”მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა გააზიარა თავისი ფიქრები თავის მშობლიურ ქალაქზე, სადაც ის მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობ პიროვნებად ჩამოყალიბდა.
”ვფიქრობ აქ მანჩესტერში განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს. ისინი არიან დამაჯერებელნი და წინდახედულნი. თუ მათ არ ექნებოდათ ასეთი ხასიათი, ისინი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ აქ ცხოვრებას.
ძალიან კარგია, რომ ადგილობრივი ბიჭები კარიერას ადგილობრივ კლუბში იწყებენ. რაც უფრო მეტნი არიან მით უფრო კარგია. მანჩესტერში ხალხი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც აღწევენ ისინი დიდ წარმატებებს ”იუნაიტედთან” ერთად.
მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ვფიქრობ, რომ მანჩესტერში ყველაფერია სრული ბედნიერებისათვის. ეს ქალაქი და ეს გუნდი ჩემთვის ყველაფერია.
არასდროს არ მიფიქრია ამ ადგილის დატოვების შესახებ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი ცხოვრებით აქ. მე ვთამაშობ უდიდეს კლუბში ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი ?!” - დაასრულა სქოულზმა.