თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2013, 22:01
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2656,
კომენტარები: 14
დაცვის მარცხენა ფლანგი
2011-12 წლის სეზონმა ჩვენ საკმაოდ ბევრი მიზეზი მოგვცა იმისა, რომ ფიქრი დაგვეწყო ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგზე
დაცვის მარცხენა ფლანგი
ჩანდა, თითქოს იყო პატრის ევრა და ფაბიო; აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ახალგაზრდა და პერსპეკტიული მცველი ეზიკიელ ფრაიერსის სახით, ამიტომ არანაირი საფუძველი არ გვქონდა იმისა, რომ გვენერვიულა დაცვის მარცხენა ფლანგზე. მაგრამ უმიზეზოდ არ მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რომ გუნდი ბეინსის შეძენას ცდილობდა. თუმცა საბოლოოდ ბიუტნერი გავიფორმეთ.

პატრისისთვის ეს, ალბათ ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონი იყო. დიახ, მან ჩაატარა 47 მატჩი და სხვათაშორის იგი ერთადერთია გუნდში, რომელსაც ამხელა მაჩვენებელი აქვს ჩატარებული მატჩებისა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვტოვებდა ეჭვი იმის შესახებ, რომ მოედანზე იმყოფება სხვა ფრანგი და არა ის, რომელიც გასულ სეზონებში ამშვენებდა წითელ მაისურს. რა საკვირველია, იგი გუნდის საჭირო ფიგურა იყო და მისი შეჭრა მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში შიშს ღვრიდა მათ, მაგრამ ევრა ვეღარ ასწრებდა დაცვაში დაბრუნებას. ამის გამო, ორმაგი სამუშაოს კეთება უწევდა ან ქერიქს, ან ვიდიჩს ან კიდევ ევანს, გოლები კი მარცხენა ფლანგიდან უფრო ხშირად გადიოდა. შესაძლოა მასზე იმოქმედა ეპიზოდმა სუარესთან, რადგან პრესამ ეს კონფლიკტი უზომოდ გააბუქა.

დაცვის მარცხენა ფლანგი


მაგრამ ვიდიჩის არყოფნისას, ზუსტად ევრას გამოყავდა გუნდი კაპიტნის სამკლაურით. ეს იმას მაჩვენებელია, თუ რაოდენ მნიშვნელობანია იგი გუნდისათვის. პატრისი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.




ევრას შესაცვლელად ყოველთვის მზად იყო ფაბიო. თავიდანვე, როდესაც მანჩესტერში ტყუპები მოვიდნენ, საფეხბურთო ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ უფრო პრესპეკტიული ფაბიო იყო. იგი კარგად შემოდიოდა ცვილებიდან. ფაბიო ფლობს არაჩვეულებრივ და ბრაზილიელებისათვის დამახასიათებელ ტექნიკას. იგი თამაშობდა მარჯვენა ფლანგზეც, როდესაც ამას სიტუაცია მოითხოვდა. მაგრამ მას ყოველთვის რაღაც აკლდა იმისათვის, რომ გამხდარიყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. პირადად ჩემთვის, არასასიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ უყურებდა ტყუპისცალი მატჩს სათადარიგოდან. ამიტომ, მე მოხარული ვარ, რომ იგი "ქპრ-ში" გაუშვეს იჯარით.

დაცვის მარცხენა ფლანგი


2012-13 წლის სეზონის დაწყებამდე, იმის შემდეგ, რაც ფაბიო იჯარით წავიდა, ნათელი გახდა, რომ მარცხენა ფლანგზე საჭირო იყო ფეხბურთელი, რომელიც ღირსეულად შეცვლიდა ევრას. და ასე გაჩნდა ბიუტნერი. რა თქმა უნდა, იგი არ არის ბეინსი, მაგრამ არც ბიჭია, რომელიმე სოფლის გუნდიდან. ველოდებოდი მის გამოჩენას ინგლისის პრემიერლიგაში და დებიუტიც წარმატებული გამოდგა:არაჩვეულებრივი გოლი და საგოლე გადაცემა. მის შემდეგ გამოჩენას მოედანზე მოუთბენლად ელოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ჰოლანდიელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. იგი მებრძოლი, მოხერხებული და მონდომებულია, მაგრამ აკლია ან დონე ან გამოცდილება. სამაგიეროდ, ეს სურათი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. იმედი მაქვს, მოედანზეც ასეთი იქნაბა.

