თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2823,
კომენტარები: 0
მარკ ჰიუზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: მარკ ჰიუზი
მარკ ჰიუზი
დაიბადა 1963 წლის 1 ნოემბერს უელსის ქალაქ რექსჰემში.
ფეხბურთელის კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში უელსის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ლესლი მარკ ჰიუზი ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი შეიქნა.
უელსის ნაკრების შემადგენლობაში მარკ ჰიუზმა 1984-1999 წლებში 72 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 1994 წლის შემოდგომით მან თბილისშიც ითამაშა: 18 ნოემბერს მისი გუნდი საქართველოს ნაკრებთან 0:5 განადგურდა...
"მანჩესტერ იუნაიტედში" უელსელი ფორვარდი 1980 წელს, სკოლის დასრულებისთანავე ჩაირიცხა, თუმცა 1983 წლის შემოდგომამდე პირველ გუნდში არ უთამაშია: 1983-84 წლების სეზონში, თასზე "ოქსფორდ იუნაიტედთან" ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში შედგა მიდი დებიუტი - უელსელმა გოლიც გაიტანა. 1983-1986 წლებში, სანამ "ბარსელონაში" გადაბარგდებოდა, მარკ ჰიუზი ოლდტრაფორდელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო და კლუბში დაბრუნებისთანავე, 1988 წლის ზაფხულიდან, განაგრძო ქომაგთა გახარება: 1995 წლის ივნისამდე, სანამ ლონდონის "ჩელსიში"გადაბარგდებოდა, უელსელმა 10 ტიტული მოიგო! 1988 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მის სანაცვლოდ 1,8 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც იმ დროისთვის საკლუბო რეკორდი იყო. უელსელი სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით დაიბრუნეს. 1988-89 წლების სეზონში მარკ ჰიუზი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, არადა "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა...
1991 წელს ოლდტრაფორდელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს თასების მფლობელთა თასი. თავის ყოფილ კლუბ "ბარსელონას" ერთ-ერთი გოლი სწორედ ჰიუზმა გაუტანა.
1994 წელს უელსელი ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელი შეიქნა. ჰიუზმა ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩშიც გაიტანა გოლი (ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" 1:3) და ნორმან უაითსაიდის შემდეგ შეიქნა პირველი, რომელმაც ერთ სეზონში ასოციაციის და ლიგის თასის ფინალებში გამოიჩინა თავი. მას შემდეგ იგივე მხოლოდ დიდიე დროგბამ შეძლო 2007 წელს...
1995 წლის ივნისში მარკ ჰიუზმა "ჩელსის" მაისური მოირგო და იმ ჩემპიონატში "იუნაიტედის" კარი მანჩესტერშიც დალაშქრა და ლონდონშიც. ოლდტრაფორდელებმა მის სანაცვლოდ 1,5 მილიონი გირვანქა მიიღეს...

ლესლი მარკ ჰიუზი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994
ინგლისის თასი - 1985, 1990, 1994
ინგლისის ლიგის თასი - 1992
ინგლისის სუპერთასი - 1990, 1993, 1994
თასების მფლობელთა თასი - 1991
ევროპის სუპერთასი - 1991
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top