თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2013, 21:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2892,
კომენტარები: 13
გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს
გარი: დროა ფეხზე წამოვდგეთ და ინგლისური ფეხბურთის სული და გული დავიცვათ.
გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს
„ევროპულ ჩემპიონატებთან არაერთი კარგი მოგონება მაკავშირებს. მათ შორისაა დრამატიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნის წინააღმდეგ, 1999-ში. კარგად დამამახსოვრდა რამდენიმე შესანიშნავი მომენტი 99-იანებიდან, „იუვენტუსთან“ ჩატარებული მატჩებიც.
მაგრამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მომენტები ახალგაზრდულ პერიოდთან მაკავშირებს. მახსოვს „გალათასარაისთან“ 18 წლის ასაკში ნათამაშები 18 წუთი, მახსოვს როგორ გამოვდიოდი ევროპის ყველაზე ბნელ, საზარელ ტუნელში პოლიციელების თანხლებით.
მახსოვს ჩემი დებიუტი „სპარტაკის“ წინააღმდეგ 17 წლის ასაკში, მახსოვს მოსკოვში ჩასული როგორ ვუყურებდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პენალტების სერიაში დამარცხებას. არ დამავიწყდება „ნოუ კამპზე“, „ბარსელონასთან“4-0 მარცხი. იმ ღამეს ხომ ნიკი ბატმა ითამაშა, პოლ სქოულზი კი ცვლილებაზე შევიდა.

გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს

დაუვიწყარი გაკვეთილი: ნევილმა ამ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. სურათზე რომარიოა, რომელმაც ახალგაზრდა გარის კარგი გაკვეთილი უჩვენა.

გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს

ეს კი აკადემიის აღზრდილი ძმების დაუვიწყარი ტრებლი 1999-ში, რომელზეც გარი საუბრობს.


წარსულის გახსენებისას ვხვდები, როგორი იღბლიანი ვყოფილვარ. პირველ რიგში, მე ვიმყოფებოდი კლუბში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდულ სისტემას აქცევდა. ასევე, მე ვისარგებლე უეფას იმდროინდელი რამდენიმე წესით.
მაშინ კლუბს ევროპულ ჩემპიონატზე არ შეეძლო, რომ ოთხზე მეტი უცხოელი ფეხბურთელი ეთამაშებინა. ირლანდიელი, შოტლანდიელი და უელსელი მოთამაშეებიც „იუნაიტედისთვის“ უცხოელებად ითვლებოდნენ. სწორედ ამიტომ, პიტერ შმეიხელმა „ბარსელონასთან“ მატჩს ტრიბუნებიდან უყურა. ალბათ, მსგავს გამოცდილებას ვერ მივიღებდი რომ არა უეფას ასეთი წესები.
ეს კანონები ახლა გაუქმებულია და ფეხბურთელებს ნებისმიერი ევროპული საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ. მაგრამ ამავდროულად ვხედავ, თუ როგორი ტემპით ვითარდება ინგლისური ფეხბურთი - უფრო და უფრო მეტი მწვრთნელები, მსაჯები, კლუბის მფლობელები და სკაუტები იყრიან თავს ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ დროა, რომ ფეხზე წამოვდგეთ და ინგლისური ფეხბურთის სული და გული დავიცვათ.

ჩვენს გლობალიზებულ პრემიერ ლიგაში მე ყოველთვის მცველი ვიყავი. ქვეყანაში უცხოელი ბიზნესმენები უდიდეს ინვესტიციებს დებენ უცხოეთიდან ტოპ ფეხბურთელების ჩამოსაყვანად, ეს მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. უცხოელმა მწვრთნელებმა მოგვაწოდეს ახალი იდეები და კიდევ უფრო გაგვავითარეს, მაგრამ ამ საკითხშიც ბალანსის დაცვაა საჭირო.
ფრენკ არნისენი, რომელიც იყო „ჩელსის“ სპორტული დირექტირი (2005-2010) და ვალდებულება ჰქონდა კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენის, წინა კვირაში ინტერვიუში განაცხადა: „ჩელსიში“ ფანტასტიური ახალგაზრდები გვყავდნენ, ჩვენ მათ საუცხოოდ ვზრდიდით, მაგრამ ყოველ მათგანს შანსი სჭირდებოდა თავის გამოჩენისთვის. მათ ეს შანსები არ ეძლეოდათ და იკარგებოდნენ. ინგლისური ფეხბურთის მწვრთნელები რთულ სიტუაციაში არიან, რადგან ორი-სამი მატჩის წაგებაც ბედს უწყვიტავთ, ამიტომ არ არის მათთვის მარტივი მოედანზე გამოუცდელი ფეხბურთელის გამოყვანა.“
გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს

ფრენკ არნისენი ამტკიცებს, რომ ნიჭიერ ინგლისელებს განვითარების საშუალება არასოდეს ეძლეოდათ უცხოეთიდან ჩამოსული გამოცდილი ფეხბურთელების დომინირების ფონზე.