დაცვის მარცხენა ფლანგი


მე, როგორც მახსოვს, ბიუტნერის დებიუტის დროს, ხშირად აჩვენებდნენ ევრას ჩაფიქრებულ სახეს. მან ბევრი რამ ისწავლა იმ თამაშიდან. პატრისმა, თითქოს განაახლა თავისი შესაძლებლობები იმის შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მას ადგილი ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული არ აქვს. ახლა კი ჩვენ ვხედავთ იმ ევრას, რომელიც დაფრინავს თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე. მას უკვე 4 გოლი აქვს და 6 საგოლე გადაცემა. საკმაოდ პატივსაცემია მცველისათვის. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ იგი მოხვდება ლიგის სიმბოლურ გუნდში, რადგან მას საკმაოდ ღირსეული კონკურენტი ყავს ბეინსის სახით, რომელიც ასევე არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. ერთი სიტყვით, მე მადლობას ვუხდი ბიუტნერს იმისათვის, რომ მან გააღვიძა ის ფრანგი პატრის ევრა, რომელიც წლების მანძილზე მოუსვენრად დაქროდა მარცხენა ფლანგზე. ახლა, იგი თავის მეორე ახალგაზრდობას განიცდის, რაც ყოველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა.

დაცვის მარცხენა ფლანგი


მომდევნო სეზონში, როდესაც გუნდში დაბრუნდება ფაბიო, კონკურენცია ადგილისათვის უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში არის გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება

სამაგიეროდ ვიცი, როგორ მუსიკას უსმენენ იუნაიტედის გულშემატკივრები ტრიბუნისქვეშ მდებარე "ტრიბუნებში". მადლობა ამისთვის ევრას!

სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
22 მარტი 2013 22:03
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
საინტერესო იქნება მომდევნო სეზონიდან როგორ განვითარდება მოვლენები am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: BERDI
22 მარტი 2013 22:03
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გუნდის DJ wink მაგრად მევასება ევრა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Amanda Seyfried
22 მარტი 2013 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ფაბიო მინდა ძირითადში,ევრა რომ შეცვალოს ხოლმე რა
0
№4
ავტორი: Esi
22 მარტი 2013 22:22
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ფაბიოოოოოოო!
0
№5
ავტორი: love united
22 მარტი 2013 22:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ევრა განწყობას ქმნის გუნდში როგორც ჩანს...რავიცი,მე პირადად ვფიქრობ რომ ბიუტნერის მოყვანას ბეინსი მოეყვანათ ჯობდა...ან ვიტესიდან თუ უნდოდათ ვინმეს ყიდვა კაშია ეყიდათ... wink
0
№6
ავტორი: Jubo
22 მარტი 2013 22:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Wembleeey.. wembleey
la la lalalala la la laaa
wembleey
biggrin2 ლაშა საღოლ.
ევრას წასვლის შემდეგ ფაბიოს და ბუტნერს სერიოზული კონკურენცია ექნებათ. არც ისაა გამორიცხული მესამე და ბევრად უფრო მაღალი დონის მცველიც დავიმატოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Luka Gelashvili
22 მარტი 2013 22:33
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ევრას მერე ფაბიო მეიმედება მარგარ არ მინდა რომ ბიუტნერის ნიჭი დაიმარხოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: red devil
22 მარტი 2013 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
love united,
getanxmebi kashia ro manushi iyos magram gaasworebda:D
0
№9
ავტორი: Tsuki
22 მარტი 2013 23:11
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ბოლო ვიდეოზე მაგრა ვიღადავე საღოლ ვიდა :)
0
№10
ავტორი: Red Hooligan
22 მარტი 2013 23:39
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ევრა მაგარი კაცია მარა ნელ-ნელა უკლებს. სანამ ევრა დაამთავრებს კარიერას ბიუტნერიც მიიღებს საკმაო გამოცდილებას და მგონი ამ ფლანგზე არ იქნება პრობლემები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top