თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2013, 16:00
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2267,
კომენტარები: 8
სერ ალექსი "სიტისთან" მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის წინ წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
სერ ალექსი
ტრავმირებულთა სიტუაცია


სერ ალექსი გვამცნობს, რომ უეინ რუნიმ და რაფაელმა ვარჯიში დაიწყეს:"რუნიმ და რაფაელმა ვარჯიში ამ დილით დაიწყეს. ვიმედოვნებ, რომ ორშაბათისთვის ისინი უკვე მზად იქნებიან. ჯონი ევანსმა და ნემანია ვიდიჩმა გამოტოვეს დღეს ვარჯიში და ვიმედოვნებ, რომ ისინი ვარჯიშს მალე დაიწყებენ. ჩვენ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ ფეხბურთელები მწყობრში ჩავაყენოთ ორშაბათამდე." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

დერბი


"მანჩესტერული დერბი ძალიან განსხვავდება, ადრეული დერბისგან. ჩვენ ამ შერკინებებს უნდა შევეჩვიოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორშაბათს გამარჯვება. ეს მატჩი, როგორც ჩვენთვის ასევე "სიტისთვის" ძალიან პრინციპულია. მათ ძალიან სურთ ჩვენს მინდორზე გამარჯვების მოპოვება. მე ჩემს მოთამაშეებში დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ."

გუნდი


"უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, რადგან 30 მატჩიდან 25-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს. ეს წარმოუდენელია. ამ სეზონში ჩვენ კარგად ვისწავლეთ ფეხბურთელებთან მიდგომა, რომლებიც ტიტულებამდე მიგვიყვანენ. არ მადარდებს, თუ რას ამბობენ ჩვენზე კლუბის კედლებს გარეთ. ყველაზე მთავარია, ის თუ რა ხდება ჩვენს კლუბში. კლუბის ხელმძღვანელობა და დამხმარე პერსონალი ყველაფერს ცდილობს, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს."

რობინ ვან პერსი


სერ ალექსი თვლის, რომ ჰოლანდიელ ფორვარდს "უგოლობა" დაემართა და განაცხადა:"ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ რობინს, რადგან ჩვენ მასზე ბევრი რამ არ ვიცით, როგორი ხასიათის მატჩები ჩაატარა მან წინა სეზონში. არამგონია "არსენალში" მას ასეთი დატვირთული სეზონი ჰქონოდეს, ასე რომ ჩვენ მასზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ."

საკუთარი გამოცდილება


სერ ალექსი თვლის, რომ იცის თუ რა უნდა უთხრას ფორვარდებს ასეთ შემთხვევაში:"პირადად მე უგოლობა არასდროს დამმართვია (იცინის). ერთხელ მახსოვს, რომ სეზონის დასაწყისში მუხლის ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ოქტომბრამდე გოლის გატანა ვერ მოვახერხე. მაგრამ ის სეზონი 30 გატანილი ბურთით დავასრულე!"

"ამ დროს თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენის თავის იმედი. მამაჩემი მეუბნეოდა, რომ ნებისმიერ მომენტში მე უნდა მიმეღო სწორი გადაწყვეტილება. იგივეს ვეუბნევი ჩემს ფორვარდებსაც:"დარწმუნდით, რომ თქვენი დარტყმული ბურთი ბადეში აღმოჩნდება." თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ, რომ მეკარემ შესანიშნავი სეივი გააკეთა. თუ ვერ მოახერხებთ ბევრი მომენტის რეალიზებას, მაშინ დიდ კრიტიკას დაიმსახურებთ."



წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 16:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩარ ლადო...მაგრად მინდა პაუელმა ითამაშოს დერბიში... wink love
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
5 აპრილი 2013 16:02
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლადო
მაგარი საინტერესოა ბოლო განსაკუთრებით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2013 16:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
TrueDeviL ,
გაიხარეთ ბრატცი.... რაღაც არამგონია პაუელს დერბიში თამაშის ნება დართოს...ერთი ვიცი რო გადაუვლით მაგ "ცისფერებს"
0
№4
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 16:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lado Ghonghadze
ხო,არადა რა მაგრად გაასწორებს...რამხელა გამოცდილებას მიიღებს...
0
№5
ავტორი: RoBIn Van Perse
5 აპრილი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
dzan magari xar fergiii..chemi babuaaaaaaaaaaaaa fellow
0
№6
ავტორი: UTD-Rule
5 აპრილი 2013 17:16
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუცილებლად უნდა მოვიგოთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Jubo
5 აპრილი 2013 18:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგია რუნის და რაფას ველოდები 8-ში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 23:59
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ImediA rooney cud forrmashi ariqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top