თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2013, 08:06
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2652,
კომენტარები: 7
ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი
5 რამ, რაც ამ თამაშიდან უნდა ვისწავლოთ
ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი
დემბა ბას მშვენიერმა გოლმა "ჩელსი" FA CUP_ის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. გუშინდელ მატჩში თავის თამაშს ვერ თამაშობდა "მანჩესტერ იუნაიტედი". შესაძლებელი იყო თამაში დამატებით დროშიც გადასულიყო, რომ არა პიტერ ჩეხი. ჩეხმა მეკარემ ხავიერ ერნანდესს არარეალური ბურთი აუღო, სწორედ სეივიდან 12 წუთში გაიტანა დემბა ბამ.

1) ჩეხი ისევ ძველებურად თამაშობს

ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი


ჟურნალები უკვე საუბრობდნენ, რომ "ჩელსის" მეკარე პიტერ ჩეხი თავის სამუშაოს კარგად ვერ ასრულებდა. თუმცა გუშინდელ მატჩში გამოჩნდა, თუ რამხელა ძალაა ჩეხი "არისტოკრატებისთვის".

ჩეხმა გუშინ არარეალური ბურთი გამოაძვრინა, მას შემდეგ რაც მას ჩიჩარიტომ დაურტყა. დაუჯერებელი ის გახლავთ, რომ პიტერმა ეს ერთი ხელით შეძლო.

30 წლის მეკარე "სტემფორდ ბრიჯზე" 2004 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან 8 მენეჯერი გამოიცვალა, თუმცა სტაბილურად იდგა ძირითად შემადგენლობაში. "ჩელსის" კიდევ ერთი მაღალი დონის მეკარე კურტუა ჰყავს, რომელიც "ატლეტიკოში" არის განათხოვრებული. სავარაუდოდ მას ესპანეთში ყოფნა დიდხანს მოუწევს.


2) ნანი ამ ზაფხულს უნდა გაიყიდოს


ნანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა მთელს პრემიერ ლიგაში. მან თავისი არასტაბილურობით უკვე დაგვამახსოვრა თავი. კარგად ჩატარებულ მატჩს ყოველთვის მოჰყვება ცუდად თამაში, რაც მის ძირითადში ყოფნას გამორიცხავს.

გუშინდელ მატჩში პირველი 30 წუთი საცოდავად იყო "სტემფორდ ბრიჯზე". ამის შემდეგ ორი ფინტი შემოგვთავაზა, რასაც კარგი არაფერი მოჰყვა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წუთში კი სერ ალექსმა იგი შეცვალა. სავარაუდოდ "მანჩესტერ იუანიტედი" პორტუგალიელს ამ ზაფხულს გაყიდის.


3) დემბა ბა- "ჩელსის" საუკეთესო ფსონი.

ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი


არანაირი კითხვები არ დარჩა იმის შესახებ თუ ვინ არის საუკეთესო თავდასხმელი "ჩელსის" შემადგენლობაში. გუშინდელ მატჩში საუცხოო თამაში აჩვენა დემბა ბამ. ხუან მატას პასის შემდეგ შეძლო და ბურთი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის ბადეში მოათავსა.

"ნიუკასლში" სისეს მოსვლის შემდეგ დემბა ბა კარგ თამაშს ვეღარ აჩვენებდა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ უკანა პლანზე გადაიწია. "ჩელსის" მთავარი დასაყრდენი პრემიერ ლიგაზე სავარაუდოდ დემბა ბა უნდა იყოს.

გაგრძელება იქნება
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ReCoVeR1
2 აპრილი 2013 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კარგი ახალგაზრდა ნიჭიერი ვინგერი გვჭირდება smile ზაჰას იმედი რატომგაც არ მაქვს. აზარისნაირი გვინდა ვინმე : ისკო ან როდრიგესი
0
№2
ავტორი: gilmour
2 აპრილი 2013 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რეალურად 3 რამ ვისწავლთ:))) მე ის ვისწავლე ამ თამაშიდან რომ შემდეგ სეზონამდე მოგვიწევს უსაქმოდ ყოფნა
0
№3
ავტორი: UTD-Rule
2 აპრილი 2013 14:52
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე ის ვისწავლე,რომ მატა ესპანეთის ნაკრებში უნდა გამოიძახონ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: ლადო
2 აპრილი 2013 15:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მატამ და აზარმა ჩეხთან და რამირესთან ერთად საუკეთესო მატჩი ჩაატრაეს
0
№5
ავტორი: berba)))
2 აპრილი 2013 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მე ამ თამაშით ის დავინახე რომ, ტრანსფერეფში მეტი ფული უნდა დაიხარჯოს და არა ახალგაზრდების ვზარდოთ)))
0
№6
ავტორი: Lev
2 აპრილი 2013 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
berba))), 100 % ძმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ReCoVeR1,
Armesmis sheni zahas imedi rogorar unda gqondes, aramgoniamagis tamashi gqondes nanaxxi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top