მაგალითისთვის, ახალგაზრდა ინგლისელი ჯოშ მაკკერანი ფრენკის სისტემისაშია აღზრდილი. ის ახლა იჯარით „მიდლსბროშია“ გადასული. ამ კვირაში მან განაცხადა: „17 წლის ასაკში „ჩელსიში“ ვთამაშობდი და ვპროგრესირებდი, მაგრამ შემდეგ შემაცდინეს. ამ კლუბში მწვრთნელისგან უდიდესი ნდობა უნდა გქონდეს მოპოვებული, რომ შანსის მიღება შეძლო. მე ეს შანსები ვერ მივიღე.“

ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისელ მოთამაშეებს კონკურენცია სჭირდებათ ევროპის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებთან. რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი ნებისმიერ გარემოს შეეგუებოდნენ. მაგრამ რა უნდა მოუხერხდეს მაგალითად ჩემს მსგავს მოთამაშეებს? ან თუნდაც ჩემი ძმის ან ნიკი ბატის სახის ახალგაზრდებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც აქვთ კარგი შესაძლებლობები, აუცილებლად უნდა ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში ტოპ კლასის ფეხბურთელების გვერდით. ასე მათი განვითარების დონეც გაიზრდება და შანსებიც მიეცემათ.
მაგალითისთვის ავიღოთ „ბარსელონას“ დღევანდელი შემადგენლობა: მესი, ხავი ინიესტა და მათთან ერთად მოთამაშე პედრო, ბუსკეტსი, პიკე.
ეს ფეხბურთელები მსოფლიოს კლასის მოთამაშეებად ითვლებიან იმიტომ, რომ გვარდიოლას მათი სჯეროდა და აძლევდა შანსებს. რამდენიმე წლის წინ მესმოდა კრიტიკა ჯონი ევანსის მიმართ, თითქოს მას „იუნაიტედში“ მომავალი არ ჰქონდა, ანალოგიური ხდებოდა ტომ ქლევერლიზე და დანი უელბეკზე. მათ მიეცათ შანსი „რეალთან“ მატჩში. ამან დასაწყისისთვის შესაძლოა არც ისე კარგი შედეგი მოიტანოს, მაგრამ მწვრთნელის მიერ მათში ინვესტიციის სახით ჩადებული დრო აუცილებლად გამოჩნდება.

რა თქმა უნდა, სხვა კლუბების მსგავსად „მანჩესტერ იუნაიტედიც“ მილიონებს ხარჯავს უცხოელი ფეხბურთელების გადაბირებაზე. კლუბს ორივეს გაკეთება სჭირდება (უცხოელების გადაყვანაც და ინგლსიელების აღზრდაც). მაგრამ რამდენი ბრიტანული კლუბი ზრუნავს უცხოელების შეძენასთან ერთად ფეხბურთელების აღზრდაზეც?

ამის გაკეთება „ჩელსის“ მწვრთნელებს არ შეუძლიათ, რადგან მათ მხოლოდ ექვსი თვე აქვთ რადგან იციან, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში სამუშაოს დაკარგავენ. ვნახოთ რას იზამს „მანჩესტერ სიტი“ ამ ზაფხულში, მათ დირექტორს ისეთი აკადემიის შექმნა აქვს განზრახული, როგორიც „ბარსელონაშია.“

არსენ ვენგერი დიდ რისკებზე მიდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მუშაობისას, მაგრამ მათი უმეტესობაც საზღვარგარეთიდანაა შემოსული. მათი აღზრდილი მოთამაშეებიდან, მხოლოდ ჯეკ უილშერი და გიბსი თამაშობენ „არსენალში“ სკოლიდან მოყოლებული.

ალბათ ვენგერმა დიდი დარტყმა მიიღო ცესკ ფაბრეგასის და სამირ ნასრის კლუბიდან წასვლის შემდეგ. მისი თქმით, ჯეკ უილშერის მსგავსი მოთამაშეებისთვის ნდობა უფრო ადვილია. ჯეკს ხომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი „არსენალში“ აქვს გატარებული.

„მილანის“ 90-იანი წლები. მათ ჰყავდათ სუპერვარსკვლავები როგორებიც იყვნენ ფრენკ რაიკაარდი, რუდ გილიტი და ვან ბასტენი. მაგრამ კლუბის გული იყო პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფრანკო ბარესი და დემეტრიო ალბერტინი.
გარი ნევილის ღია წერილი და მიმართვა ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლებს


გადახედეთ ევროპის ყველაზე ცნობილ ლიგებს. „ბარსელონას“ 22 ფეხბურთელიდან 15 ესპანელია, ეს მაჩვენებელი 68 პროცენტამდე აღწევს. „იუვენტუსის“ 63% ფეხბურთელებისა იტალიელია, „იუნაიტედის“ 52% ბრიტანელი, „ბაიერნის“ კი 45%.

