თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2013, 08:39
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 17
ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა "იუნაიტედი" ჩემპიონი!
სეზონის დასრულებამდე თვენ–ნახევრით ადრე არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონია, ამაში არ ეპარება ეჭვი ასევე "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ რობერტო მანჩინისაც....
ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა
რობინ ვან პერსი


რობერტო მანჩინი ამაზე მთელი სეზონია, რაც საუბრობს და თუ თქვენ მას ერთხელ მაინც მოუსმენდით მიხვდებით: სწორედ რობინ ვან პერსის ხარჯზე გაუსხლტა "მანჩესტერ იუნაიტედი" მანჩესტერ სიტის". თავიდან ყველას ეგონა, რომ სერ ალექსმა 24 მილიონი ტყუილად გადაყარა და მას ნახევარმცველი უნდა შეეძინა, მაგრამ რობინმა გოლების გატანა და ყველაფრის დამტკიცება რამოდენიმე თამაშში მოახერახა. ვან პერსის გოლებმა "იუნაიტედს" დაახლოებით 30 ქულა მოუტანა და სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი მანჩესტერულ დერბიშიც. ვან პერსის ტრანსფერის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ის ფეხს ვერ მოიკიდებდა "იუნაიტედში", მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა:რობინთან ერთად "მანჩესტერი" უფრო გაძლიერდა!

ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა "იუნაიტედი" ჩემპიონი!


ყველაზე ძლერი შემადგენლობა მრავალი წლის მანძილზე


1999 წლის და 2008 წლის "იუნაიტედის" შემადგენლობა რათქმაუნდა აღემატება დღევანდელს, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონს ასეთი კარგი შემადგენლობა დიდი ხანია არ ჰყოლია. 20–დან 15–მა კლუბმა კრის სმოლინგს და ფილ ჯონს საშუალება მისცა სასტარტო შემადგენლობაში მოეკიდათ ფეხი, ასევე ხავიერ ერნანდესისთვის და ნანისთვის გაეხსნათ დაცვის ხაზი. სერ ალექს კი შეუძლია ბევრი ფეხბურთელის დასვენება, როგორებიც არიან შინჯი კაგავა, რომელიც ისევ ადაპტირებს ინგლისურ ფეხბურთსი. უეინ რუნი, რომელიც საკუთარ თავში დემონს ებრძვის. "იუნაიტედში" იკლო ტრავმებმა, ამის მაგალითია საკმაოდ გამოცდილი პტრის ევრა რომელმაც ეს სეზონი ისე ჩაატრა, რომ არც კი გაციებულა. ამაზე კომენტარი გააკეთა ასევე ჯო ჰარტმაც, რომელმაც "იუნაიტედს" სიკვდილის მანქანა უწოდა.

სერ ალექს ფერგიუსონის უნარი – სწორედ გამოიყენოს რესურსი


ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა "იუნაიტედი" ჩემპიონი!


რაფაელ ბენიტესმა განაცხადა:"ყველაზე მეტად შოტლანდიელმა სპეციალისტმა იცის თუ როდის უნდა დასვას ფეხბურთელი სკამზე ისე, რომ მოთამაშე არ გაბრაზდეს და ფორმაც არ დაკარგოს." რობინ ვან პერსის ჩათვილთ, "იუნაიტედის" შემადგენლობაში არავინაა ისეთი ვინც დაღლილობას გრძნობს. სერ ალექსს ასევე ჰყავს ძლიერი რიო ფერდინანდი და ჯადოქარი რაიან გიგზიც. "იუანიედი" ასეთი გამოცოცხლებული დიდი ხანია არ ყოფილა და ეს რაღათქმაუნდა მწვრთნელის და იმ პერსონალის დამსახურებაა, რომელიც ფიზიკურ მდგომარეობაზე აგებს პასუხს.

მოწინააღმდეგის სისუსტე


"იუნაიტედისადმი" დიდი პატივიცემა მაქვს, მაგრამ "ეშმაკუნებს" მოწინააღმდეგემ ისეთი კომფორტი შეუქმნა, თითქოს "წითლები" კრუიზით მოგზაურობენ პრემიერ–ლიგის ტიტულამდე. როგორც ჩანს "ტოტენჰემი" კიდევ არაა მზად, "ჩელსი" კი ისეთი ადამიანის ხელში ჩავარდა, რომლის ინგლისური პრემიერ–ლიგის წლებიც უკვე წავიდა. "მანჩესტერ სიტის" პრობლმებზე საუბარზეც მთელი დღე დამჭირდება, ასე რომ მოკლედ გეტყვით:საგრძნობლად უკლო ჯო ჰარტმა თამაშს, ამას დაემატა ვინსენტე კომპანის ტრავმა, რობერტო მანჩინი კი ცდილობდა კლუბისთვის ახალი ტქტიკა შეესწავლებინა 3–5–2, რამაც არ გაჭრა და "სიტი" ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდა და ახლა "იუნაიტედთან" აგებს 15 ქულას.

