თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2013, 15:27
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1753,
კომენტარები: 27
Sunderland VS Manchester United - Preview
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Sunderland VS Manchester United - Preview
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "Stadium of Light",სანდერლენდი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,31-ე ტური
მსაჯი: კევინ ფრენდი
თარიღი: შაბათი, 30 მარტი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 16:45, (ჩვენი დროით)

Sunderland VS Manchester United - Preview

Sunderland VS Manchester United - Preview

"სანდერლენდი"
ტრავმირებულები: სტივენ ფლეტჩერი,ვეს ბრაუნი,კარლოს კუელარი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სტეფან სესენონ,ლი კატერმოლი
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ნეილი

"სანდერლენდს" ხვალ მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ თამაში მოუწევს ნახევარმცველი ლი კატერმოლისა და თავდამსხმელი სტივენ ფლეტჩერის გარეშე.ამ ორ ფეხბურთელს ძალიან მძიმე ტრავმები აქვთ და სწორედ ამ ტრავმების გამო ისინი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ვერ დაეხმარებიან გუნდს.

Sunderland VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: დარენ ფლეტჩერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ მიმდინარე კვირაში ვარჯიში განაახლეს ლუიშ ნანიმ,პოლ სქოულზმა და ფილ ჯონსმა.აქედან გამომდინარე ეს სამი ფეხბურთელი შეძლებს "წითელი ეშმაკების" დახმარებას "სანდერლენდისა" და ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.

გუნდების ფორმა

Sunderland VS Manchester United - Preview

მარტინ ნეილის გუნდი "სანდერლენდი" მიმდინარე ინგლისი პრემიერ ლიგაში მე-15 ადგილს იკავებს 31 ქულით."შავმა კატებმა" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრასი მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით მოპოვება შეძლეს (3 ფრე - 4 წაგება).გუნდს ბოლო 5 მატჩში არცერთი მატჩი არ მოუგია.მიმდინარე სეზონში "სანდერლენდს" 30 მატჩიდან 7 მოგება,10 ფრე და 13 წაგება აქვს.ამ დროის მანძილზე "შავმა კატებმა" მეტოქის კარში 33 ბურთის გატანა შეძლეს ხოლო საკუთარ კარებში 42 გოლი გაუშვეს.კლუბის ბომბარდირი შოტლანდიელი სტივენ ფლეტჩერი არის 11 გოლით,რომელსაც მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის გამოტოვება მოუწევს.ბოლო ტურში "სანდერლენდი" "ნორვიჩს' დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა მანამდე კი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ "ქუინს პარკ რეინჯერთან" 3:1 მარცხი იწვია.გუნდს წინ ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს,რომ ცხრილის ქვემოთა ნაწილიდან ზემოთ ამოიწოს ეხლა კი მათ წინ ურთულესი გამოცდა ელით "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით.

Sunderland VS Manchester United - Preview

სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები ხვალინდელ მატჩს ძალიან კარგ მდგომარეობაში ხვდებიან,რომელიც გამოწვიალია იმით,რომ ისინი მიმდინარე პრემიერ ლიგის სათავეში 15 ქულიანი უპირატესობით იმყოფებიან "მანჩესტერ სიტისთან".ბოლო ტურში "წითელი ეშმაკები" დაუპირისპირდნენ "რედინგს" და უეინ რუნის შესანიშნავი გოლით 1:0 იმარჯვეს."მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 17 მატჩიდან 15 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა ამ შემთხვევაში მანჩესტერულმა კლუბმა შესაძლო 51 ქულიდან 47 აიღო."წითელი ეშმაკების" ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა უკვე 537-ე წუთია თავის კარს მშრალად ინახავს."წითელმა ეშმაკებმა" 29 ტურამდე მეტოქის კარებში 74 გოლი გაიტანა,რაც კლუბის რეკორდი არის პრემიერ ლიგაში.თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეინარჩუნებს ამ ტემპს და ფორმას,მაშინ შესაძლებელია მატ გააუმჯობესონ ლონდონის "ჩელსის" რეკორდი პრემიერ ლიგაში,რომლებმაც 2004-05 სეზონში 95 ქულა აიღო.მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 13 ტურში მანჩესტერულმა კლუბმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს 29-ე ტურამდე 31 გოლი აქვთ საკუთარ კარებში გაშვებულია.სხვაობის მიუხედავად ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება თავისი მეტოქის დამარცხებას,რადგან უფრო გაიუმჯობესონ სატურნირო მდგომარეობა.

