სქოულზის ბავშვური ოცნება ინგლისის თასის შესახებ...
ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ”იუნიატედის” რიგებში პირველად 14 წლის ასაკში ივარჯიშა. ახლა პოლ სქოულზს აქვს ჩატარებული 600-ზე მეტი მატჩი სერ ალექსის მხარეს.
სქოულზმა 10-ჯერ პრემიერ-ლიგა, 2-ჯერ ლიგის თასი და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა
manutd.com-ს მან გაუზიარა მისი ბავშვური ოცნება, პოლს სურდა ეთამაშა ”უემბლიზე” ინგლისის თასის ფინალში.
თავის ვიდეო-ინტერვიუში manutd.com-ის პორტალთან სქოულზმა განაცხადა:
”რაც ჩემი თავის მახსოვს, ყოველთვის რაც მსურდა ეს იყო ფეხბურთის თამაში. როდესაც სკოლიდან მოვიდოდი ჩანთას მოვიხსნიდი და ფეხბურთის სათამაშოდ გავრბოდი, აზრი არ ჰქონდა სად. სადაც იყო შესაძლებლობა ბურთისათვის ფეხი დაგერტყა იქ ვთამაშობდით.” როდესაც პოლს ჰკითხეს თუ რაზე ოცნებობდა ის ბავშვობაში მან უპასუხა:
”ჩემი ოცნებაა ვითამაშო ”უემბლიზე” ინგლისის თასის ფინალში”. სქოულზმა 3-ჯერ მოიგო ინგლისის თასი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად. პირველად შორეულ წარსულში 1996 წელს. ის იყო 21 წლის და ეს ინგლისის თასი ერიკ კანტონასთან, ნიკი ბათთან, დევიდ ბექჰემთან და როი კინთან ერთად მოიგო.
იმ დღეს ბიჭუნამ ენდი კოული შეცვალა. ემოციებით სავსემ მიიღო მონაწილეობა ”ლივერპულის” დამარცხებაში ანგარიშით 1-0. ერთადერთი გოლი კი ერიკ კანტონამ გაიტანა. 37 წლის ნახევარმცველი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება თავის ამპლუაში ”ბარსელონის” ფეხბურთელ ხავისთან და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდასთან ზინედინ ზიდანთან ერთად.
სქოულზისთვის, როგორც ბავშვისთვის, რომელიც იზრდებოდა ”მანჩესტერიდან” 10 მილში ”იუნაიტედი” იყო ინგლისის საუკეთესო და უდიდესი კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გუნდი ახლა ამ სტატუსით არ სარგებლობს. ინგლისელმა ვეტერანმა კარიერა 2010-2011 წლებში დაასრულა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარდაცვის შეუცვლელ წევრად დღემდე ითვლება.
წყარო:
Manutd8.com