თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:45
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 0
პეტერ შმეიხელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: პეტერ შმეიხელი
პეტერ შმეიხელი
დაიბადა 1963 წლის 18 ნოემბერს დანიის ქალაქ გლადსაქსეში.
დანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე პეტერ შმაიხელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1991 წლის ზაფხულში გადაიბირა "ბრონდბიუდან". ინგლისელებმა სკანდინავიელის სანაცვლოდ 350 ათასი გირვანქა გაიღეს. სერ ალექს ფერგიუსონმა ამ გარიგებას მოგვიანებით კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა...
ტანმაღალმა მეკარემ, რომელმაც კარიერის მანძილზე 11 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ერთხელ ქვეყნის პირველ გუნდში თამაშისას, "მანჩესტერ იუნაიტედში" 8 სეზონის განმავლობაში ითამაშა და ამ ხნის მანძილზე 398 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
1993 წელს, 26-წლიანი შესვენების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო. პეტერ შმაიხელმა იმ სეზონში პირველობის 22 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი!
1995 წელს, უეფა-ს თასზე ვოლგოგრადის "როტორთან" მატჩში პეტერ შმაიხელმა ბოლო წუთზე გაიტანა გოლი და კლუბი მარცხისგან იხსნა... 1992 და 1993 წლებში პეტერ შმაიხელი ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელა, 2001 წელს კი, სააგენტო "როიტერის" გამოკითხვით, გულშემატკივრებმა პეტერ შმაიხელი ყველა დროის უძლიერეს მეკარედ აღიარეს! 1999 წელს პრემიერლიგის, თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ შმაიხელმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და ლისაბონის "სპორტინგში" გადაბარგდა, სადაც პირველივე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...
შმაიხელი 1992 წლის ევროპის ჩემპიონია: იმ ტურნირის ნახევარფინალში, ჰოლანდიელებთან პენალტების სერიაში დანიელთა მეკარემ მარკო ვან ბასტენის დარტყმა მოიგერია - მას შემდეგ მარკო შმაიხელის საყვარელი ფეხბურთელია...
დანიის ნაკრების შემადგენლობაში შმაიხელმა ყველაზე მეტი, 129 შეხვედრა ჩაატარა. ის 30 თამაშში გუნდის კაპიტანი გახლდათ...
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ შმაიხელი სხვადასხვა არხებზე ტელეკომენტატორად მოღვაწეობს პრებენ ელკიაერ-ლარსენთან და ბრაიან ლაუდრუპთან ერთად...
პეტერ შმაიხელის ვაჟი კასპერი დღეს "მანჩესტერ სიტის" მეკარეა.

პეტერ ბოლესლავ შმაიხელი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994, 1996, 1997, 1999
ინგლისის თასი - 1994, 1996, 1999
ინგლისის ლიგის თასი - 1992
ინგლისის სუპერთასი - 1993, 1994, 1996, 1997
ჩემპიონთა თასი - 1999
საკონტინენტთაშორისო თასი - 1999
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top