლდ ტრაფორდზე" მაპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ "სიტისთან," რაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი გამოდგა, გუნდმა ამ მარცხის შემდეგ, დიდი ხანი გონზე მოსვლა ვერ მოახერხა.ამ მატჩში რობერტო მანჩინის გუნდიდან თავის გამოჩენა შეძლეს მარიო ბალოტელიმ,სერხიო აგუერომ,დავიდ სილვამ და ედინ ჯეკომ ხოლო სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან ერთადერთი გოლი მატჩის 81' წუთზე შოტლანდიელმა დარენ ფლეტჩერმა გაიტანა.


ურთიერთშეხვედრები

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" პაექრობათა ისტორიას XIX საუკუნის მიწურულს გადავყავართ. 1881 წლის 12 ნოემბერს ამ გუნდებს, უფრო სწორად კი მათ წინამორბედებს შორის, პირველი პაექრობა გაიმართა. "ნიუტონ ჰითმა" ("იუნაიტედის" წინამორბედმა) "უესტ გორდონს" (შემდგომში "მანჩესტერ სიტი"-დ წოდებულს) 3:0 სძლია. იმ თამაშის მიმომხილველმა გაზეთ "ეშტონ რეპორტერში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ნანახს "სასიამოვნო თამაში" უწოდა...
მეტოქეთა პირველი პაექრობა ჩემპიონატში 1894-95 წლების სეზონში შედგა, პირობითად მეტოქის მოედანზე. "ჰაიდ როუდზე" გამართული პაექრობა "ნიუტონ ჰითმა" 5:2 მოიგო. ამ დროს მის მეტოქეს უკვე ერქვა "მანჩესტერ სიტი"...
პირველ დივიზიონში ანუ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, (პრემიერლიგის დაარსებამდე უმაღლეს ლიგას პირველი დივიზიონი ერქვა) მანჩესტერის ორი კლუბის პაექრობა პირველად 1906 წლის დეკემბერში გაიმართა, "მანჩესტერ სიტიმ" 3:0 იმარჯვა. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით "ცისფერებმა" ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო, იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო.
საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე კლუბებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ქალაქის მცხოვრებნი კი ორივე კლუბის საშინაო მატჩებს ესწრებოდნენ. ომის შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტის" სარბიელით, "მეინ როუდით" სარგებლობდა. ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მთლიანად გაანადგურა...
XX საუკუნის70-იან წლებში კლუბებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა და ქალაქის მოსახლეობაც ორად გაიყო, "სიტის" ქომაქებს "იუნაიტედის" მხარდამჭერები სძულდათ.
1970 წლის დეკემბერში "ოცნების თეატრის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა მორიგი დერბისას მეტოქე გლინ პარდოუს ფეხი მოსტეხა. ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ უკანასკნელს კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა...1973-74 წლების სეზონში. პირველი დერბის დროს, რომელიც "მეინ როუდზე" გაიმართა, მსაჯმა მასპინძელი მაიკ დოილი და იუნაიტედელი ლუ მაკარი გააძევა, თუმცა მათ მოედნიდან გასვლა არ ისურვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში შეწყდა, არბიტრმა გუნდები გასახდელში გაუშვა და მატჩი არ განაახლა, ვიდრე თანაგუნდელებმა გაძევებულები არ დააშოშმინეს...
იმ სეზონის მეორე მატჩი, 1974 წლის 27 აპრილს, რომელიც შედგა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერული დერბის ისტორიაში "დენის ლოუს თამაშის" სახელითაა შესული. იმ დროს ლეგენდარული შოტლანდიელი უკვე "სიტის" ღირსებას იცავდა, "იუნაიტედი" კი პირველ დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა და საამისოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ოლდტრაფორდელთა ელიტაში დარჩენა "ნორვიჩ სიტისა" და "ბირმინგემ სიტის" მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული, ნორვიჩელებს უნდა მოეგოთ. მე-80 წუთისთვის ანგარიში 0:0 იყო. სტუმართა ნახევარმცველმა ფრენსის ლიმ "იუნაიტედის" საჯარიმოსთან მყოფ დენის ლოუს მიაწოდა ბურთი, რომელსაც კარისკენ არც გაუხედავს, პირდაპირ დაარტყა, მასპინძელთა მეკარე ალექს სტეპნიმ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და შესაბამისად, "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაწინაურდა. თანაგუნდელები ლოუს ულოცავდნენ, ის კი თავჩაქინდრული გავიდა მოედნიდან, მწვრთნელმა უმალ შეცვალა. ეს იყო ევროპის 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაში, უკანასკნელი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის თამაში 0:1 წააგო და ლიგიდან გავარდა, თუმცა რომც მოეგო, მაინც ვერ დარჩებოდა, რადგან ნორვიჩელებმა ბირმინგემელებთან ვერ გაიმარჯვეს. წლების შემდეგ დენის ლოუმ "იუნაიტედის" კარში იმ შეხვედრაში გატანილ გოლს კარიერის უცუდესი მომენტი უწოდა: "19 წლის მანძილზე ყველანაირად ვცდილობდი გოლის გატანას და როცა მიზანს ვაღწევდი, უზომოდ მიხაროდა. ის გოლი კი ერთადერთია, რომელმაც გული ძალიან მატკინა..."
პრემიერლიგის დაარსების შემდეგ ქალაქურ დაპირისპირებებში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა იძალა, 2011 წლის 23 ოქტომბერი კი "ოლდ ტრაფორდზე" მაპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ "სიტისთან," რაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი გამოდგა, გუნდმა ამ მარცხის შემდეგ, დიდი ხანი გონზე მოსვლა ვერ მოახერხა. ამ სეზონში განმეორებითი მატჩი "ეტიჰადზე" უსახური თამაში გამოდგა და კომპანის გოლით სიტიმ მოუგო მეტოქეს, რაც ჩემპიონობაში დაეხმარა. ამ კვირას, ყოველი მათგანი მოუთმენლად ელის ამ დაპირისპირებას, იმის მოლოდინში, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებს დაუძინებელ მტერს. შარშან "ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებული ანგარიში "ცისფერების" ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში.მიმდინარე პრემიერ ლიგის პირველ წრეში კი "ეტიჰადზე" სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა შეძლეს მინიმალური სხვაობით რობერტო მანჩინის გუნდის დამარცხება,იმ მატჩში გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გაიტანა.

