საუკეთესო საუკეთესოთა შორის...
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბევრის აზრით საუკეთესო სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში.
ინგლისის პრემიერ ლიგა განიხილება, როგორც ყველაზე საინტერესო და შესაძლოა საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, სადაც ამ ადამიანს მოუწია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის მართვა.
მან ამ 25 წლის განმავლობაში მოახერხა 5 FA თასის, 10 ქომიუნითი შილდის, ერთი ფიფას მსოფლიო თასის, 2 ჩემპიონთა ლიგისა და 12 პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება.
სერ ალექსს მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" როდი აქვს მოპოვებული ტიტულები. მისი პირადი კაბინეტი სავსეა ინგლისში თუ საზღვარგარეთ მოპოვებული პერსონალური ჯილდოებით.
თუმცაღა, ერთხელ ერთ ჭკვიან კაცს უთქვამს: "ყველაფერი რაც ბრჭყინავს ოქრო არ არის". იმისათვის, რომ იყო ლეგენდარული მწვრთნელი, მხოლოდ მეტალის ნატეხი არ კმარა.
მე შევეცდები მოგითხროთ, თუ რატომ არის ფერგიუსონი საუკეთესო თავის საქმეში და რატომ დარჩება მისი ღვაწლი სრულიად ფეხბურთის ისტორიას.
მწვრთნელების რაღაც რაოდენობა ადვილად ეჩვევა წარმატებას და შემდგომ, როდესაც მათ რაიმე უცხოს გამოცდა უხდებათ, ყველასთვის ნათელი ხდება მათი სუსტი მხარეები.
თუმცაღა, ბევრი მენეჯერი ამჟღავნებს თავის ორაზროვნებასა და მოქნილობას, როდესაც წნეხის ქვეშ ხვდება.
სერ ალექსი სწორედ მწვრთნელების ზემოთ ხსენებულ მეორე კატეგორიას განეკუთვნება.
უნარი, მოიპოვო გუნდის ნდობა და დაიმორჩილო ის ძალიან იშვიათი და ღირებული რამ არის თანამედროვე ფეხბურთში.
ერთი თაობის ძალზედ ცოტა მენეჯერი თუ იქნება ამ ნიჭით დაჯილდოვებული. ბობ პეისლი, ჯოკ სტეინი, ჟოზე მოურინიო და ბრაიან კლოუ - ეს ის სახელებია, რომლებიც მწვრთნელების სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნებიან, რაც თითოეულმა მათგანმა თავის კარიერაშიც დაამტკიცა.
ამ ერთი შეხედვით თვალის მომჭრელ სიაში ფერგიუსონს უკავია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. სადაც პეისლიმ შეძლო სამი ევროპის თასის მოპოვება, იქაც ფერგიუსონმა ინგლისის ჩემპიონატის პიკს მიაღწია.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ სერ ალექსს ბევრი ტიტული აქვს მოგებული - ძალიან ბევრი ტიტული!
70 წლის ფერგიუსონი ვლინდება რეკორდსმენათ, ყველაზე მეტი ტიტულის მოპოვებისთვის ინგლისის ჩემპიონატში, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სერ ალექსი ადგილობრივ სპეციალისტებს შორის მართლაც რომ საუკეთესოა.
ასევე აღვნიშნოთ, რომ მას პრემიერ ლიგის ტიტულების ჩათვლით 37 ტიტული აქვს მოპოვებული ინგლისში, არის საუკეთესო უმაღლეს (597) და უეფას ჩემპიონთა ლიგაში (106) თამაშების მოგების განხრით.
მოკლედ, ფერგიუსონის რეზიუმე ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რატომ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" გემის კაპიტანი საუკეთესო პრემიერ ლიგაში. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია "ოლდ ტრაფორდის" ისტორიას გადახედოს და გაიგოს პასუხები თავის კითხვებზე.
როდესაც ალექს ფერგიუსონის კარიერაზე საუბრობ, სისულელე იქნება არ აღნიშნო მისი გაზრდილი ტალანტები.
