თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2013, 07:32
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2262,
კომენტარები: 8
როგორ დაამარცხა "ჩელისიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი"
საკმაოდ მოსაწყენ მატჩში გაიმარჯვა იმან, ვინც უფრო კარგად მოემზადა...
როგორ დაამარცხა
ამ სტატიით მინდა წარმოგიდგინოთ გუშინდელი მატჩის გადამწყვეტი ფაქტორები, თუ როგორ მოახერხა რაფაელ ბენიტესმა "წითელი ეშმაკუნების" დამარცხება...

ფერგიუსონმა არასწორი შემადგენლობა აირჩია


მოდით თავიდან ვუყუროთ მატჩს და მივხვდებით, რომ უამრავი მიზეზია იმისა თუ რატომ წააგო "იუნაიტედმა", მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა არასწორი შემადგენლობა აირჩია. შაბათს ყველას ეგონა, რომ ფერგიუსონი "სანდერლენდთან" მეორე შემადგენლობით ითამაშებდა, მაგრამ მეორე შემადგენლობა რაც არუნდა გასაკვირი იყოს "ჩელსისთან" ვიხილეთ. კლევერლი და ნანი ფლანგებზე, ჩიჩარიტო - თავდასხმის წინა ფრონტზე, სმოლინგი კი დაცვის ცენტრში. ძალიან უცნაურია, მაგრამ შესაძლოა ეს გადაწყობები რაფაელის მცირედმა ტრავმამაც გამოიწვია და ვალენსიას დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოუწია დგომა.

ბენიტესმა კი ყველაფერი პირიქით გააკეთა:დააყენა მეორე შემადგენლობა "საუთჰემპტონთან" და ის მატჩი წააგო, ხოლო "იუნაიტედთან" მინდორზე მხოლოდ საუკეთესოები გამოუშვა და მოიგო.

"იუნაიტედის" პრობლემაა, არ დაკარგოს აქტუალურობა.


"იუნაიტედი" სულ მალე აიღებს თავის სანატრელ მეოცე ტიტულს და ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რომან მუნმა, რომელიც აცხადებს, რომ "იუნაიტედს" ჭირს ერთი უცნაური პრობლემა და მან თავი ისევ გამოიჩინა. ფერგისონმა ნახევარდაცვის ცენტრში აირჩია კერიკისა და ჯონსის დუეტი, რასთანაც არანაირი პრეტენზიაა. კერიკმა თავდასხმა უნდა მოამარაგოს პასებით, ხოლო ჯონსმა დაცვაში უნდა ითამაშოს დაზღვევაზე, მაგრამ მათთვის ყველაზე რთული ობი მიკელთან და რამირესთან ბრძოლა აღმოჩნდა.

იქიდან რაც გამოვიდა ყველამ დაინახეთ. "ჩელსი" არ იყო ამ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მათ მოახერხეს "იუნაიტედის" ბევრი შეტევის ჩაშლა და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა. "როდისღა შეიძენს ფერგიუსონი კაბაის, რამირესს, იაია ტურეს ან კიდევ მუსა სისოკოს?" - ეს კითხვა უკვე ყველას უჩნდება, რადგან "იუნაიტედს" ამ ბოლო პერიოდში პრობლემები ექმნება. ეს პრობლემები ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ სწორედ იქ გამოჩნდა სადაც არ უნდა გამოჩენილიყო.

რამირესი ძალიან კარგია


ამას ყველგან გაიგებდით და ნახავდით, რომ წელს "ჩესლის" ფეხბურთელები მართლაც ვერ აჩვენებენ კარგ ფერხბურთს, მაგრამ ამის თქმა შეუძლებელია რამირესზე. ამ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს: უხეშად ბურთის წართმევა, კარში დარტყმა, ფინტების გაკეთების უნარი, კარგი დრიბლინდი, ასევე მას შეუძლია ნებისმიერი დისტანციიდან დარტყმა და ძალიან სწრაფად გაქცევა. სწორედ მის გარშემო უნდა აშენდეს "ჩელსი".