English Premier League.

9.12.2012 Manchester City 2-3 Manchester United
30.04.2012 Manchester City 1-0 Manchester United
23.10.2011 Manchester United 1-6 Manchester City
12.02.2011 Manchester United 2-1 Manchester City
10.11.2010 Manchester City 0-0 Manchester United
17.04.2010 Manchester City 0-1 Manchester United
20.09.2009 Manchester United 4-3 Manchester City
10.05.2009 Manchester United 2-0 Manchester City
30.11.2008 Manchester City 0-1 Manchester United
10.02.2008 Manchester United 1-2 Manchester City
19.08.2007 Manchester City 1-0 Manchester United
05.05.2007 Manchester City 0-1 Manchester United
09.12.2006 Manchester United 3-1 Manchester City
14.01.2006 Manchester City 3-1 Manchester United
10.09.2005 Manchester United 1-1 Manchester City
13.02.2005 Manchester City 0-2 Manchester United
07.11.2004 Manchester United 0-0 Manchester City
14.03.2004 Manchester City 4-1 Manchester United
13.12.2003 Manchester United 3-1 Manchester City
09.02.2003 Manchester United 1-1 Manchester City
09.11.2002 Manchester City 3-1 Manchester United
21.04.2001 Manchester United 1-1 Manchester City
18.11.2000 Manchester City 0-1 Manchester United
06.04.1996 Manchester City 2-3 Manchester United
14.10.1995 Manchester United 1-0 Manchester City
11.02.1995 Manchester City 0-3 Manchester United
10.11.1994 Manchester United 5-0 Manchester City
23.04.1994 Manchester United 2-0 Manchester City
07.11.1993 Manchester City 2-3 Manchester United
20.03.1993 Manchester City 1-1 Manchester United
06.12.1992 Manchester United 2-1 Manchester City