მაიკლ კერიკი და ტომ კლევერლი


ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა "იუნაიტედი" ჩემპიონი!


"იუნაიტედის" ნახევარდაცვის სისუსტე უკვე სამი წელია განხილვის საგანია, მართლაც "ეშმაკებს" აკლდათ ისეთი ფეხბურთელი როგორიც დემბელეა. მაგრამ ამ სეზონში კერიკი და კლევერლი იდეალურად შეეწყვნენ ერთმანეთს. გამოცდილი კერიკი და სწრაფი კლევერლი მოედნის ცენტრს იკავებენ. ისინი ძალიან კარგად აკონტროლებენ ბურთს, ეხმარებიან დაცვას შეტევების მოგერიებაში და პასებით ამარაგებენ თავდასხმას. მართალია ეს ის ნახევარდაცვა არაა, როგორიც ადრე იყო, სადაც პოლ სქოულზი და როი კინი ერთად უძლერეს ევროპის გუნდს აწყობდნენ, მაგრამ დღეს-დღეობით არ ურიგოა.

დავიდ დე ხეას პროგრესი


ექვსი მიზეზი თუ რატომ გახდა "იუნაიტედი" ჩემპიონი!


რათქმაუნდა ის იდეალური არაა. მას სეზონის დასაწყისში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, რადგან გოლი-გოლზე გასდიოდა, იყო ჭორები თითქოს ის კლუბს ტოვებდა, მაგრამ სერ ალექსმა მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა. ახლა დავიდი ძალიან კარგად პროგრესირებს რაც მას თამაშებზეც ეტყობა. ის უკვე იმდენ გოლს აღარ უშვეს, რამდენსაც სეზონის დასაწყისში უშვებდა. რიო ფერდინანდმა და მისამ თანაგუნდელმა მცველებმა განაცხადეს: როდესაც მეკარეს არ ჰყავს კარგი დაცვის ხაზი წინ ის აუცილებლად გაუშვებს გოლს.

ავტორი ლადო ღონღაძე
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
31 მარტი 2013 08:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგი გამოვიდა მგონი...შეცდომები თუ მექნება მაპატიეთ, დავიღალე და ცოტა მერე ჩავასწორებ...
0
№2
ავტორი: Armani
31 მარტი 2013 10:14
  • სიახლეები: 40
  • კომენტარები: 25
საინტერესოა
0
№3
ავტორი: I L C
31 მარტი 2013 10:27
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარია smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Luka Gelashvili
31 მარტი 2013 10:49
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ლადო )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: zatara
31 მარტი 2013 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
მიყვარს ესეთი სტატიები და საღოლ ავტორ :)

დე ჰეამ წელს მართლაც რომ გამაოცა... ატლეტიკოდანვე მჯერა მაგ ბიჭის...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№6
ავტორი: Beckham 7
31 მარტი 2013 11:54
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
სერ ალექს ფერგიუსონის უნარი – სწორედ გამოიყენოს რესურსი


არც პერსი, არც კერიკი, არც დე ხეა. მთავარი მიზეზი ფერგია, უბრალოდ შეუდარებელია ბაბუ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: Shako Jones
31 მარტი 2013 12:35
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
დაცვა რა ფორმაშია... ეხლა ნანის,ჯონსს,ანდერსონს უნდათ ბევრი თამაში და ასევე ქლევერლისაც
0
№8
ავტორი: BERDI
31 მარტი 2013 12:38
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
კარგია მომეწონა. მაგრები ვართ რა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: Jubo
31 მარტი 2013 12:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რაღა ექვსი მიზეზი, შეხედეთ ცხრილს ერთ მიზეზს დაინახავთ და ყველაზე ნაღდს wink
+15
-15
საღოლ ლადო კარგია გეთანხმები ყველაფერში smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: buka oboladze
31 მარტი 2013 13:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
...RooNeY...FaN...,
+1
Saghol lado
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top