ცოტა რამ გუნდებზე

Sunderland VS Manchester United - Preview

საფეხბურთო კლუბი სანდერლენდი (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმს ალანის მიერ. სანდერლენდს მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგის 6 ტიტული და ინგლისის თასის 2 ტიტული. სანდერლენდი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონის მიერ, სანამ 1992 წელს არსენალმა არ გადაასწრო მაგ მაჩვენებლით. 1997 წლიდან სანდერლენდი თავის საშიანო მატჩებს "სინათლის სტადიონზე" ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მანამდე გუნდი "როკერ პარკი"-ს სტადიონზე ასპარეზობდა. სანდერლენდის მოსისხლე მტერი ნიუკასლ იუნაიტედი ითვლება, ეს დაპირისპირება ინგლისში ტაინ-უირის დერბის სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).2006 წელს სანდერლენდს შეეცვალა ხელმძღვანელობა, გუნდი იყიდა სანდერლენდის ყოფილმა ფეხბურთელმა ნილ ქუინმა, რომელმაც თავის ძველი მეგობარი როი კინი მოიყვანა სანდერლენდის მწვრთნელად. პირველივე სეზონში როი კინმა ჩემპიონშიფი მოაგებინა გუნდს და ისევ პრემიერლიგაში დააბრუნა, სადაც წინა სეზონების განსხვავებით გუნდმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეინარჩუნა ადგილი ინგლისის ელიტალურ ლიგაში. 2009 წლის 27 მაისს ამერიკელმა ბიზნესმენმა ელის შორტმა შეიძინა სანდერლენდის 100%-იანი აქცია. გუნდში ისევ ცვლილებები მოხდა, რომლის შემდეგაც წავიდა როი კინი და მის ადგილას მოვიდა ინგლისელი სპეციალისტი სტივ ბრუსი, რომელმაც გუნდი პირველივე სეზონში მე-13 ადგილზე გაიყვანა. 2010/11 სეზონი სანდერლენდმა შესანიშნავად დაიწყო და ამბიციაც გაჩნდა ევრო თასებზე მოხვედრის, გუნდი კარგად დაბალანსდა რაც თამაშის შედეგებზეც აისახებოდა, განსაკუთრებით 1-ლი წრე სანდერლენდისთვის საუცხოო გამოდგა, თუმცა მე-2 წრეში გუნდმა ძალიან აურია, რაც მე-10 ადგილზე სეზონის დამთავრებით დასრულდა, თუმცა ესეც კარგი შედეგი იყო გუნდისთვის.

Sunderland VS Manchester United - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 134-ჯერ შეხვდნენ ყველა ტურნირზე,აქედან "მანჩესტერ იუნაიტედმა" 59 მატჩი მოიგო "სანდერლენდმა" 39 მატჩი ხოლო 36 მატჩი ფრედ დასრულდა.ბოლო 23 შეხვედრიდან "სანდერლენდმა" ბოლოს 1997 წლის მარტში სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს"."შავვა კატებმა" ბოლო 9 საშინაო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს.

15.12.2012 Manchester United 3-1 Sunderland
13.05.2012 Sunderland 0-1 Manchester United
05.11.2011 Manchester United 1-0 Sunderland
26.12.2010 Manchester United 2-0 Sunderland
02.10.2010 Sunderland 0-0 Manchester United
02.05.2010 Sunderland 0-1 Manchester United
03.10.2009 Manchester United 2-2 Sunderland
11.04.2009 Sunderland 1-2 Manchester United
06.12.2008 Manchester United 1-0 Sunderland
26.12.2007 Sunderland 0-4 Manchester United
01.09.2007 Manchester United 1-0 Sunderland
14.04.2006 Manchester United 0-0 Sunderland
15.10.2005 Sunderland 1-3 Manchester United
01.01.2003 Manchester United 2-1 Sunderland
31.08.2002 Sunderland 1-1 Manchester United
02.02.2002 Manchester United 4-1 Sunderland
13.10.2001 Sunderland 1-3 Manchester United
31.01.2001 Sunderland 0-1 Manchester United
09.09.2000 Manchester United 3-0 Sunderland
15.04.2000 Manchester United 4-0 Sunderland
28.12.1999 Sunderland 2-2 Manchester United
08.03.1997 Sunderland 2-1 Manchester United
21.12.1996 Manchester United 5-0 Sunderland

ბოლო შეხვედრა "Stadium of Light"-ზე

Sunderland VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი ერთმანეთს "Stadium of Light"-ზე დაუპირისპირდნენ 2012 წლის 13 მაისს.მატჩი ძალინა დაძაბული გადმოდგა,მაგრამ შეხვედრამ მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში უეინ რუნის გოლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" 0:1 იმარჯვეს.

Last Five Matches

Sunderland VS Manchester United - Preview

Head to Head

Sunderland VS Manchester United - Preview

PROBABLE LINEUPS

Sunderland VS Manchester United - Preview

Editor's Prediction

Sunderland VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
27 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
29 მარტი 2013 17:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი კარგი გამოვიდა 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: davita
29 მარტი 2013 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
UTD-Rule,
კაია ძმა ! derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: koko2222
29 მარტი 2013 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
UTD-Rule,
მაგარია მომწონს მაგარი პრევიუა

''წითელი ეშმაკიბი'' 3-0 '' შავი კატები''
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№4
ავტორი: Luka Gelashvili
29 მარტი 2013 18:07
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ დათო ამ მატჩს ეყოფა )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: VaRdo
29 მარტი 2013 18:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ დავით : ))) დონე ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Malboro463
29 მარტი 2013 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იმედია დიდი ანგარიშიათ მოვიგებთ
0
№7
ავტორი: GIO-UTD
29 მარტი 2013 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
გამარჯობა ყველას ახალი ვარ

UTD-Rule,
მაგარი პრევიუა ბრავო ჩემი აზრი ასეთ პრევიუს ვერსად ვერ ნახავ

წითელი ეშმაკიბი 5-1 შავი კატები
მანიუს გოლები სანდერლენდის გოლი
1)კაგავა 13წთ 1) გრაჰამ 42წთ
2)რუნი 20წთ
3)ვან პერსი 58წთ
4)ჩიჩარტო 75წთ
5)რუნი 88წთ

მეთანხმებით?
0
№8
ავტორი: TrueRed
29 მარტი 2013 18:31
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ავტორ მაგარი პრევიუა
0
№9
ავტორი: Shako Jones
29 მარტი 2013 18:38
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ხვალ ნანიმ სქოულზმა ანდერსონმა ქლევერლიმ უნდა ითამაშოონ
0
№10
ავტორი: mindo_96
29 მარტი 2013 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
გიგზი ჩიჩა ევანსი და კაგავა არამგონია რო დაიწყონ თავიდანვეე ..კაგავაზე და ჩიჩაზე ნაკრებების მერე დავასვენებო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top