თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2013, 01:03
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 5229,
კომენტარები: 52
ყურადღება !
სტატიის წერის კულტურა და წესები !

P.S : წაკითხვა სავალდებულოა ! წინააღმდეგ შემთხვევაში წესების დამრღვევი დაისჯება ადმინისტრაციის მიერ დაწესებული კანონით !
ყურადღება !
ბოლოდ დროს განვითარებულა მოვლენებმა, საიტის ადმინისტრაციას გადაგვაწყვეტინა გაგვემკაცრებინა მომხმარებელთათვის სიახლის წერის ხელმისაწვდომობა. როგორც უკანასკნელმა თვემ გვაჩვენა, საიტის ლმობიერება და გადაწყვეტილება, წაგვეხალისებინა დამწყები მწერლები, თავად REDARMY.GE-სთვის აღმოჩნდა საზიანო. უკანასკნელი თვის განმავლობაში მომრავლდა დაბალი დონის სტატიები, მომხმარებლებს გაუჩნდათ ამბიცია მაღალი სტატუსის მისაღებად, რამაც თავისი შედეგი უკვე გამოიღო (სამწუხაროდ უარყოფითი).

ჩვენი საიტის Publisher-ებისა და User-ების უმრავლესობამ საიტის ადმინისტრაციის მოლოდინი და იმედები ერთბაშად გაგვიცრუეს. მომრავლდა გრამატიკულად გაუმართავი სტატიების რაოდენობა, უმეტეს შემთხვევაში დარღვეული იყო სტილისტიკა, მორფოლოგია და პუნქტუაცია, ასევე მრავლად იყო ტავტოლოგიის შემთხვევებიც. ავტორები ხშირად არღვევდნენ სტატიის წერის კულტურას და სურვილისამებრ აყალიბებდნენ სათქმელს. ასევე, სუსტი იყო თარგმანის დონე უცხოური ენებიდან, როგორიცაა ინგლისური და რუსული. ბევრი რომ არ გავაგრძელო - ის, რითაც ჩვენი საიტი არსებობის დღიდან ამაყობდა, ბოლო დროს ერთბაშად გაქრა.

რა საკვირველია, ეს ხარვეზები ხშირ შემთხვევაში დროულად იყო აღმოფხვრული საიტის მოდერატორებისა და ადმინების დახმარებით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ვერ ვახერხებდით სტატიის დროულად გადამოწმებას და რედაქტირებას, რის შედეგადაც, პირდაპირ ვიტყვი - ცუდი Publisher-ის ცუდი სტატია კრიტიკის ქარცეცხლში ეხვეოდა REDARMY-ზე და არამხოლოდ აქ.

დიდხანს, რომ აღარ გავაგრძელო, ეს პრობლემა უკვე საგანგაშო გახდა და ადმინისტრაციამაც ახალი, გამკაცრებული რეფორმის გატარება გადაწყვიტა.

ამ წერილში, სიახლის წერის მსურველებს მე ავუხსნი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩამოყალიბებული, პროფესიონალურ დონეზე შესრულებული სტატია.


სტატიის წერის კულტურა

ყველაფერს აქვს თავისი წესი და კულტურა. ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, რომელსაც დაცვა და შესრულება ჭირდება. სტატია, ერთ-ერთი მათგანია.

აუცილებელი ცნობები სტატიის შესახებ :

- სტატია არ შეიძლება იყოს ორ ან სამ ხაზიანი. იმისთვის, რომ ნამუშევარს სტატია დაერქვას, აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ ასი სიტყვა.

- სტატიაში აუცილებელია დაცული იყოს გრამატიკის ყველა წესი ! (მორფოლოგია, პუნქტუაცია, სინტაქსი. )

- სტატიაში დაუშვებელია ტავტოლოგია !

- სტატია შეიძლება იყოს წერილი, ესე ან გადმოთარგმნილი.

- წერილისა და ესეს ტიპის სტატიას ჭირდება შესავალი, არგუმენტი და დასკვნა.

შესავალი - სტატიის შესავალში, ავტორი სვამს საკითხს და მიზეზს, რომელზეც მოგვიანებით უნდა ისაუბროს. შესავალი ნაწილი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 30 სიტყვისა და არაუმეტეს 60 სიტყვისა.

არგუმენტი - არგუმენტი შესავალის მომდევნო ნაწილია. არგუმენტაციის დროს ავტორი ვალდებულია ახსნას, თუ რატომ სვამს კონკრეტულ საკითხს და დაგვიმტკიცოს მის მიერ არჩეული თემატიკის სისწორე. არგუმენტაციისას ავტორი განიხილავს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებს. დაუშვებელია ფუჭი მრავალსიტყვაობა, რადგან მას არ აქვს უფლება აცდეს თემატიკას. არგუმენტაცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 60 სიტყვისა.