საინტერესო სტატისტიკა

Manchester United - Manchester City - Preview

Manchester United - Manchester City - Preview

Manchester United - Manchester City - Preview

სერ ალექსი მატჩის წინ

Manchester United - Manchester City - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
ტრავმირებულთა სიტუაცია
სერ ალექსი გვამცნობს, რომ უეინ რუნიმ და რაფაელმა ვარჯიში დაიწყეს:"რუნიმ და რაფაელმა ვარჯიში ამ დილით დაიწყეს. ვიმედოვნებ, რომ ორშაბათისთვის ისინი უკვე მზად იქნებიან. ჯონი ევანსმა და ნემანია ვიდიჩმა გამოტოვეს დღეს ვარჯიში და ვიმედოვნებ, რომ ისინი ვარჯიშს მალე დაიწყებენ. ჩვენ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ ფეხბურთელები მწყობრში ჩავაყენოთ ორშაბათამდე." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.
დერბი
"მანჩესტერული დერბი ძალიან განსხვავდება, ადრეული დერბისგან. ჩვენ ამ შერკინებებს უნდა შევეჩვიოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორშაბათს გამარჯვება. ეს მატჩი, როგორც ჩვენთვის ასევე "სიტისთვის" ძალიან პრინციპულია. მათ ძალიან სურთ ჩვენს მინდორზე გამარჯვების მოპოვება. მე ჩემს მოთამაშეებში დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ."
გუნდი
"უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, რადგან 30 მატჩიდან 25-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს. ეს წარმოუდენელია. ამ სეზონში ჩვენ კარგად ვისწავლეთ ფეხბურთელებთან მიდგომა, რომლებიც ტიტულებამდე მიგვიყვანენ. არ მადარდებს, თუ რას ამბობენ ჩვენზე კლუბის კედლებს გარეთ. ყველაზე მთავარია, ის თუ რა ხდება ჩვენს კლუბში. კლუბის ხელმძღვანელობა და დამხმარე პერსონალი ყველაფერს ცდილობს, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს."
რობინ ვან პერსი
სერ ალექსი თვლის, რომ ჰოლანდიელ ფორვარდს "უგოლობა" დაემართა და განაცხადა:"ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ რობინს, რადგან ჩვენ მასზე ბევრი რამ არ ვიცით, როგორი ხასიათის მატჩები ჩაატარა მან წინა სეზონში. არამგონია "არსენალში" მას ასეთი დატვირთული სეზონი ჰქონოდეს, ასე რომ ჩვენ მასზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ."
საკუთარი გამოცდილება
სერ ალექსი თვლის, რომ იცის თუ რა უნდა უთხრას ფორვარდებს ასეთ შემთხვევაში:"პირადად მე უგოლობა არასდროს დამმართვია (იცინის). ერთხელ მახსოვს, რომ სეზონის დასაწყისში მუხლის ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ოქტომბრამდე გოლის გატანა ვერ მოვახერხე. მაგრამ ის სეზონი 30 გატანილი ბურთით დავასრულე!"
"ამ დროს თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენის თავის იმედი. მამაჩემი მეუბნეოდა, რომ ნებისმიერ მომენტში მე უნდა მიმეღო სწორი გადაწყვეტილება. იგივეს ვეუბნევი ჩემს ფორვარდებსაც:"დარწმუნდით, რომ თქვენი დარტყმული ბურთი ბადეში აღმოჩნდება." თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ, რომ მეკარემ შესანიშნავი სეივი გააკეთა. თუ ვერ მოახერხებთ ბევრი მომენტის რეალიზებას, მაშინ დიდ კრიტიკას დაიმსახურებთ."

