27-03-2013, 19:11
ნანახია: 1905,
კომენტარები: 10
კანჩელსკისი:წითელი წლები
ანდრეი კანჩელსკისის ინტერვიუ Inside United-თან
22 წლის უკან 1991 წელს 26 მარტს, მაშინდელმა საბჭოელმა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა კონტრაკტს "მანჩესტერ იუნაიტედთან". მან გუნდში 161 მატჩი ჩაატარა (1991-1995) და გაიტანა 36 გოლი. კანჩელსკისი პოპულარული ფიგურა იყო "ოლდ ტრაფორდზე" და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში 90-ში. გუნდის ჟურნალმა Inside United-მა სთხოვა ანდრეის გაეზიარებინა საუკეთესო მომენტები, რაც მას მანჩესტერ იუნაიტედში გადახდა თავს.
ჩემი ჩამოსვლა: ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის შოკი იყო, მაგრამ, უდაოდ, ეს დიდი ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან მანჩესტერ იუნაიტედი-უდიდესი გუნდია, ოლდ ტრაფორდი-ულამაზესი სტადიონი. მე ვიცოდი, რომ ეს დიდი გუნდი იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი გულშემატკივრები ქომაგობდნენ, მაგრამ მე მხოლოდ ორჯერ ვიყავი ინგლისში ნამყოფი და ცოტა დაბნეული ვიყავი. აქ სხვა მენტალიტეტი იყო, მოშორებული ვიყავი ჩემს მეგობრებს და ამას შეგუება სჭირდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და მინდა გუნდის ყველა წევრს გადავუხადო მადლობა. ინგლისში არაჩვეულებრვი 4 წელი გავატარე ჩემს კარიერაში.
ჩემი დებიუტი:თუ არ ვცხები, მაშინ "კრისტალ პალასთან'' გვქონდა შეხვედრა, რომელშიც 3-0 დავმარცხდით. ჩვენ, რამოდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გვაკლდა, რადგან გუნდს თასთამფლობელთა თასზე უწევდა თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ როტერდამში, ამიტომ ფეხბურთელებმა ფაქტობრივად შეისვენეს და მათ ნაცვლად რეზერვისტები თამაშობდნენ. პირველ მატჩში ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ მე სრულიად სხვანაირად მიწევდა თამაში და იმისათვის, რომ ამას შევგუებოდა დრო იყო საჭირო. რა თქმა უნდა, მე გულდაწყვეტილი ვიყავი, როდესაც დავმარცხდით.
საუკეთესო თამაში:მე ძალიან ბევრი საუკეთესო მატჩი ჩამიტარებია ამ გუნდში, მაგრამ თუ მხოლოდ ერთის არჩევაა საჭირო, მაშინ არჩევანს "მანჩესტერ სიტისთან" ჩატარებულ შეხვედრას მივანიჭებ უპირატესობას, რომელშიც 5-0 მოვიგეთ. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე დერბის დროს, "ოლდ ტრაფორდზე" არაჩვეულებრივი ატმოსფერო იდგა და ჩვენ შეუდარებელნი ვიყავით იმ დღეს! ამას წინათ გადავხედე ამ თამაშს და გეტყვით, რომ "სიტი" ასევე კარგად თამაშობდა პირველი 20 წუთი. ისინი მანამ თამაშობდნენ, სანამ საკუთარ კარში მეორე გოლს არ გაუშვებდნენ. ამის შემდეგ, მათი დაცვა სრულიად დაინგრა. მე გავიტანე პირველი ხეტ-ტრიკი ჩემს ცხოვრებაში და პირველი ხეტ-ტრიკი დერბიში, ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ყველაზე სამახსოვრო თამაშია.
