თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 22:41
ავტორი: Armani,
ნანახია: 2669,
კომენტარები: 9
''ბასბების'' დაბადება და აღზევება...
1930 წელს ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დივიზიონიდან ორჯერ გამოვარდა და ახლოს იყო გაკოტრებასთან. ზოგადად ბასბი ხვდებოდა თუ რა რთულ სიტუაციაში მოუხდებოდა ყოფნა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმა კლუბის მიღებაზე 1946 წელს...
''ბასბების'' დაბადება და აღზევება...
1930 წელს ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დივიზიონიდან ორჯერ გამოვარდა და ახლოს იყო გაკოტრებასთან. ომის დროს, ''ოლდ ტრაფორდი'' ძალიან ცუდ მდომარეობაში იმყოფებოდა, ამის გამო გუნდი საშინაო მატჩებს ''მანჩესტერ სიტის'' მოედანზე ატარებდა. ზოგადად ბასბი ხვდებოდა თუ რა რთულ სიტუაციაში მოუხდებოდა ყოფნა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმა კლუბის მიღებაზე 1946 წელს.

''ლივერპულს'' სურდა მეტ ბასბისთან მუშაობა, თუმცა ბასბის საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული გუნდი სურდა. მას ესმოდა, რომ წარმატების მისაღწევად მას ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები სჭირდებოდა, ამიტომაც მან ახალგაზრდა ''იუნაიტედი'' დაარსა. ბასბი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდებს. ძალიან მალე ''იუნაიტედმა'' ნაყოფიერი მუშაობის შედეგად პირველად 49 წლის განმავლობაში შეძლო ინგლისის თასის მოგება. რამოდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' 1952 წელს ლიგის მოგება მოახერხა.

როჯერნ ბირნი და ჯეკ ბლენკლაუერი იყვნენ ერთ ერთი პირველი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ''იუნაიტედში'' მოხვდნენ. შემდეგ ედი კოლმანი და დუნკან ედვარდსი გამოჩნდნენ, რომლებმაც თავისი პირველი მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარეს. 1953 წელს ''იუნაიტედმა'' ''ბარსლის'' ცენტრალური თავდამსხმელი ტომი ტეილორი შეიძინეს, რომელმაც 1955/56 წლებში დენის ვაიოლეტთან ერთად არაჩვეულებრივი თავდამსხმელის დუელი შექმნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყველა მოთამაშე 22 წლამდე იყო. 1955/56 წლებში ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ინგლისის ლიგის თანხმობის გარეშე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ შეხვედრაზე ''იუნაიტედმა'' 10:0 სძლია ''ანდერლეხტი''. ნახევარფინალამდე დაამარცხა ''დორტმუნდის ბორუსია'' და ''ატლეტიკოს ბილბაო''. თუმცა ნახევარფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' მადრიდის ''რეალთან'' ვერ მოახერხა მოგება და გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან.

მოგვიანებით, ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ახალგაზრდულმა სკოლამ გამოიყვანა ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მოწაფე - ბობი ჩალტონი. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატში ტარდებოდა შეჯიბრი ახალგაზრდა გუნდებს შორის, სადაც ''იუნაიტედის'' ახალგაზრდებმა ხუთჯერ შეძლეს მოგება.

''იუნაიტედმა'' ტიტულის შენარუნება, თავდასხმაში ტეილორისა და ვაიოლეტის ბრწყინვალე თამაშით შეძლო. თუმცა საუკეთესო ბომბარდირი ირლანდიელი ფეხბურთელი ლიმა ვილანომი გახდა, რომელმაც სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა. რა თქმა უნდა, ბასბი ამაზე შეჩერებას არ აპირებდა და მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ჩემპიონატის მოგება იყო. ''იუნაიტედმა'' კვლავ გააძლიერა თავისი მოსწავლეები და გუნდს ახალი მეკარე ჰარი გრეგი ემატება.

ის სეზონი დიდად დასამახსოვრებელი იყო, ''არსენალისა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' არაჩვეულებრივი მატჩის წყალობით, სადაც ''იუნაიტედმა'' მოწინააღმდეგე 5:4 სძლია. ის მატჩი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდი იყო...


წყარო: manutd8.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: love united
19 მარტი 2013 23:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კიდევ ერთხელ საღოლ...
0
№2
ავტორი: BERDI
19 მარტი 2013 23:09
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგაირია ყოჩაღ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: RVP (20)
19 მარტი 2013 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
მაჩესტერის ოქროს თაობა love
0
№4
ავტორი: TrueRed
19 მარტი 2013 23:58
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
წავიკითხავ ცოთა ხანში საღოლ ავტორ ბევრი გიწვალია
0
№5
ავტორი: buka oboladze
20 მარტი 2013 00:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ამასაც ხვალ წავიკითხავ ბარემ
0
№6
ავტორი: red devil
20 მარტი 2013 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Basbi da fergi ori udidesi mwvrtneli imedia tradicia gagrzeldeba da mat gverdit poli an raiani iqneba.
0
№7
ავტორი: Amerigo
20 მარტი 2013 11:28
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ნამდვილად მაგარი სტატიაა~!
0
№8
ავტორი: UTD-Rule
20 მარტი 2013 15:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძაან მაგარია ყოჩაღ good2 განსაკუთრებული ისტორიის მქონდე გუნდის გულშემატკივრები ვართ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Amerigo
20 მარტი 2013 15:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
მანჩესტერისნაირი ისტორია არც ერთ კლუბს არ აქვს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top