1986 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდი სავსე იყო 27 წელს ზევით ფეხბურთელებით. დღესდღეობით "წითელი ეშმაკუნების" შემადგენლობაში ბევრი ვეტერანი ფეხბურთელია, თუმცაღა რონ ატკინსონის დროს "იუნაიტედში" მოთამაშეების ასაკი 20 წელს უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე 30-ს.
"იუნაიტედს" ადრეული დროიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავდა, მაგრამ მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, კლუბმა ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი დაკარგა.
90-იან წლებში "მანჩესტერში" იზრდებოდნენ ისეთი წარმატებული ფეხბურთელები, როგორებიცაა რაიან გიგსი, პოლ სქოულზი, დეივიდ ბექემი, ნიკი ბატი და ძმები ნევილები.
ექვსივე მათგანი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი წარმატებული იყო ფერგიუსონის გამოუცდელი მოთამაშეების პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბების პოლიტიკა.
ზოგიერთ მენეჯერს არ ყოფნის ახალგაზრდების აღზრდის ნებისყოფა და მხოლოდ პროფესიონალ ფეხბურთელებს ყოდულობს შედეგის მისაღებად.
სერ ალექსისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ფეხბურთელის ასაკს. "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოდ ყველაზე ახალგაზრდულ კლუბად ფეხბურთის ისტორიაში, რადგან პირველ გუნდში ყველაზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.
სტატიის ამ პუნქტში ნათლად ჩანს ფერგის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენისა და აღზრდის საოცარი უნარი.
იმისდა მიუხედავად, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დღემდე ითვლება ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბად მსოფლიოში - რის შედეგადაც გუნდის შემოსავალი ყოველდღიურად საგრძნობლად იზრდებოდა - სერ ალექსს ეს ყველაფერი უხეშად რომ ვთქვათ თავში არ ავარდნია.
ამ ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდნენ მდიდარი გუნდები, როგორებიცაა "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი". ამ ორი გუნდისგან განსხვავებით სერ ალექსს არასდროს არ გადაუხდია ზედმეტი თანხა რომელიმე ფეხბურთელში.
ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული უნარი, აღმოაჩინოს ყველასთვის უცნობი პრივილეგირებული ფეხბურთელები. ფაქტი სახეზეა. 20 წლის წინ მან გუნდში გადმოიყვანა ერიკ კანტონა, ოლე გუნარ სოლსკაერი და პიტერ შმეიხელი, რომლებმსაც თითქმის არავინ იცნობდა და მათთვის მილიონების დახარჯვას არავინ აპირებდა.
გადის წლები და სერ ალექსი ყიდულობს ისეთ ვუნდერკინდს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. ფერგის შემდეგი აღმოჩენა მექსიკელი ხავიერ ერნანდესი იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი მან შეიძინა ნიკ პაუელი, რომელსაც ის ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
დიახ, ფერგიუსონმა დაუშვა ერთი-ორი შეცდომა, მაგრამ უნაკლო არავინ არის.
ძველი თქმულების თანახმად, "ყველაფერი ზომეიერად" არის კარგი ჯერ სულისთვის, შშემდეგ კი ხორცისთვის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი კოზირი სწორედ ის ზომიერებაა, რომელიც გუნდს წლების მანძილზე გააჩნია.
ახალგაზრდები სერ ალექსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მან ყოველთვის იცოდა გამოცდილი მოთამაშეების ფასი. პოლ სქოულზი, რაიან გიგსი, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი ამის ნათელი მაგალითებია. ძალიან ბევრ ვეტერანს უთამაშია "ოლდ ტრაფორდზე" და სერ ალექსი მათ ძალიან აფასებს.
ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგაში ძალიან ცოტა სპეციალისტი თუ მოიძებნება, ვისაც ფერგისთვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევა შეუძლია. ინგლისში ძალიან ბევრ მწვრთნელს უმუშავია, მაგრამ თავისი ადგილი ცოტას თუ შეუნარჩუნებია. დღესდღეობით ძალიან გახშირდა წარუმატებელი სეზონის გამო მთავარი მწვრთნელების პოსტიდან მოხსნა, რაც ხშირად უარყოფითად მოქმედებს გუნდზეც და მენეჯერზეც.
როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" წარუმატებლად თამაშობს კომენტატორები და ალბათ გულშემატკივრებიც ძალიან ნერვიულობენ, მაგრამ, თუ თქვენ ფერგის შეხედავთ, დაინახავთ, რომ ის თავის ჩვეულ ამპულაშია და აუღელვებლად აგრძელებს საღეჭი რეზინის ღეჭვას. ფერგიუსონთან ერთად გუნდიც ყოველთვის წყნარად თამაშობს.
თუ გინდა რომ მიაღწო იმას, რასაც შოტლანდიელმა სპეციალისტმა მიაღწია უნდა გქონდეს დასახული გარკვეული მიზანი. ფერგი ყველა თავისი ფეხბურთელის კარგი მეგობარია, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მკაცრი. ერთხელ, Daily Mail-ის თქმით მას უთანხმოება მოუვიდა "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელ დევიდ ბექემთან. მან დევიდს გასახდელში სახეში ხელი გაარტყა. ყველაფრისდა მიუხედავად ბექემი დღემდე რჩება ფერგის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შეგირდად და მის კარგ მეგობრად. ასე რომ სერ ალექსი ყოფელთვის სარგებლობდა და სარგებლობს ავტორიტეტით "იუნაიტედის" ფეხბურთელებში.
რა თქმა უნდა სერ ალექსს არ შეუძლია ერთდროულად ყველა საქმე აკეთოს. მას ასისტენტებად ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ჰყავს არჩეული.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელის იარაღი ტაქტიკისა და ფორმაციის კარგაგ ცოდნაა. ის ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებს მაშინ აძლევს შანსს, როცა საჭიროდ ჩათვლის და ხშირად ეს ამართლებს კიდეც. ასევე მან ძალიან კარგად იცის, თუ როდის უნდა ითამაშოს გუნდმა შემტევი ან დაცვითი ფეხბურთი.
შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ფერგი ინგლისში, და არა მარტო ინგლისში, ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. გამოცდილება, რომ ფულით ფასდებოდეს ალბათ ფერგიუსონი ინგლისში ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნებოდა.
რობერტო მანჩინი, რაფაელ ბენიტესი, კევინ კიგენი. ეს იმ სპეციალისტთა ჩამონათვალია, ვისთანაც ფერგის მენტალისტური ბძოლები ჰქონდა გამართული. სწორედ გონებრვი თამაშებია შოტლანდიელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. მას შეუძლია ისეთი რამ თქვას, რამაც ძალიან იმექმედოს თავის ოპონენტზე. მას თამაშების ნაწილი სწორედ მენტალიზმის ხარჯზე აქვს მოგებული, რაც მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ის მოსაზრება, რომ ფეხბურთი ბიზნესი გახდა 15 წლია უკვე ძალაშია. ფულს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ფეხბურთში. ფერგის არასდროს არ ჰქონია ვარსკვლავების ყიდვის საშუალება. ის შეძენილ ფეხბურთელებს თვითონ აყენებდა ვარსკვლავებად. მაიქლ კერიკი, დეივიდ დე ხეა, ჯონი ევანსი, ანდერსონი და ანტონიო ვალენსია - ეს მოთამაშეები ამის ნათელი მაგალითები არიან.
„იუნაიტედს“ ფანების უზარმაზარი ამალა ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც 700 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის. რა თქმა უნდა ფერგის არ აქვს საშუალება ყველა მათგანს მიაქციოს ყურადღება და გამოეხმაუროს, მაგრამ მას აქვს კონტაქტი ფანებთან ტურნეების საშუალებით.
ქართველ ფანებს კი რაღა დაგვრჩენია. ყოველთვის გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი საქართველომდეც ჩამოაღწევს...
ერთი სიტყვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ საყვარელ გუნდს ისეთი მაღალი დონის სპეციალისტი უდგას სათავეში, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონია და ნუ გავკიცხავთ მას ერთი ან ორი ჩაგდებული მატჩის გამო.. და რა თქმა უნდა გვქონდეს ახალი სეზონის იმედი.. იმედი იმისა, რომ ეს კაცი ისე არ წავა, ტრებლი რომ არ მოგვაგებინოს!
წყარო: Bleacherreport