დასკვნა - დასკვნით ნაწილში ავტორი ვალდებულია შეაჯამოს მის მიერ წარმოთქმული მოსაზრებები და საბოლოოდ დაუსვას წერტილი წამოჭრილ საკითხს. დასკვნა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 40 სიტყვისა.

მაგალითი 1

მაგალითი 2

- გადმოთარგმნილი სტატია უნდა იყოს უცხოური ვერსიის აბსოლუტური სიზუსტით დაწერილი, ლიტერატურულად კორექტირებული და გრამატიკულად გამართული.

მაგალითი


მცირე ექსკურსი გრამატიკაში

როგორც უკვე მოგახსენეთ, გრამატიკა სტატიის განუყოფელი ნაწილია. სტატიის ავტორებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ გრამატიკის უმნისვნელოვანესი ნაწილები. მწერალს თავისუფლად უნდა შეეძლოს აზრის გამართულად ჩამოყალიბება, უნდა ჰქონდეს ლექსიკური მარაგი, რათა არ დაუშვას ტავტოლოგია. გთავაზობთ მცირე, მაგრამ ამომწურავ განმარტებებს.

1) მორფოლოგია - მორფოლოგია იკვლევს სიტყვების ფორმათა ცვალებადობას და ამ ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებულ სიტყვის შინაარსის ცვლას. გთავაზობოთ მორფოლოგიის სახეებს :

- მეტყველების ნაწილები - ქართულ ენაში 10 მეტყველების ნაწილია

1. არსებითი სახელი: კაცი, სახლი, ოცნება, დავითი, რიონი...
2. ზედსართავი სახელი: დიდი, პატარა, ქუდიანი, უქუდო...
3. რიცხვითი სახელი: ერთი, ათი, მილიონი, მეცხრე, მესამედი...
4. ნაცვალსახელი: მე, შენ, იგი, ვინ, რამე, ყველა, თითოეული...
5. ზმნა: წერს, ხატავს, დგას, დაფრინავს...
6. ზმნიზედა: გუშინ, ხვალ, აქ, ასე...
7. თანდებული: მიერ, გამო, შესახებ...
8. კავშირი: და, თუ, მაგრამ, ხოლო...
9. ნაწილაკი: არა, ვერა, ჰო, დიახ...
10. შორისდებული: ეჰ! ვაი! ყოჩაღ!..

- ზ მ ნ ა

ზმნა არის მეტყველების ნაწილი, რომელიც გამოხატავს კონსტრუქციაში სუბიექტად წარმოდგენილი პირის მოქმედებას (აკეთებს, კეთდება...) ან მდგომარეობას (დგას, წუხს...).

მაგ : რუნი ფეხბურთს თამაშობს ! - ამ წინადადებაში ზმნა არის - თამაშობს - (რას შვრება?)

- ბრუნება

სახელთა ფორმაცვალებას, ანუ მიმოხრას ბრუნვათა მიხედვით ბრუნება ეწოდება. ქართულ ენაში ბრუნვათა რაოდენობა შვიდია. თითოეულ ბრუნვას თავისი ბრუნვის ნიშანი გააჩნია. (სახელობითი - , მოთხრობითი - მა, მიცემითი -, ნათესაობითი - ის, მოქმედებითი - ით, ვითარებითი- ად, წოდებითი - ) ამის ცოდნა დაგეხმარებათ წერის დროს სწორად ააწყოთ წინადადების კონსტრუქცია. მაგალითად :

სახელობითი - ბურთ -
მოთხრობითი - ბურთ -მა
მიცემითი - ბურთ -
ნათესაობითი - ბურთ - ის
მოქმედებითი - ბურთ - ით
ვითარებითი - ბურთ - ად
წოდებითი - ბურთ -


არსებობს ფუძეთანხმოვნიანი და ფუძეხმოვნიანი სახელები. ფუძეთნხმოვნიანი სახელები უკუმშველი ან კუმშვადია, ხოლო ფუძეხმოვნიანი უკვეცელი, კვეცადი ან კუმშვად-კვეცადი. მაგ:

- ნაცვალსახელი

ნაცვალსახელი საუკეთესო საშუალებაა ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად, როცა საუბარი არსებით სახელზე მიდმინარეობას. ნაცვალსახელები გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფებად :

1) პირისა: მე შენ, ის (იგი); ჩვენ, თქვენ, ისინი.
2) ჩვენებითი: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ამნაირი, ამისთანა, ამდენი...
3) კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, მათი, თავისი...
4) კითხვითი: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?..
5) კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისა?
6) მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც...
7) უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, თითოეული, ყველა...
8) განსაზღვრებითი: თვით, თვითონ, თითოეული, ყველა...
9) განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე...