სუპერ "ზამენა"

Manchester United - Manchester City - Preview

როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს" ისე მის თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" ყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც მთავარია მომენტი შეუქმნა და მას გოლად აქცევს. "ალისფერი ეშმაკებიდან" ასეთი მოთამაშე არის ხავიერ ერნანდესი, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. "ცისფერებიდან" კი ასეთი მოთამაშე ედინ ჯეკოა, რომელმაც მართლაც კარგად ჩაატარა წინა სეზონი "სიტისთან" ერთად. ორივე ეს მოთამაშე გამოირჩევა იმით, რომ მათ რამდენი სათამაშო დროც არ უნდა მისცე, ხშირ შემთხვევაში მაინც შეუძლიათ გოლის გატანა. ამ მხრიც ჩიჩარიტომ წელსაც დაგვარწმუნა, როცა მან მეორე ტაიმში შემოსვლის შემდეგ სამი გოლი გაიტანა და მატჩი გადაარჩინა.მექსიკელი ხავიერ ერნანდისის ანგარიშზე მიმდინარე პრემიერ ლიგაში 8 ბურთი არის 15 მატჩიდან და ამ მატჩებიდან 9-ჯერ ის სათადარიგო სკამიდან შემოვიდა ხოლო რაც შეეხება ედინ ჯეკოს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 26 შეხვედრაში 12 ბურთია,ამ 26 შეხვედრიდან ის 13-ჯერ სათადარიგო სკამიდან შემოვიდა მოედანზე.დიდი შანსია, რომ ეს ორი ფეხბურთელი სათდარიგო სკამზე აღმოჩნდეს და თუ მატჩი უსახური გამოდგა ნამდვილად შემოვლენ და აი მაშინ დიდი შანსია იმის, რომ ყველაფერი შეიცვალოს...

რა დროს გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.

Manchester United - Manchester City - Preview

Manchester United - Manchester City - Preview

რა პოზიციიდან გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.

Manchester United - Manchester City - Preview

Manchester United - Manchester City - Preview

Head to Head

Manchester United - Manchester City - Preview

Last Five Matches

Manchester United - Manchester City - Preview

PROBABLE LINEUPS

Manchester United - Manchester City - Preview

Editor's Prediction

Manchester United - Manchester City - Preview


მატჩის წინ
43 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
6 აპრილი 2013 11:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნელ-ნელა ჩავამატებ კიდევ რაღაცაებს tongue აუცილებლად უნდა მოვიგოთ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Tsuki
6 აპრილი 2013 11:36
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
აი ნამდვილი პრევიუ საღოლ UTD-Rule :)
0
№3
ავტორი: I L C
6 აპრილი 2013 11:46
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ai rato miyvars es saiti
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: (((GGMU)))
6 აპრილი 2013 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Come One United gun2 manutd
0
№5
ავტორი: red devil
6 აპრილი 2013 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol magaria imedia cisfrebs orshabats moexazebat:
0
№6
ავტორი: love united
6 აპრილი 2013 11:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ დევიდ... wink ზეპრევიუა...როგორც ყოველთვის...
0
№7
ავტორი: Vodafone
6 აპრილი 2013 11:58
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ, მაგარი პრევიუა, თამაშს შეეფერება.
0
№8
ავტორი: Jubo
6 აპრილი 2013 12:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აი პრევიუუ 3d_5
Manchester Is Red და ეს ორშაბათს კიდევ ერთხელ დამტკიცდება! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: BERDI
6 აპრილი 2013 12:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
UTD-Rule,
მაგარია მგონი ამაზე კარგი პრევიუ არც არის wink უნდა მოვიგოტ აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Luka Gelashvili
6 აპრილი 2013 12:03
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ დავით ამომწურავია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top