თურქული კლუბის „ქასიმფაშას“ მწვრთნელმა შოთა არველაძემ განაცხადა, რომ „გალათასარაის“ თავდამსხმელი ბურაკ ილმაზი მოუხდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“.
"გალათასარაის" ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში საგრძნობლად პროგრესირებს. თუ იგი რომელიმე საგარეო კლუბში გადავა, დიდ წარმატებას მიაღწევს.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ იგი ხავიერ ერნანდესის პოზიციაზე ადვილად ითამაშებს. ფერგიუსონის ადგილას, აუცილებლად შევიძენდი ილმაზს“ - აცხადებს არველაძე.
ამ სეზონში მან თურქეთის ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იგი ბომბარდირების სიაში 8 გოლით არის შესული.