მაიკლ კერიკი „იუნაიტედის“ დღევანდელი შედეგით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ გუნდი მოგებული მატჩების სერიას კვლავ გააგრძელებს. მაიკლი რთული შეხვედრის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლა, მაგრამ გუნდურმა შეთამაშებამ და კარგმა დაცვამ „იუნაიტედს“ პრემიერ ლიგაში პოზიცია გაუმყარა. „ტიტულს უფრო და უფრო ვუახლოვდებით, ერთით ნაკლები ტური დარჩა, ამჯერადაც მოვიგეთ და ამის გაკეთებას კიდევ ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარი დღეს ქულების აღება და მოგებული მატჩების სერიის გაგრძელება იყო, რომელიც გამოგვივიდა და ამით მოხარულები ვართ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მართალია ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით როგორც ეს გვჩვევია, მაგრამ შეხვედრის მსვლელობას კარგად ვაკონტროლებდით. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმი განსხვავებული იქნებოდა, რადგან ისინი ფაქტიურად სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. არც ველოდით, რომ შეხვედრას ადვილად მოვიგებდით. თავი კარგად დავიცავით, გუნდურად ვითამაშეთ და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ.“ - განაცხადა კერიკმა.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.