2) პუნქტუაცია ეს მნიშვნელოვანია !

პუნქტუაცია ენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ის განსაზღვრავს წინადადების მართობულობას. პუნქტუაციის საშუალებით ჩვენ ვხვდებით, თუ როგორ, რა ინტონაციით უნდა გავიგოთ ესა თუ ის წინადადება. პუნქტუაცია გულისხმობს სასვენი ნიშნების არსებობას ენაში. მის გარეშე სტატიის დაწერა წარმოუდგენელია ! მე გასწავლით სად და როდის უნდა გამოიყენოთ ესა თუ ის სასვენი ნიშანი !

1) წერტილი (.) იწერება :

- თხრობითი წინადადების ბოლოს, როდესაც აზრი დასრულებულია. (მაგ: რუნიმ გოლი გაიტანა. გუნდმა მოიგო. )

- სიტყვის შემოკლების დასაფიქსირებლად. (მაგ: ე.წ. (ეგრეთ წოდებული) ; სხვ. (სხვა); ა.შ (ასე შემდეგ))

- ტექსტის სართულებად დაყოფის დროს. (მაგ : 1. ; 2. ; 3. ; )

წერტილი არ დაისმის სათაურის ბოლოს !

2) მძიმე (,) იწერება :

- რთული თანწყობილი ან რთული ქვეწყობილი წინადადებების შემადგენელ წინადადებებს შორის. (მაგ: გუნდმა კარგად ითამაშა, თამაში მოვიგეთ ან რუნი, რომელმაც გოლი გაიტანა, გუნდში საუკეთესოა. )

- შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს შორის. (მაგ : მანჩესტერმა მუსრი გაავლო ტოტენჰემს, ევერტონს, სიტის, ჩელსის ან - 1999 წელი დიდებული იყო, გუნდმა ტრებლი მოიგო)

- მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები). (მაგ : მომავალ წელს, სეზონის ბოლოს, მანჩესტერი ჩემპიონი გახდება ან - ეჰ, ჩემო მანჩესტერელებო, მომენატრა ძველი დრო.)

- სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად. (მაგ: - წადი და თამაშს უყურე - მითხრა მამაჩემმა - ტვინი ნუ შემიჭამე.)

3) წერტილ-მძიმე (;) იწერება :

- წერტილ-მძიმე ორ წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ. (მაგ: რაც მანჩესტერ მოგებული არ ქონდა, მოიგო; რაზეც მიღწეული არ ჰქონდა, მიაღწია; რაც საოცნებო ჰქონდა, აისრულა.)

- წერტილ-მძიმე დაისმის აგრეთვე რაიმე აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლის დროს. (მაგ: ჩელსისთან მატჩში გოლი გაიტანა ა)უელბექმა; ბ) ჩიჩარიტომ; გ) რუნიმ; დ)პერსიმ.)

4) კითხვის ნიშანი (?) იწერება :

- კითხვის ნიშანი ( ? ) დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს: (მაგ: ვინ იყო საუკეთესო გუშინდელ მატჩში?)

5) ძახილის ნიშანი (!) დაისმის :

- ძახილის წინადადების ბოლოს. (მაგ: ერთი შეხედე! მსაჯების ბოდიალს!)

- მიმართვის ფორმების გამოყენების დროს. (მაგ: ძვირფასო ფანებო! შეკრებილო საზოგადოებავ! ჩემო მკითხველო!)

6) კითხვა-ძახილის ნიშანი (?!) დაისმის :

- კითხვა-ძახილის ნიშანი დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების მომდევნოდ. (მაგ: უეფა სულ გაგიჟდა! როდის მოვლენ აზრზე ნეტა?!)

7) მრავალწერტილი ( ... ) იწერება :

- დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების შემდეგ. (მაგ: რუნიმ დაარტყა და...)

- დაუსრულებელი ჩამონათვალის ბოლოს (მაგ: მოედანზე ადგილი ჰქონდა ჩხუბს,მსაჯთან კამათს,ფანების სტვენას...)

- თუ ციტატას ვამოკლებთ. (მაგ: "მე რომ მახინჯი დავბადებულიყავი...")

8) ორწერტილი ( : ) დაისმის :

- სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს – ავტორისეული სიტყვების შემდეგ. (მაგ: რუნიმ თქვა : )

- განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს წევრების ჩამონათვალი. (მაგ: მანჩესტერს აქვს უდიდესი განძი : ფანები, ლეგენდები, ისტორია.)

9) დეფისი ( - ) გამოიყენება :

- ნაირფუძიანი ან გაორკეცებული რთული სიტყვების ხმარებისას (მაგ: ხუთ-ხუთი)

- სხვათა სიტყვის -მეთქი და -თქო ნაწილაკების დართვისას. (მაგ: ხომ გითხარი, მანჩესტერი მოიგებს-მეთქი!)

