უცხოური გაზეთები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ეშმაკები" სერიოზულად ინტერესდებიან მატიჩის ყიდვით. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ "იუანიტედმა" ოფიციალურად მიმართა "ბენფიკას".
მატიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს პორტუგალიაში და არის მიჩნეული როგორც ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი მთელს ევროპაში.
როგორც A Bola იტყობინება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა შოკირებულია, რადგან პორტუგალიელებმა მატიჩის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი მოითხოვეს.