31-03-2013, 22:16
ნანახია: 1806,
კომენტარები: 9
სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი
5 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ...
ეს იყო შეხვედრა,სადაც მანჩესტერ იუნაიტედს ბევრი,რამ ჰქონდა დასამტკიცებელი.ერთ-ერთი მათგანი კი სანდერლენდის ფანებისადმი შურისძიება იყო,ხოლო მეორე ის კი,რომ თუ იუნაიტედი ამ შეხვედრას მოიგებდა მაშინ ის გახდებოდა პირველი კლუბი პრემიერ ლიგაში,რომელმაც 30 შეხვედრიდან 25 შეხვედრის მოგებას მოახერხებდა და ეს ასეც მოხდა.მატჩი მანჩესტერელთა კარნახით მიდიოდა,რასაც ვან პერსის დარტყმულის შემდეგ ერთ-ერთ სანდერლენდელს მუხლზე მოხვდა და გოლიც გავიდა.ამის შემდეგ იყო მომენტებიც,მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და მანჩესტერმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჭი გადადგა სანატრელი მეოცე პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ტიტულისაკენ.
1.იუნაიტედს ამ მომენტისათვის ჰყავს 2 კარგი შემადგენლობა...
სანდერლენდთან შეხვედრაში მანჩესტერი უნაიტედის შემადგენლობა ასე თუ ისე გადახალისებული იყო.ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა კრის სმოლინგი,ალექსანდრ ბიუნტნერი და ოლივეირა ანდერსონი,რომელთან იშვიათად ეძლევათ ხოლმე შანსი ძირითად შემადგენლობაში თამაშისა.როგორც შეხვედრის მიმდინარეობამ გვიჩვენა სამივე ზემოდხსენებული ფეხბურთელი ჩინებულად ირჯებოდა მოედანზე.ასევე საინტერესო იყო თუ როგორ ითამაშებდნენ ფლანგებზე ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია,რომლებიც ამ სეზონში თავიანთი ფორმიდან შორს არიან.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ რუნი და ჩიჩარიტო საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდნენ,რაც ალბათ იმის მანიშნებელია,რომ სერ ალექს ფერგიუსონმა შემადგენლობა გადაახალისა,იმიტომ რომ ორშაბათს პრინციპული შეხვედრა აქვს ლონდონის ჩელსისთან “FA CUP“-ზე.
2.უბრალოდ მაიკლ კერიკი...
ამ სეზონში არა ერთხელ დამტკიცდა,რომ მაიკლ კერიკი არის შესანიშნავ ფორმაში,რაც ამ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა.ამ სეზონში ინგლისელ ნახევარმცველს ყველაფერი ისე მისდის,როგორც საჭიროა და ეს რაღა თქმა უნდა კლუბის თამაშის ხარისხზე აისახა.ამ შეხვედრაშიც მაიკლ კერიკი ბრწყინვალე იყო ნახევარდაცვის ცენტრში და სწორედ ამიტომაც იუნაიტედმა მეტოქეს ცენტრი მთლიანად წაართვა,რაშიც ლომის წვლილი კერიკს მიუძღვის.მაიკლმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა მასტერ-კლასის გაკვეთილები,თუ როგორ უნდა ითამაშო ნახევარდაცვაში.მართლაც,რომ ის თავისი ფორმის პიკში იმყოფება,ხოლო მისი ასეთი ფორმა კი მისი ინგლისის ნაკრებში გამოძახებით გაგრძელდა,სადაც მან მონტენეგროსთან ითამაშა და ძალიან კარგადაც.სანდერლენდთან წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამ,სადაც კერიკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,მიგვანიშნა იმაზე,რომ ორშაბათს გასამართ შეხვედრაში ინგლისელი ნახევარმცველი აუცილებლად იქნება მანჩესტერის სასტარტო შემადგენლობაში,ხოლო ვინ იქნება მისი მეწყვილე ჯერ კიდევ გასარკვევია.შესაძლოა,ეს ვეტერანი და უბერებელი რაიან გიგზი იყოს ან ახალგაზრდა ინგლისელი ტომ კლევერლი,ან სულაც სერ ალექსმა იგივე ნახევარდაცვა დააყენოს,რაც სანდერლენდთან და მაიკლ კერიკს ოლივეირა ანდერსონი შეუწყვილოს.
3.ალექს ბიუნტნერი და კრის სმოლინგი მანჩესტერ იუნაიტედის მომავალია...
ვერავინ წარმოიდგენდა იმას,რომ ინგლისის ნაკრების მიერ გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი ითამაშებდა,მაგრამ ეს ასე მოხდა და მწვრთნელი ამ არჩევანში არც შემცდარა,რადგანაც სმოლინგმა ლესკოტთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა და ორ შეხვედრაში ინგლისმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა,რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს.თვითონ სმოლინგი კი წყნარად და აუღევლებლად შეხვდა ამ ყველაფერს.მისმა ასეთმა კარგმა თამაშმა კი სერ ალექსის ყურადღებაც მიიპყრო და მის მიერ მიმართულ როტაციაში კრის სმოლინგი ძირითად შეხვედრაში გამოჩნდა და შეუცვლელადაც ითამაშა.მაგრამ აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ კრისი დაცვის ცენტრში უფრო მომგებიანი ვიდრე მარჯვენა ფლანგზე.მაიკლ კინთან,სკოტ ვუტონთან,რომ ზორფთან და მიშელ ფორნაზიერთან ერთად კრის სმოლინგი,ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი უნდა მივიჩნიოთ მანჩესტერ იუნაიტედის მომავალ ფეხბურთელებად.