- თავსართ-ბოლოსართების დართვისას რიცხვით სახელებზე. (მაგ: მანჩესტერი მე-2 ადგილზე გადავიდა)

10) ფრჩხილები ( ) გამოიყენება :

- როცა გამოსაყოფია წინადადებაში ჩართული სიტყვა ან გამოთქმა ნათქვამის დასაზუსტებლად თუ განსამარტავად. (მაგ: რუნიმ თქვა, რომ ეს პროფესია (ფეხბურთელობა) მისთვის ყველაფერზე ძვირფასია.)

- ცალმხრივი ფრჩხილი გამოიყენება ჩამონათვალის დანომრვის დროს. (მაგ: ა);ბ);გ);დ))


რეფორმა


მწერალი, რომელიც დაარღვევს ზემოთ მოცემულ სტატიის წერისა და გრამატიკის წესებს, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაბამისად დაისჯება !

I დარღვევა - წესების დამრღვევი პირველ ჯერზე მიიღებს სიტყვირ გაფრთხილებას !
II დარღვევა - წესების მეორედ დამრღვევს შეუჩერდება მოქმედი სტატუსი (USER-ის შემთხვევაში 1 თვით აეკრძალება სიახლის გამოქვეყნება)
III დარღვევა - წესების მესამედ დამღვევს 1 თვით აეკრძალება სიახლის გამოქვეყნება (USER-ის შემთხვევაში აეკრძალება საიტზე აქტიურობა 1 თვით (ბანი დაედება) )
IV დარღვევა - წესების მეოთხედ დამრღვევს სამუდამოდ აეკრძალება საიტზე სიახლის გამოქვეყნება. (USER-ის შემთხვევაში სამუდამოდ აეკრძალება საიტზე აქტიურობა)

სასჯელი ვრცელდება სამი ან სამზე მეტი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში !


თქვენ ახლა ყველანაირი პირობა გაქვთ იმისთვის, რომ წეროთ საუკეთესო ხარისხის სტატიები. მოგმართავთ გთხოვნით! გაითვალისწინეთ ადმინისტრაციის მიერ მოცემული რჩევები, რათა იყოთ საყვარელი კლუბის ფანების სამსახურში. იმუშავეთ, რათა იყოთ საიტის განუყოფელი ნაწილი ! ვიყოთ ერთად, რათა ერთად განვახორციელოთ სამომავლო დიდებული გეგმები!

პატივისცემით REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია !
სიახლეები
52 კომენტარი
№1
ავტორი: Rooney
22 მარტი 2013 01:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
დიმა კაი ხარ : ))
0
№2
ავტორი: DimaSanaia
22 მარტი 2013 01:14
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ვინც არ წაიკითხავს და დაარღვევს წესებს, აუცილებლად დაისჯება !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: VaRdo
22 მარტი 2013 01:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გრამატიკა სკოლაში არ მსიწავლია და აქ დავიწყო სწავლა? wink საღოლ დიმა :* :* :* დონე ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: DimaSanaia
22 მარტი 2013 01:15
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
VaRdo,
გამოგადგება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№5
ავტორი: GeorgeBest
22 მარტი 2013 01:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი კარგი გრამატიკის გაკვეთილი, რომელიც უმეტესობას სჭირდებოდა საიტზე. დიმა, ყოჩაღ, ამომწურავი და გასაგებია ყვეალფერი. ამის მერე მიზეზს ვერავინ დამისახელებს, რომ მან არ იცოდა რა და როგორ დაეწერა, ყველაფერი წერია აქ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ!

დიდი მადლობა დიმა
0
№6
ავტორი: DimaSanaia
22 მარტი 2013 01:18
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
GioO_o,
პირიქით, მადლობა შენ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: VaRdo
22 მარტი 2013 01:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: DimaSanaia
გამოგადგება


აბიტურიენტობის პერიოდში ვსიწავლე ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Tamara
22 მარტი 2013 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
დიმაა <3 :*
0
№9
ავტორი: DimaSanaia
22 მარტი 2013 01:31
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
Tamara,
თამუ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№10
ავტორი: red devil
22 მარტი 2013 07:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Aba wels vinc abarebs ufaso gramatikis gakvetili:D:D isada komentarebzec xo ar apirebt rames cenzuras vicav da sxva wesebis dacvac xo ar momiwevs?

Aba wels vinc abarebs ufaso gramatikis gakvetili:D:D isada komentarebzec xo ar apirebt rames cenzuras vicav da sxva wesebis dacvac xo ar momiwevs?

Aba wels vinc abarebs ufaso gramatikis gakvetili:D:D isada komentarebzec xo ar apirebt rames cenzuras vicav da sxva wesebis dacvac xo ar momiwevs?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top