მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო. ახლახანს გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩამომეყალიბებინა საიტის გუნდი ქალაქ ქუთაისში. მეც ქუთაისელი გახლავართ და პირადად მე გავუძღვები საიტის გუნდის შექმნას. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება დაეხმარება საიტს წინსვლაში და დარწმუნებული ვარ თქვენც არა ნაკლებად გაერთობით. თუ ვინმე არის საიტზე ქუთაისელი და აქვს სურვილი ითამაშოს ფეხბურთი (არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს საიტზე) დამიკავშირდით პირადი შეტყობინების საშუალებით. სასურველია, რომ მსურველს მცირეოდენი გამოცდილება მაინც ჰქონდეს ამ სპორტის სახეობაში. ასაკი: 15+