თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:45
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3167,
კომენტარები: 0
ოლე გუნარ სოლსკიაერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ოლე გუნარ სოლსკიაერი
დაიბადა 1973 წლის 26 თებერვალს ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსუნში.
1996 წლის ზაფხულში, უეფა-ს თასის მეორე შესარჩევ ეტაპზე, თბილისის "დინამომ" ნორვეგიის "მიოლდე" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. სკანდინავიელთა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ დაიჩივლა, სოლსკიაერი რომ არ გაგვეშვა ინგლისში, "დინამოს" დავამარცხებდითო... ოლე გუნარ სოლსკიაერი სწორედ "მიოლდედან" გადაბარგდა "მანჩესტერ იუნაიტედში" და იმდენი შეძლო, რომ ოლდტრაფორდული კლუბის ლეგენდათა შორის დაიმკვიდრა ადგილი: ამ კლუბის მაისურით 366 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. მის სანაცვლოდ სერ ალექს ფერგიუსონის კლუბმა 1,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა... 2007 წლის 27 აგვისტოს ნორვეგიელმა ფორვარდმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, რადგან მუხლის ტრავმისგან განკურნება ვერ შეძლო. 2008 წლის 2 აგვისტოს "ოლდ ტრაფორდმა" მისდამი მიძღვნილ შეხვედრას უმასპინძლა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბარსელონას "ესპანიოლს" 1:0 სძლია. ამ ამხანაგურ მატჩს 68.868 მაყურებელი დაესწრო, მცირედით ნაკლები, ვიდრე როი კინის გამოსათხოვარ თამაშს... "ბავშვისსახიანი მკვლელი" (Baby-Faced Killer) ოლე გუნარ სოლსკიაერს სადებიუტო სეზონის მსვლელობისას შეარქვეს: ნორვეგიელმა 1996-97 წლების სეზონში მხოლოდ პრემიერლიგაში 18 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 "ნოტინგემ ფორესტთან" 8:1 მოგებულ მატჩში, როცა შეცვლაზე შევიდა. უნდა ითქვას, რომ შეცვლაზე შესულს, მას ძალიან ხშირად გაჰქონდა გოლები... 2005 წლის 2 დეკემბერს, მძიმე ტრავმის შემდეგ, სოლსკიაერმა პირველად "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში ითამაშა - მანჩესტერელებმა ლივერპულელებს სძლიეს. ამ თამაშს 2.738 ქომაგი დაესწრო, რაც ამ რანგის მატჩებისთვის უცხო რიცხვია... დღეს ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით 2008 წელს მანჩესტერელებმა ლანკაშირის თასი მოიგეს - "ლივერპულს" 3:2 სძლიეს. ოჯახიი ნორვეგიელი ფორვარდი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად მანჩესტერთან ახლოს, ბრამჰოლში ცხოვრობს... და რაც მთავარია: სოლსკიაერი ის ფეხბურთელია, რომლის ზუსტი დარტყმის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1999 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ოლე გუნარ სოლსკიაერი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007
ინგლისის თასი - 1999, 2004
ინგლისის სუპერთასი - 1996, 1997, 2003
ჩემპიონთა თასი - 1999
საკონტინენტთაშორისო თასი - 1999
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top