"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის ანდრეს ლინდერგაარდის აგენტმა განაცხადა,რომ ისინი განიხილავენ დანიერლი დანიერლი გოლკიპერის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.აგენტის განცხადებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები გუნდის ხელმძღვანელობასთან ადნრესის კონტრაქტის შესახებ.ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს ანდრეს ლინდერგაარდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებდა მანჩესტერულ კლუბს,იქედან გამომდინარე,რომ ესპანელმა დევიდ დე ხეამ ადგილი დაიმკვირდა "წითელი ეშმაკების" ძირითად შემადგენლობაში.როგორც ცნობილი გახდა "ფულემი" და "ვესტ ჰემი" დაინტერესებულნი არიან 28 წლის დანიელი კიპერით,რომელიც ბოლო ორი წელია "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს.
"ჩვენ გვაქვს ღია დიალოგები გუნდის ხელმძღვანელობასთან ანდრესის მომავლის შესახებ,რომელიც "მანჩესტერ იუანიტედს" უკავშირდება.ამჟამად ჩემი დამკვეთი ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ გუნდის წარმატებაზე.ჩვენ წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძლია,რადგან არ ვიცით რა იქნება მომავალში.ჩვენი დიალოგები ღიათ მიმდინარეობს, ამიტომ პრესა ზუსტად მიიღებს ინფორმაციას ახალი კონტრაქტის შესახებ." - განაცხადა მიხაილ სტენსგორმა (ლინდერგაარდის აგენტი)