თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 13:39
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1815,
კომენტარები: 7
ვიდიჩი არ აღნიშნავს მანამ, სანამ თასს საკუთარ ხელებში არ იხილავს
ვიდიჩი: "წინ ისეთ გუნდებთან გვაქვს სათამაშო, რომლებსაც ჩვენთვის განსაკუთრებული დარტყმის მოყენება შეუძია."
ვიდიჩი არ აღნიშნავს მანამ, სანამ თასს საკუთარ ხელებში არ იხილავს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი თვლის, რომ 15 ქულიანი სხვაობა ტიტულისთვის ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, რადგან „იუნაიტედს“ წინ ისეთი რთული მატჩები აქვს ჩასატარებელი, რომლებშიც სამი ქულის აღება ადვილი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ვიდიჩი არ აპირებს ჩემპიონობის აღნიშვნას მანამ, სანამ პრემიერ ლიგის თასს მის ხელებში არ იხილავს.

„სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე „სიტი“ 15 ქულით ჩამოგვრჩება, ასეთ სიტუაციას არ ველოდით. ამას არცერთი ჩვენგანი არ მოველოდით, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. წინა სეზონში, ერთ მომენტში 8 ქულიანი უპირატესუბა გვქონდა, მაგრამ ის დავკარგეთ. სწორედ ამიტომ ყველა ფიქრობს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და ხალხი კლვავ გვეკითხება ‘დარწმუნებულები ხართ რომ ტიტულს მოიგებთ?’ ამაში ვერ დარწმუნდები მანამ, სანამ თასს შენს ხელებში არ იხილავ. ჩვენ 15 ქულიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ წინ საკმაოდ რთული მატჩები გველის. ვიცი ხალხი თვლის, რომ ტიტული უკვე ჩვენს ხელშია, მაგრამ ამაში დარწმუნებამდე ჩელსისთან, ვესთ ბრომვიჩთან, სუონსისთან გვაქვს სათამაშო. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთაც ჩვენთვის განსაკუთრებული დარტყმის მოყენება შეუძლია. მათ შეკრული გუნდები ჰყავთ. გუნდები, რომლებიც საკუთარი მიზნებსთვის იბრძვიან. ახლა, ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მატჩების მოგება.

ამ სეზონში, დატვირთული ვარჯიშების წყალობით მოვხვდით იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვართ. ახლა „სანდერლენდთან“ გვაქვს შეხვედრა, ჩვენ არ გვაინტერესებს როგორ აღნიშნეს მათ „იუნაიტედის“ ტიტულის დაკარგვა. ვაპირებთ, რომ ვითამაშოთ ჩვეული სტილით და ვცადოთ მორიგი სამი ქულის მოპოვება, რომელიც ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა „მანჩესტერ სიტის“ 8 აპრილს, 15 ქულიანი უპირატესობით დავუპირისპირდეთ. ეს მათთვის მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, ისევე როგორც ჩვენთვის.“


ვიდიჩმა წინა წლის მაისში ბოლო წუთებზე დაკარგული ტიტულიც გაიხსენა, რომელმაც მისივე თქმით, ფეხბურთელებს დიდი გამოცდილება მიაღებინა.

“ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ეს წინა სეზონში მოხდა. მსგავსი შემთხვევა რომ არ გამოგვეცადა, ხალხი დღეს იტყოდა, რომ ტიტული უკვე ჩვენს ხელთაა. ეს ის მომენტია, რომლის წყალობითაც მუდმივად ფორმაში ვართ. არ გვინდა, რომ ახლაც იგივე განმეორდეს. კარგია, რომ მსგავსი გამოცდილება უკვე მივიღეთ.“ - დაასრულა ვიდიჩმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
30 მარტი 2013 14:00
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მაგარი კაპიტანია <3
0
№2
ავტორი: Esi
30 მარტი 2013 14:02
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვიდიიიიჩ <3

საღოლ ჯუბო!
0
№3
ავტორი: love united
30 მარტი 2013 14:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ე ვიდა,შენ ჩემპიონთა ლიგის თასიც უნდა აწიო მომავალ წელს!..
0
№4
ავტორი: Red Hooligan
30 მარტი 2013 14:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ჰოჰო საღოლ ჯუბო კაია. მიდი ვიდა შედი ფორმაში სანამ რიომ დაკარგა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: ლადო
30 მარტი 2013 14:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვიდაა love ჩვენი გამოცდილი კაპიტანიი...ცოტაც და ჩვენია ეპლ
0
№6
ავტორი: buka oboladze
30 მარტი 2013 15:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მართალს ამბობს, შარშან როარ წაგვეგო ეპლ წელს ესეთ მაგარ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით

მართალს ამბობს, შარშან როარ წაგვეგო ეპლ წელს ესეთ მაგარ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით
0
№7
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2013 18:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვიდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top