თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2013, 21:05
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 6
სმოლინგი "დერბიზეა" კონცენტრირებული
სმოლინგი: "იმედგაცრუებულები ვართ, ეს დღე მალე უნდა დავივიწყოთ და გულშემატკივარს მომავალ სამშაბათს კარგი თამაში ვუჩვენოთ."
სმოლინგი
კრის სმოლინგმა „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კოცენტრაცია ახლა მომავალ კვირაში გასამართ „დერბიზე“ უნდა მოახდინოს და გულშემატკივარს იმედგაცრუება სასურველი შედეგის მიღწევით გაუქროს.
“ამ იმედგაცურების გადასაწურავად რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რადგან წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ჩვენ მათ მოგებას ვაპირებთ. პირველ რიგში, კარგი შეხვედრა გველოდება მომავალ ორშაბათს. ჩვენ გვჭირდება დარწმუნება იმაში, რომ ამ ტიტულის მოგებისთვის ყველანი გაერთიანებულები ვართ.
ჩვენი გულშემატკივრები ჩვენს უკან იქნებიან და აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ მათ კარგ თამაშს ვუჩვენებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ, რადგან დღევანდელი მეორე ტაიმი არც ისე კარგად ჩავატარეთ.“

სმოლინგმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრა და წაგების მიზეზად მეორე ტაიმში დაკარგული ფორმა დაასახელა. მან ფეხბურთელების იმედგაცრუებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და მოთამაშეებს ამ დღის დამახსოვრებისკენ მოუწოდა.
“გასახდელში ყველა იმედგაცრუებული იყო. ვფიქრობ, პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ და მოწოდების სიმაღლეზეც ვიყავით, კარგი თამაში ვაჩვენეთ და სწორედ იმის გამო ვართ იმედგაცრუებულები, რომ ანალოგიურის გაკეთება მეორე ტაიმში ვეღარ მოვახერხეთ.
იმედი გვქონდა, რომ გოლს გავიტანდით და პირველი ნახევრის ფორმას დავიბრუნებდით, მაგრამ მათ საპასუხოდ ბევრი მომენტი შეგვიქმნეს.
ახლა საჭიროა ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნება და ამ დღის სამომავლოდ დამახსოვრება, რომ ანალოგიური მომავალ სეზონშიც არ გავიმეოროთ.“
- განაცხადა სმოლინგმა MUTV-სთან საუბრისას.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
1 აპრილი 2013 21:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ასე თუ იქნებიან კონცენტრირებულნი როგორც ჩელსისთან იყვნენ ბევრს მიაღწევენ....


პ.ს საღოლ ჯუბო..
0
№2
ავტორი: love united
1 აპრილი 2013 21:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს კაცი ცენტრში კარგად დგას,მე მომწონს...ფლანგზე კაპიკად არ ვარგა...ისე დღეს მარტო საწყის 30 წუთს ვუყურე და ველბეკი მაგარი იყო... wink მაგრად დარბის...
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
1 აპრილი 2013 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სიტის მოუგეთ, მოუგეთ კიარა გაანადგურეთ. მაგათი სინსილა უნდა გაწყდეს წელს.ამით კი ნამდვილად გამოასწორებთ ჩადენილს
0
№4
ავტორი: Zizou
1 აპრილი 2013 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
love united,
პირველ ტაიმში მართლა ძალიან მაგარი იყო,კოული გააწამა wink მეორე ტაიმში აღარ ჩანდა. მაგრამ ამის დონეზე მაინც 1-1 საუკეთესო იყო დღეს
0
№5
ავტორი: UTD-Rule
1 აპრილი 2013 22:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დღეს მაინც კარგრად ითამაშა სმოლინგმა ჩემი აზრით likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:13
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Auu shitys movugot ra uechveli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top