ჯონ ასტონ უფროსი-ჯონ ასტონ უმცროსი
ნათესაობა:მამა - შვილი
დაბადების თარიღი: 03.09.1921/ 28.06.1947
თამაშობდნენ იუნაიტედში: 1939 - 1954/1962 - 1972
პოზიცია: მარცხენა მცველი/ თავდამსხმელი
მატჩები (გოლები) იუნაიტედში: 253 (29)/ 155 (25)
ორივე მამა-შვილმა დიდი კვალი დატოვეს გუნდის ისტორიაში. უფროსი ასტონი გუნდში 16 წელიწადი თამაშობდე, შემდეგ კი რამოდენიმე ხანი სამწვრთნელო შტაბში დატოვა. არაჩვეულებრივი მარცხენა მცველი. კარიერის გარკვეულ პერიოდში იგი თავდამსხმაშიც თამაშობდა, ამიტომ მას კარგი სტატისტიკა აქვს გოლების რაოდენობაში.
მის ვაჟს ცოტა არ იყოს და არ გაუმართლა. ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი ხშირად ხდებოდა კრიტიკის მსხვერპლი. იგი, გუნდში თამაშობდა მაშინ, როდესაც სამწვრთნელო შტაბში მამამისი მუშაობდა და უმეტესობას მიაჩნდა, რომ უმცროსი ასტონი შემადგენლობაში "ბლატებით" იყო. მაგრამ ეს ასე არ იყო. ასტონი ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო და თამაშობდა შემადგენლობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, მან "ლუტონში" 5 სეზონი დაყო, ერთი სეზონი "მანსფილდში" და სეზონი "ბლექბერნში". 1979 წელს მან კარიერა დაასრულა. 24 წლის შემდეგ კი მამამისი გარდაიცვალა.
ჯეკ დაუტი და როჯერ დაუტი
ნათესაობა:ძმები
დაბადების თარიღი:1865/ 1868
იუნაიტედში თამაშის წლები:1886-1892/ 1886-1892
პოზიცია:თავდამსხმელი/ მარცხენა თავდამსხმელი
მატჩები (გოლები) იუნაიტედში: 26 (11)/ 57 (4)ძმები დაუტები ირლანდიელისა და ვალიელის ოჯახში დაიბადნენ. ბავშვობიდანვე ორივე მუშაობდა კუთხურ მაღაროებში უელსში და პარალელურად ადგილობრივ გუნდში "დრუიდსში" თამაშობდნენ, რომელთანაც ორჯერ მოიგეს უელსის თასი. 1886-ში, ორივე გადაბარგდნენ ინგლისში და მუშაობა რკინისგზის სადგურზე დაიწყეს. ისევ და ისევ, ძმები დაუტები პარალელურად ადგილობრივ "ნიუტონ ჰიტში" თამაშობდნენ. რომელი მათგანი უფრო ნიჭიერი და ტექნიკური იყო ამის თქმა შეუძლებელია. როჯერმა მეტი მატჩი ჩაატარა გუნდში, სამაგიეროდ მის ძმას უფრო ხშირად გაჰქონდა გოლები და უელსის ნაკრებშიც თამაშობდა. დაუტი უმცროსი 1914 წლის დეკემბერს გარდაიცვალა-უფროსი 23 წლის შემდეგ.
ჯიმი გრინჰოფი და ბრაიან გრინჰოფინათესაობა:ძმები
დაბადების თარიღი:19.06.1946/ 28.04.1953
იუნაიტედში გატარებული წლები:1976-1980/ 1973-1979
პოზიცია:თავდამსხმელი/ ცენტრალური თავდამსხმელი
მატჩები (გოლები):97 (26)/ 221 (13)უფროსი გრინჰოფი ჯერ თამაშობდა ლიდსში და ბირბინგემში, გახდა სტოკ სიტის ლეგენდა და შემდეგ გადავიდა მანჩესტერში, სადაც რამოდენიმე წლის მანძილზე ამაგრებდა გუნდის შეტევას სტიუარტ პირსინთან ერთად.
იმ წლებში გუნდში თამაშობდა კიდევ ერთი გრინჰოდი. ჯიმის უმცროსი ძმა, ბრაიანი. იგი, ძმისგან განსხვავებით "წითლების" აკადემიაში გაიზარდა და როდესაც ჯიმი მოვიდა გუნდში, ბრაიანს უკვე მესამე წელიწადი იყო, რაც იუნაიტედის ფორმას ატარებდა. ბრაიანმა გუნდი 1979 წელს დატოვა. ერთი წლის შემდეგ, მას ჯიმიც მიჰყვა.
მარტინი და ჯორჯ ბაკენები
ნათესაობა:ძმები
დაბადების თარიღი:06.03.1949/ 2.05.1950
იუნაიტედში გატარებული წლები:1972-1983/ 1973-1974
პოზიცია:ცენტრალური მცველი/ მარჯვენა ნახევარმცველი
მატჩები (გოლები)-379 (4)/ 3 (0)ძმებმა გუნდის ისტორიაში სხვადასხვაგვარი კვალი დატოვეს. თუ ჯორჯი იქ ფაქტობრივად საერთოდ არ არის მოხსენებული, მაშინ მარტინს გუნდში 11 წელი აქვს გატარებული, აქედან 6 წელი იგი კაპიტნის სამკლაურს ატარებდა. უფროსი ბაკენი ყოველთვის კარგად არჩევდა პოზიციას, რაც კარგად შეეფერებოდა მის სისწრაფის ხარისხს და ცივსისხლიანობას. იგი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.
