გუშინ კიდევ ერთხელ ითამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა თავიანთ ნაკრებებში.მხოლოდ სამმა "წითელმა ეშმაკმა" მოახერხა ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა.
გუშინ კიდევ ერთხელ ითამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა თავიანთ ნაკრებებში.მხოლოდ სამმა "წითელმა ეშმაკმა" მოახერხა ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რობინ ვან პერსიმკიდევ ერთი მატჩი ჩაატარა ნაკრების მაიუსურით.გუშინდელი მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ მისთვის ნამდვილად კარგი აღმოჩნა,რადგან მან მოახერხა 2 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება ვან დერ ვაარტის მისამართით.ვან პერსიმ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა,მაგრამ 86' წუთზე ის ლუის ვან გაალმა ჩაანაცვლა.ჰოლანდიის ნაკრები D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს 18 ქულით,რაც შეეხება ვან პერსის შედეგს მას ბოლო ორ მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი და სამი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული,რაც იმას ნიშნავს,რომ ამ ბოლო მატჩების შედეგით ვან პერსიმ აქამდე ალაპარაკებული კრიტიკოსები გააჩუმა.
გუშინ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა გასვილითი შეხვედრა ჩაატარა ჯგუფის ლიდერთან მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებთან.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ამ შეხვედრაში ინგლისის ნაკრების ძირითად შემადნგელობაში 5 "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მოხვდა (კრის სმოლინგი,მაიკლ კერიკი,ტომ ქლვერლი,უეინ რუნი,დენი უელბეკი).ამ მატჩში თავის გამოჩენა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისი ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ შეძლო,რომელმაც შეხვედრის მე-6 წუთზე ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.ამის მიუხედავად ინგლისის ნაკრებმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება,რადგან 76-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა დემიანოვიჩმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
გუშინ ასევე გაიმართა შეხვედრა იორდანიისა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ფეხბურთელი შინჯი კაგავა,რომელმაც მოახერხა და ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა.ამის მიუხედავად იაპონიის ნაკრებმა მაინც წააგო შეხვედრა ანგარიშით 2-1.