თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2013, 18:54
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 17
ვრცელი ინტერვიუ უეინ რუნისთან
ინგლისელმა თავდამსხმელმა ინტერვიუ მისცა "United Review-ს"...
ვრცელი ინტერვიუ უეინ რუნისთან
ამ დროისთვის "იუნაიტედს" ძალიან სულიდური ქულების სხვაობა აქვს "მანჩესტერ სიტისთან". გიგიკვირდათ, რომ ორ კლუბს შორის, რომლებიც პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვიან, ამხელა ქულათა სხვაობაა?


ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ქულების მოპოვებას, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ვერ აკეთებენ. მაგრამ ჩვენ შეუპოვრად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და კიდევ კარგად გავიმყაროთ ჩვენი ადგილი. სწორედ ამიტომაა ყოველი მატჩი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი.

როგორ მიდის ეს სეზონი კლუბისთვის?


დრო და დრო ჩვენი კლუბის თამაშები ამერიკულ მთებს ემსგავსებოდა, განსაკუთრებით კი სეზონის პირველ წრეში. ჩვენ ძალიან ბევრი "ქამბექი" მოვახერხეთ და ვთვლი, რომ ეს სეზონი ჩვენი კლუბისთვის საკმაოდ კარგია. ამ სეზონში ჩვენ მართლაც ყველაზე კარგი თამაში ვაჩვენეთ პრემიერ ლიგაში. ჩვენ ამ სეზონში ძალიან ბევრი მატჩის მოგება შევძელით, რამაც ჩვენს სატურნირო ცხრილზეც იმოქმედა.

შეუძლია ამ ქულათა სხვაობამ რაიმე წარმატება მოუტანოს კლუბს, თუ ყურადღებას არ აქცევთ სატურნირო ცხრილს და მხოლოდ შემდეგი მატჩისთვის ემზადებით?


ჩვენ უბრალოდ გვინდა ამ სხვაობის შენარჩუნება და თუ შესაძლებელია გავზარდოთ კიდეც. ჩვენ არასდროს არ ვფიქრობთ:"ჩვენ ბევრი ქულები დავაგროვეთ და ახლა შეგვიძლია რამოდენიმე თამაში წავაგოთ." ლაპარაკი მხოლოდ გამარჯვებაზეა. ჩვენ ჩვენს თავს ქულების დაკარგვის უფლებას არ მივცემთ. ასეთია კლუბის მენტალიტეტი, რომელიც გამარჯვებისკენ მოგვიწოდებს.

წინა სეზონის მარცხი გაფრთხილებად ითვლება თქვენთვის?


წინა სეზონმა იმედგაცრუება მოგვიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ "სიტიც" წინა სეზონს გაიხსენებს და იტყვიან, რომ ამ სეზონში მათ კიდევ აქვთ შანსი. ამიტომ ყოველ მატჩში უნდა გავიმარჯვოთ და გავიუმჯობესოთ შედეგი. რაც წინა სეზონში შეგვემთხვა, ნამდვილად დიდი დარტყმა გამოდგა ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმსათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ სერ ალექსიც არ დაუშვებს ამ სცენარის განმეორებას?


სერ ალექსი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ფეხბურთელებთან საუბარში, განსაკუთრებით კი ის ახალგაზრდებს ესაუბრება. მისი სიტყვები ყოველთვის ამაღელვებელია. იმის და მიუხედავად თუ რამდენი ქულა გაქვთ აქტივში, ის მაინც არ მოგცემთ დასვენების საშუალებას. მწვრთნელს სურს, რომ ჩვენ მხოლოდ წინ წავიდეთ.

თქვენ ბევრი ტრავმირებული არ გყავთ. ალბათ ესეც გარკვეულწილად ითვლება თქვენთვის წარმატებად?


დიახ ეს კარგია. ჩვენ წინა სეზონის ამ სტადიაზე ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ახლა კი სულ რამოდენიმე მოთამაშეა ლაზარეთში, რაც სერ ალექს საშუალებას აძლევს შემადგენლობის როტაციას მიმართოს. თუ რომელიმე ფეხბურთელს დასვენება სჭირდება, სერ ალექსი მას ასვენებს. ვიმედოვნებ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელი სეზონს კარგი ფორმით დაასრულებს.

კიდევ ერთ დამატებით პლიუსად იმას თვლით, რომ თქვენ, ნანიმ და კაგავამ სეზონის დასაწყისში, რამოდენიმე დაზიანება მიიღეთ და ახლა კარგად გამოიყურებით?


დიახ, ნაწილობრივ. მე თავს კარგად ვგრძნობ და სეზონის ბოლომდე შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. კარგია, რომ სერ ალექსს დიდი არჩევანი აქვს. ბევრ კლუბს შეუძლია სეზონის ამ ნაწილში ქულების დაკარგვა, რადგან ისინი მხოლოდ ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობენ. ჩვენ სეზონის ბოლოსაც კარგ ფორმაში ვიქნებით.

კლუბს ნამდვილად სურს ფა თასის მოგება?


დიახ, ძალიან სურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, როგორც კლუბისთვის ასევე ჩემთვის. მე ეს ტიტული არასდროს არ მომიგია. ყოველთვის ვოცნებოდბდი ფა თასის მოგებაზე.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ტურნირში გამარჯვება თქვენთვის აუცილებელი იმიტომაა, რომ თქვენს კარადას ამ ბოლო წლებში მედლები შემოაკლდა?