უილფრედ და პოლ მაგგინესებინათესაობა:მამა-შვილი
დაბადების თარიღი:25.10,1937/ 02.03.1966
გატარებული წლები იუნაიტედში: 1953-1959/ 1982-1986,1989-1991
პოზიცია: ნახევარმცველი/ ნახევარმცველი
მატჩები (გოლები):81 (2)/ 1 (0)უილფი ბავშვობიდანვე ზედმეტად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და უკვე 17 წლის ასაკში, იგი მანჩესტერ იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. აურაცხელი ტალანტის მქონე მაკგინესი გუნდთან ერთად ბელგრადში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ტრავმის გამო სახლში დარჩა. რა დაემართა გუნდს იმ საზარელ დღეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ფეხის მოტეხილობა ისეთი სერიოზული აღმოჩნდა, რომ მას 22 წლის ასაკში მოუწია კარიერის დასრულება. მაგრამ, პატივსაცემად გუნდის ხელმძღვანელობამ იგი გუნდში დატოვა და 1968 წელს ერთი სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაატარა. უნდა ვაღიაროთ, რომ არც ისე წარმატებული აღმოჩნდა ის სეზონი.
უილფრედის შვილს, პოლს, მისი ნიჭის ნახევარიც არ მოჰყვა. მან დაასრულა იუნაიტედის აკადემია, თამაშობდა ახალგაზრდულ გუნდში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. ახლა, პოლი იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის, მამამისის დანახვა კი თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე.
გარი ნევილი და ფილ ნევილი
ნათესაობა:ძმები
დაბადების თარიღი: 18.02.1975/ 21.01.1977
იუნაიტედში გატარებული წლები:1991-2011/ 1990-2005
პოზიცია: მარჯვენა მცველი/ მარცხენა მცველი
მატჩები (გოლები): 400 (5)/ 263 (5)
ძმები ნევილები დღევანდელი დღის ისტორიაა და მათ ყველა კარგად იცნობს. გარი-იუნაიტედის უდიდესი კაპიტანი, მებრძოლი და ნამდვილი მანკუნიანელი, რიმელმაც მთელი კარიერა "წითლებს" შესწირა. მისმა ძმამ შეიძლება მთელი კარიერა არ შესწირა გუნდს, მაგრამ მან არანაკლები 15 სეზონი ჩაატარა და იმსახურებს პატივისცემას გუნდის გულშემატკივრებისაგან.
რაფაელ/ ფაბიო და სილვები
ნათესაობა: ტყუპი ძმები
დაბადების თარიღი:9.07.1990/ 9.07.1990
გუნდში გატარებული წლები:2008-დღემდე/ 2008-დღემდე
პოზიცია:მარჯვენა მცველი/ მარცხენა მცველი
მატჩები (გოლები):74 (5)/ 21 (1)
ტყუპების ისტორია ცხელია, როგორც თონის პური. იუნაიტედში მოსვლისას ხვეულ თმიანმა ძმებმა, მალე დაიკავეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში. იმის მიუხედავად, რომ ფაბიო იუნაიტედის ნაცვლად, ქპრის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, მე მჯერა, რომ იგი მალევე დაიკავებს და გახდება გუნდის შეუცვლელი ფიგურა, როგორც მისი ძმაა. რაფაელი ერთ-ერთ წარმატებულ სეზონს ატარებს თავის კარიერაში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. იუნაიტედის დაცვის ორივე ფლანგი დიდიხნით არის დაკეტილი.
კონკურს გარეთ:
ალექს და დარენ ფერგიუსონებიიმის მიუხედავად, რომ სერ ალექსი არასდროს არ ყოფილა იუნაიტედის ფეხბურთელი, მისი გვარი უკვე წლებია ასოცირდება მხოლოდ ერთ გუნდთან. მისმა შვილმა, დარენმა, მანჩესტერში 4 სეზონი ჩაატარა და 27-ჯერ შეძლო მოედანზე გამოსვლა.
ჯონი და კორი ევანსები
კორი ევანსს ძირითად შემადგენლობაში ერთი მატჩის არ ჩაუტარებია, ამიტომ ორივე ძმების შეყვანა ამ სიაში არ შეიძლება. მაგრამ იმის დავიწყება, რომ კორი იუნაიტედის აკადემიის მოსწავლეა, შეუძლებელია.
ასევე ნათესავები იყვნენ:
ფრედრიკ და გენრი ერენტცები, ტომასი და დევიდ ფინტზიმოსები, ჩარლზი და ჰერბერ როტუელები, ჯეიმსი და ჯო ჰოჯები, დევიდ და ჯეიმს ბეინები, ადამ და რიჩარდ ეკკერსლები, მაიკლ და უილ კინები.სპეციალურად Redarmy.Ge-ის