ალბათ იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ალექს ბიუნტნერი გამოჩნდებოდა,რადგანაც იუნაიტედის დაცვის მარცხენა ფლანგი უკვე დიდი ხანია,რაც პატრის ევრას უკავია და თითქმის არასდროს ასვენებს ხოლმე მას ფერგიუსონი,მაგრამ ამ შეხვედრაში ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა და ბიუნტნერი ძირითადში ვიხილეთ.მისმა ასეთმა კარგმა თამაშმა კი დაგვანახა ის,რომ სერ ალექს მარცხენა ფლანგზე ევრას წასვლის შემდეგ ორი კარგი ფლანგელი ჰოლანდიელი ბიუნტნერი და ბრაზილიელი ფაბიო და სილვა ჰყავს.ბიუტნერს,როგორც ევრას აქვს ძალიან კარგი უნარი ფლანგზე თამაშისა.ძალიან კარგად ხმარობს მარცხენა ფეხს და ასევე აქვს ძალიან კარგი დარტყმა,რაც სამომავლოდ მას აუცილებლად გამოადგება.
4.შინჯი კაგავა ბოლომდე მზად არაა...
როდესაც ის დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა მოედანზე თითქმის შეუჩერებელი იყო,ძალიან ძნელი იყო მისთვის ბურთის წართმევა,მაგრამ რა დაემართა მას იუნაიტედში?ამ კითხვაზე ერთადერთი მყარი პასუხი ალბათ ის არის,რომ იაპონელს სეზონის დაწყების დროს ჰქონდა ტრავმა პლუს ამას ის ეჩვევა ინგლისურ ფეხბურთს და ადაპტაციას გადის კლუბში,რასაც დრო სჭირდება.შინჯიმ ამ სეზონში მაინც დაამახსოვრა ინგლისელ გულშემატკივრებს თავი,როდესაც მან ნორვიჩთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მაშინ თითქმის ყველამ აღნიშნა,რომ „დორტმუნდელი კაგავა“ დაბრუნდა,მაგრამ მას მაინც აკლია ის,რაც დორტმუნდში გააჩნდა.ასევე ვერ იტყვი მასზე,რომ რაიმე უნარი აკლია,პირიქით ის ძალიან ნიჭიერი და მოაზროვნე ფეხბურთელია.ალბათ პრობლემა ალბათ მაინც იმაშია,რომ ინგლისის პრემიერ ლიგა არის ძლიერი ჩემპიონატი და აქ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ,რაც კაგავას ალბათ დაეწუნება,რადგან ის ძალიან ძლიერი არაა ფიზიკურად,მაგრამ ეს ყველაფერი სერ ალექსმა იცოდა,როდესაც ამ უკანასკნელს ყიდულობდა.ასევე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ინგლისის პრემიერ ლიგა სრულიად განსხვავდება გერმანიის ბუნდესლიგისგან.მაგრამ უნდა ვივარაუდოთ,რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და შემდეგ სეზონში ისევ ის ძველი კაგავა დაგვიბრუნდება.
5.დავიდ დე ხეა პროგრესირებს...
სეზონის დასაწყისში ყველა ესპანელი მეკარის კრიტიკაში იყო და ვისაც არ ეზარებოდა ყველა მას აკრიტიკებდა,მეტიც პრესა ავრცელებდა ინფორმაციას,რომ იუნაიტედი მის შემცვლელს უკვე ეძებდა და დე ხეას სხვადასხვა კლუბებსაც კი უკავშირებდნენ,მაგრამ ალბათ პირველ რიგში მადრიდში ჩატარებულ შეხვედრაში დე ხეამ ყველა და ყველაფერი დაადუმა,რასაც მისი კარგი მატჩების სერია მოჰყვა და სანდერლენდთან გამართულ შეხვედრაშიც შეუცდომო გახლდათ.ახლა უკვე თამამად შეგვიძლია,რომ მას აქვს პოტენციალი გახდეს მსოფლიო დონის მეკარე და ყველანაირი კრიტიკა მის მიმართ უადგილოა ამ ეტაპზე.მაგრამ ამასთანავე არ წყდება ჭორები ასმირ ბეგოვიჩის შესახებ,რომ თითქოსდა მას იუნაიტედი მაინც იყიდის ამ ზაფხულში.მაგრამ აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ იუნაიტედის ინგლისელი გულშემატკივრები კატეგორიულ უარზე არიან ამ ტრანსფერის შესახებ და მათი თქმით მათ ჰყავთ საუკეთესო შემადგენლობა ინგლისში და ერთადერთი პოზიცია,რომლის გაძლიერებასაც ისურვებდნენ ეს ნახევარდაცვაა.