რათქმაუნდა. მე ვიზრდებოდი და ამ ტურნირის მოგებაზე ვოცნებობდი. მე რამოდენიმე ფინალი წავაგე კლუბთან ერთად, რაც ძალიან არა სასიამოვნო გრძნობაა. ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში მაინც დავეუფლებით ამ ტიტულს.

როგორ მიდის ეს სეზონი პირადად თქვენთვის?


ტრავმებმა შემიშალა ხელი, რომ ამ სეზონში სრულად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები. ახლა კი მსურს, რომ ჩემი პირვანდელი ფორმა აღვიდგინო და სეზონის ბოლომდე მაქსიმალური რაოდენობის მატჩები ჩავატარო.

მიმდინარე სეზონში თქვნე რამოდენიმე პოზიციაზე მოსინჯეთ საკუთარი ძალები, რადგან სერ ალექსმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავა. მოგეწონათ პოზიციების შეცვლა?


ეს ძალიან დიდი გამოცდილების დაგროვება იყო. მე ნახევარდაცვის მთელ ფრონტზე ვთამაშობდი, რაც ხელს მიწყობდა მთელი თამაში მეკონტროლებინა. თუ მწვრთნელი მოისურვებს ჩემი პოზიციის შეცვლას, მე ასეც მოვიქცევი.

თქვენს თავს თუ თვით ახალგაზრდა ფეხბურთელების მაგალითად?


(იცინის) თქვენ იმაზე მესაუბრებით, გადავცემ თუ არა ახლაგაზრდებს ჩემს გამოცდილებას. მე ბევრ ჩემზე უფროს ფეხბურთელთან მქონდა კავშირი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ახლა მე თვითო მსურს ახალგაზრდებთან საუბარი. საქმე იმაშია, რომ ზოგმა ახალგაზრდამ არ იცის თუ რამხელა საქმის გაკეთება მოუწევს, სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად. თქვნე კი იმის სურვილი გიჩნდებათ, რომ მათ დაეხმაროთ.

როგორ შეაფასებდით რობინ ვან პერსის მუშაობას, ამ სეზონში?


მან თავი ძალიან კარგად წარმოგვიდგინა და ბევრი ლამაზი ბურთიც გაიტანა. რობინი მოვიდა კლუბში და მაშინვე დაიწყო შედეგის ჩვენება. ჩვენ ყველა გახარებულნი ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ის ჩვენს კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. ჩვენ ვიცოდით თუ რამხელა სარგებლობას მოუთანდა ის კლუბს და ასეც მოხდა.

როგორია ის გასახდელში?


ის კარგად ჩაეწერა ჩვენს კოლექტივში. გუნდური სულისკვეთება იმხელაა ჩვენს კლუბში, რომ ნებისმიერ ახალ ფეხბურთელს შეუძლია ადვილად ადავტირება. რობინს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ამ დროსითვის, რა ითვლება "იუნაიტედის" მთავარ გადამაადგილებელ ძალად?


კარგი გუნდური სულისკვეთება. კლუბის ნებისმიერი მოთამაშე შეუპოვრად ცდილობს ვარჯიშს და თავის გამოჩენას თამაშებზე. ყველაფერი ეს კი სერ ალექსის დიდი სამუშაოს დამსახურებაა.

რას ფიქრობთ, როგორი იქნება "იუნაიტედი" სამი-ოთხი წლის შემდეგ?


ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მოთამაშეებს ყოველთვის აქვთ გამარჯვების სურვილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სეზონში წარმატების მიღწევა. ეს მოგვცემს კარგ ტრამპლინს უახლოეს წლებში. როგორც კი ახლაგაზრდა ფეხბურთელები გაიგებენ გამარჯვების გემოს, მათ ეს კიდევ მოუნდებათ. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამ გემოს ამ სეზონშივე გაიგებენ.

ავტორი ლადო ღონღაძე!
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
22 მარტი 2013 18:55
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
რუნიიიი!
0
№2
ავტორი: ლადო
22 მარტი 2013 18:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგად წაიკითხეთ ბევრი ვიწვალეე....რუნიი love


პ.ს 220 სიახლე ავღნიშნეე gun2

ცოტა შეცდომები მექნება მაგრამ ცოტა მერე შევასწორეებ ეხლა ძალიან დავიღალე
0
№3
ავტორი: UTD-Rule
22 მარტი 2013 19:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Lado Ghonghadze,
კარგია ყოჩაღ gun2

რუნის კიდევ ამ სეზონში ტრავმებმა გაუფუჭეს ყველაფერი,მაგრამ მაინც კარგ შედეგს აჩვენებს ჩვენი შრეკი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: razma21
22 მარტი 2013 20:10
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ ლადო!:)
0
№5
ავტორი: ლადო
22 მარტი 2013 20:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
RazMa.,
hi2
0
№6
ავტორი: love united
22 მარტი 2013 20:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო... derpthumb ეს საიდან თარგმნე,ინგლისურიდან თუ რუსულიდან?..
0
№7
ავტორი: ლადო
22 მარტი 2013 20:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
რუსულიდან
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
22 მარტი 2013 21:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კარგი ხარ ავტორ
0
№9
ავტორი: ლადო
22 მარტი 2013 21:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Amanda Seyfried,
hi2 მადლობაა
0
№10
ავტორი: BERDI
22 მარტი 2013 21:44
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
საღოლ გილოცავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top