საუკეთესო გოლი:ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო გოლი "ქპრის" კარში გავიტანე 92/93 წელს. ის გოლი ორ შეხებაში შევქმენით. ყველაფერი ფაქტობრივად პიტერ შმეიჰელმა შექმნა, რომელმაც ბურთი მე მომაწოდა. ეს გოლი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მთელი შეტევის მანძილზე, მე მხოლოდ ორჯერ შევეხე ბურთს. ერთით ბურთი მივიღე და მეორეთი, იგი ბადეში გავახვიე. წარმოუდგენელი გოლი იყო!
ყველაზე უხეში მოწინააღმდეგე: სტიუარტ პირსი. იგი, ძლიერი იყო და კარგად თამაშობდა თავის პოზიციაზე. ის არც თუ ისე სწრაფი იყო, მაგრამ სწორად ირჩევდა პოზიციას და არაჩვეულებრივად თამაშობდა დაცვაში. ტონი დორიგოც კარგი მცველი იყო იმ ეპოქაში.
გუნდი, რომლის დამარცხებაც ყველაზე მეტად მსურდა:ინგლისში, ეს "ლივერპული" იყო. მათთან თამაში ყოველთვის რთული იყო. "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩვენ ყველა ბოლომდე ვიხარჯებოდით. არასდროს არ მიყვარდა მათ წინააღმდეგ თამაში, რადგან ყოველი შეხვედრა მათთან ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვდა.
საუკეთესო, ვისთანაც მომიწია თამაში: უნდა ვაღიარო, რომ გუნდში ყველა კარგი ფეხბურთელი იყო. ძალიან მსიამოვნებდა მათთან თამაში. ჩემთვის, ეს უდიდესი გამოცდილება იყო და ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთან ერთად მომიწია ერთ გუნდში მოღვაწეობა.
ჩემი საუკეთესო მეგობრები იუნაიტედში:ვერ ვიტყვი, რომ ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ როდესაც მე მანჩესტერში ჩამოვედი და სასტუმროში ვცხოვრობდი, პეტერ შმეიჰელი, სტივ ბრიუსი და ბრაიან რობსონი ყოველთვის გვეხმარებოდნენ მე და ჩემს ცოლს.
საუკეთესო მოგონებები:ვფიქრობ, მომენტი, როდესაც ჩვენ დუბლი მოვიგეთ. მაშინ, ჩვენ ჩემპიპნატი მოვიგეთ და შემდეგ ფინალში ინგლისის თასზე ჩელსის შეხვდით.
მე დავტოვე "იუნაიტედი", როდესაც...გავემგზავრე ევერტონში-გუნდი შორეული ტრადიციით, ისტორიითა და არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რომელიც, ასევე სავსე იყო არაჩვეულებრივი ხალხით. მსიამოვნებდა იქ თამაში და რამოდენიმე კარგი მოგონება იქედანაც მაქვს. მახსოვს, მე 16 ბურთი გავიტანე და გუნდი სასიამოვნო პოზიციაზე აიწია პრემიერლიგაში.
რა ვისწავლე "იუნაიტედში: როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი, ბრაიან რობსონი ყოველთვის მეხმარებოდა და ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ მე დღესაც მახსოვს ბრაიან კიდდი. იგი კარგი მწვრთნელი იყო და სიმართლე რომ გითხრათ, არ მესმის რატომ მუშაობს "მანჩესტერ სიტიში". ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ რობსონი ყოველთვის იყო ჩემი შეუცვლელი ლეგენდა. იგი იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი ადამიანი.
რას ვსაქმიანობ ახლა:მე დავბრუნდი რუსეთში. ახლა ვმუშაობ მწვრთნელათ "ვოლგაში" ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში. დიდი სიამოვნებით ვმუშაობ და ვიცი, რომ ეს კარგია ჩემთვის, რათა შემდეგ ბევრს მივაღწიო ამ ამპლუაში. ვესწრეფოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოსკოვში 2008 წელს და შევხვდი გარი ნევილს, პოლ სქოულზს და სერ ალექს ფერგიუსონს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აკრძელებს გამარჯვებას და აჩვენებს ბრწყინვალე ფეხბურთს.
წყარო-Manutd.Ru