"ჩელსი"


მიმდინარე სეზონი "ჩელსისთვის" ცოტა არ იყოს უცნაური გამოდგა, რადგან კლუბს საკმაოდ ჰქონდა ჩავარდნები და კულმინაციის მომენტი მათ ისე მოუახლოვდათ ვერც კი გაიგეს. ახლო მომავალში ყველაფერს გაეცემა პასუხი, იმაზე შეძლებს თუ არა რაფა ბენიტესი "ჩელსის" წინ წაყვანას.

სეზონის პირველი ეტაპი ბენიტესისთვის კოშმარული აღმოჩნდა. ახლა კი ლონდონელებმა ბრძოლა წააგეს "საუთჰემპტონთან" მაგრამ საბოლოოდ "იუნაიტედს" მოუგეს ფა თასზე, ასე რომ ისინი ისე ორ ტურნირზე ასპარეზობენ. შემდეგ ეტაპზე "ჩელსის" ევროპის ლიგაზე სათამაშებელი აქვს "რუბინთან" მატჩი, ფა თასზე კი "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო პრემიერ-ლიგაში "ლივერპულთან" "ტოტენჰემთან" და "იუნაიტედთან", ამასთანავე ლურჯებს აქვთ მიზანი, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ, რისი გაკეთებაც ამ მატჩების შემდეგ ძალიან რთულია. მოდით დაველოდოთ დროს და ყველაფერს ის გვიჩვენებს.

მოულოდნელი სარგებელი რაფაელ ბენიტესისგან


"ჩესლის" გულშემატკივარს ძალიან ბევრ რამეზე შეუძლია რაფაელ ბენიტესის დადანაშაულება. მაგრამ ასევე მადლობა უნდა გადაუხადონ, იმაზე თუ რა გაუკეთა მან ტორესს. ყველას ეგონა, რომ 50 მილიონად შეფასებულ ესპანელს ბენიტესი აათამაშებდა, მაგრამ სულ უფრო ხშირად რაფა სათადარიგოთა სკამზე ტოვებს ტორესს და მის ნაცვლად დემბა ბას ათამაშებს, გადამწყვეტ მატჩებში. შესაძლოა ბენიტესმა მიახვედროს "ჩელსის" ხელმძღვანელობა იმაში, რომ ტორესი სამშობლოში დააბრუნონ და იქიდან ფალკაო შეიძინონ ან დააბრუნონ ლუკაკუ, რომელიც "ვესთ ბრომიჩის" ლიდერად ყალიბდება.


ავტორი ლადო ღონღაძე
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
2 აპრილი 2013 07:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შეცდოები მექნება, მაგრამ არ მიჭყინოთ დილაა და მეზინება ჯერ კიდევ....აი ეს მინდოდა დამეწერა ამ მატჩზე, ყველაზე დიდ პრობლემად კი შემადგენლობის არასწორად არჩევადა მატჩისთვის ცუდად მიდგომა გახდა გადამწყვეტი cerealguy2
0
№2
ავტორი: Beckham 7
2 აპრილი 2013 07:42
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ლადო :დ

იმ ნახევარდაცვას რა ვუთხარი მე რამირესი და ობი მიკელი რო გაჯობებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: ლადო
2 აპრილი 2013 07:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
WaZza 10,
აბააა.... crying კიდე ნერვებს ვერ ვიოკებ როგორ წავაგეთ, ერთი რელური მომენტიც კი ვერ შევქმენით ბლიინ
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
2 აპრილი 2013 07:51
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლადო ))
რით ვერ ეყო ბაბუს ეს ექსპერიმენტები ან რაღა ჩელსისთან მოუნდა what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: love united
2 აპრილი 2013 14:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ექსპერიმენტული შემადგენლობარომ გამოიყვანა ის გამიტყდა ყველაზე მეტად...მაგრამ არაუშავს,რას ვიზამთ...
0
№6
ავტორი: UTD-Rule
2 აპრილი 2013 14:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აღარ მინდა გუშინდელი მატჩის გახსენება likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: sHumaHer
2 აპრილი 2013 16:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
კაი სიახლეა
0
№8
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Saghol lado lukaku martla magaria
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top