პრემიერ ლიგაში განაცხადში მყოფ ფეხბურთელთა რაოდენობა კანონით უკვე 25-მდეა გაზრდილი. ეს არის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი და გზა, რადგან ბრიტანულ ფეხბურთს ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ კანონით და მონდომებით შეუძლია.

და ალბათ, კლუბები უნდა მიხვდნენ, რომ ინგლისური ფეხბურთის და ფეხბურთელების დაცვა და განვითარება მათსავე ინტერესებში შედის, რადგან ისინი მალე დაინახავენ, თუ რა შედეგს მოიტანს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შესაბამისი პირობების უქონლობა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
5 აპრილი 2013 20:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საინტერესოა, წაიკითხეთ.
საპირისპირო პრობლემაა საქართველოში, ლეგიონერებითაა გატენილი უმაღლესი ლიგა
ინგლისში იუნაიტედის და არსენალის ახალგაზრდულ სისტემას დანარჩენმა კლუბებმაც უნდა მიბაძონ. კარგია სიტი მართლა თუ გააკეთებს აკადემიას მარა აი ჩელსიში მოთამაშე ჩელსისივე აღზრდილი ფეხბურთელი მე ვერ წარმომიდგენია აბრამოვიჩის ხელში..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2013 20:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ჯუბო ძმა ხარ...უცხოურ რუსულ საიტებზე ვაბშე აღარ დებენ სიახლეებს რო დავწერო და ნერვები მეშლება

...RooNeY...FaN...,
ყველაფერში გეთანხმები...ქვეყანამ პირველ რიგში თავისი ფეხბურთელების აღზრდაზე უნდა იფიქროს...ისე ინგლისში ასე სულ რამოდენიმე კლუბი აკეთებს და საქართველოს რაღა უნდა მოსთხოვო..
0
№3
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 20:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
...RooNeY...FaN...
საქართველოს ჩემპიონატია გატენილი ლეგიონერებით?.. no პირიქით მგონია მე...

ისე ჩვენც პოგბა-მორისონი სწორედ იმიტომ დავკარგეთ,რომ არ ენდობოდა ბაბუ და არ ათამაშებდა...ნუ ორივეს თავში ჰქონდა ავარდნილი,მაგრამ...ამიტომ მინდა პაუელს მიეცეს ხოლმე სათამაშო დრო,მითუმეტეს ახლა მშვენიერი შესაძლებლობა გვაქს...
0
№4
ავტორი: Jubo
5 აპრილი 2013 21:11
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
love united,
ისეთი დონის ლიგისთვის და ისეთი დონის კლუბებისთვის როგორიც ჩვენ გვყავს ბევრნი არიან. აქედან წასული და საზღვარგარეთ გაბრწყინებული ფეხბურთელების ფონზე კიდეუფრო დიდ პრობლემად მეჩვენება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2013 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
არსენალი უფრო ფრანგებს აწვება.

ასტონ ვილას და ტოტენჰემს ეზრდება კარგი ბრიტანელი ფეხბურთელები
0
№6
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 21:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
...RooNeY...FaN...
ხო აქედან წასული და გაბრწყინებული ძნელად მაგონდება,ძალიან ცოტა არიან...
0
№7
ავტორი: Red Hooligan
5 აპრილი 2013 22:04
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
love united,
კი ბევრნი არიან. არადა ჩვენ გვყავს კარგი თაობა და ამ ლეგიონერებით ტენიან გუნდებს. ეს მენტალიტეტი აქვთ: თუ ლეგიონერია მაგრად უნდა თამაშობდესო. დინამოში ეგრეა და ვისაც არ ყავს ბევრი ან თუნდაც 1 ლეგიონერი უბრალოდ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ თორე დიდი სიამოვნებით შეიძენდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: M . U . F . C
5 აპრილი 2013 22:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
საღოლ ავტორ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№9
ავტორი: red devil
5 აპრილი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
...RooNeY...FaN...,
martali xar zestas tamashze rac moxda magas 10 wlis bavshvic ar gaaketebda ra unda im zangs dziritadshi?
0
№10
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 23:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Red Hooligan
ეგ ხო,ოღონდ უცხოელი ჩამოიყვანონ და დალშე კიდიათ...გონიათ, რომ ყველა ევროპელი კარგად თამაშობს...მაგრამ გატენილი ნაღდად არ არის ჩემპიონატი...დინამოში არის დაახლოებით 5-6 კაცი,ზესტაფონში 4,დილაში 3 არის თუ არ ვცდები,დანარჩენი გუნდებიდან ჰა-ჰა სულ 4 კაცი...ზუსტად არ ვიცი რა ვითარებაა მაგ მხრივ,ამიტომ შეიძლება ვცდებოდე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top