თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 18:28
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1855,
კომენტარები: 15
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

ფაბიო და სილვა - "ასტონ ვილა" 3 - 2 "ქუინს პარკ რეინჯერსი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა მცვლმა,რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ქუინს პარკ რეინჯერსში" იმყოფება კიდევ ერთხელ ითამაშა "ქპრს" მაისურით მიმდინარე სეზონში ამჯერად "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.ამ მატჩი ორივე გუნდმა კარგად ითამაშა,მაგრამ როგორც ჩანს იღბალმა "ასტონ ვილას" მხარეს გადაიხარა.ფაბიომ კიდევ ერთხელ დაიწყო მატჩი ძირითად შემადგენლობაში,66 წუთის მანძილზე ის კარგ ფორმაში გამოიყურებოდა,მაგრამ სწორედ 66-ე წუთზე,როდესაც "ასტონ ვილამ" გამარჯვების გოლი გაიტანა ჰარი რედნაპმა ფაბიო ტაარაბტით შეცვალა."ქუინს პარკ რეინჯერსი" ისევ პრემიერ ლიგის ბოლო ადგილს იკავებს და ჰარი რედნაპის გუნდს მხოლოდ რვა მატჩი დარჩათ,რომ თავი იხსნან პრემიერ ლიგიდან დაქვეითებისგან.მატჩის შემდეგ ფაბიომ განაცხადა:"ჰარი რედნაპი ნამდვილად კარგად მუშაობს გუნდში.მე ვგრძნობ,რომ უკეთესი მცველი ვიქნები,როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" დავბრუნდები.ის მე მენდობა და ორივე ფლანგზე მაყენებს,რაც მეტ გამოცდილებას მმატებს."

შემდეგი მატჩი: "ფულემი" - "ქუინს პარკ რეინჯერსი" - 1 აპრილი (23:00)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

ანხელო ენრიკესი - "უიგანი" 2 - 1 "ნიუკასლი"

"წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ჩილელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში "უიგანის" რიგებს შეუერთდა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად,მაგრამ მას ამჯერადაც არ მოსწევია თავის გამოჩენის საშუალება.იმის მიუხედავად,რომ ანხელო ენრიკესი თითქმის ყოველ მატჩში არის "უიგანის" მთავარ განაცხადში მას ორი მატჩი ჩაატარა ამჯამინდელი კლუბის მაისურით და სულ 18 წუთი გამოუვიდა მოედანზე ნათამაშები.ამ ორ მატჩში მან მოეახერხა ერთი გოლის გატანა "სანდერლენდის" წინააღდეგ,მაგრამ ამის მიუხედავად თავისმა გუნდმა მაინც წააგო ის მატჩი.ბევრი თვლის,რომ ამ არენდამ არ გაამართლა,რადგან მას არ უწევს სათამაშო პრაქტიკის მიღება.ექსპერთა აზრით ჩილელი ფეხბურთელისთვის უკეთესი იქნებოდა რეზერვებში თამაში და იქ მიღებული გამოცდილება ვიდრე "უიგანში" სათადარიგო მოთამაშედ ყოფნა.

შემდეგი მატჩი: "უიგანი" - "ნორვიჩი" - 30 მარტი (19:00)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

ფედერიკო მაკედა - "ფრანკფურტი" 1 - 2 "შტუტგარდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი ფორვარდი ფედერიკო მაკედა,რომელიც "შტუტგარდში" არის განათხოვრებული,მიმდინარე გერმანიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე,მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი,რომ მისი გამოჩენა 90' წუთზე მოხდა,რომ გადავხედოთ იტალიელი ფორვარდის სტატისტიკას მას ჯერ არ მისცემია ისეთი სათამაშო დრო,სადაც ის შეძლებდა თავის გამოჩენას.გავრცელებული ინფრომაციის თანახმად იტალიის "სერია ა" - ში მოასპარეზე "ლაციო" მზად არის კონტრაქტი შესთავაზოს ფედერიკო მაკედას.დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან მას ვერ ვიხილავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.

შემდეგი მატჩი: "შტუტგარდი" - "დორტმუნდი" - 30 მარტი (18:30)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

რაიან ტანკლიფი - "ბარნსლი" 1 - 0 "ვოტფორდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი რაიან ტანკლიფი,რომელიც ამჟამად არენდის წესით "ბარნსლი" იმყოფება ბოლო მესამე მატჩია მხოლოდ გუნდის განაცხადში ხვდება.ბოლო მატჩი მან "ბოლტონის" წინააღმდეგ ჩაატრა,სადაც შეცვლაზე შემოსულმა რაიანმა საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.შეიძლება ვთქვათ,რომ არც მისი არენდა არ ამართლებს,რადგან მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა ახალი გუნდის მაისურით.ის,რომ დარჩენილიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" U21-ის გუნდში მას უფრო მეტი პრაქტიკა დაუგროვდებოდა,რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელო მატჩები პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს.

შემდეგი მატჩი: "შეფილდი" - "ბარნსლეი" - 30 მარტი (19:00)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

უილფრიდ ზაა - "ბრიჰტონი" 3 - 0 "კრისტალ პალასი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა უილფრიდ ზაამ,რომელიც "კრისტალ პალასში" თამაშობს კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა თავისი გუნდის მაისურით,მაგრამ ამჯერად თავისმა გუნდმა გასვლით მატჩში "ბრიჰტონთან" 3:0 მარცხი იწვია.ამ მარცხით "კრისტალ პალასი" ჩემპიონშიპში მეოთხე ადგილზე გადმოვიდა,რაც შეეხება ზაას,მან ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა,მაგრამ ასე,რომ ვთქვათ მის გუნდს არ გაუმართლა.უელფრიდს ამ მატჩსი ცოტა დაღლილობა ეტყობოდა,მაგრამ ეხლა ის სრული შემართებიდ მზად არის,რომ თავის გუნდს დაეხმაროს პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის.

შემდეგი მატჩი: "კრისტალ პალასი" - "ბრიმინგემი" - 29 მარტი (21:30)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

მაიკლ კინი - "დერბი ქაუნთი" 2 - 1 "ლეიკესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველმა მაიკლ კინმა კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონშიპში "ლეიკესტერ სიტის" რიგებში.კინის ამჟამინდელი კლუბი "დერბი ქაუნთის" დაუპისიპირდა და გასვლით შეხვედრაში 2-1 დამარცხდნენ..მაიკლმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა "ლეიკერსში",რაც იმაზე მეტყველებს,რომ მისი არენდა იმედებს ამართლებს.ირი კვირის წინ მან ასევ თავის კარიერაში ერთ-ერთი კარგი მატჩი ჩაატარა "ბლექბერნის" წინააღმდეგ,სადაც მისმა გუნდმა 3-0 იმარჯვა."ლეიკერს სიტი" ინგლისი ჩემპიონშიპში მე-6 ადგილს იკავებს ასე,რომ მათ ძალიან დიდი შანსები აქვთ ინგლისი პრემიერ ლიგაში აღზევების.
შემდეგი მატჩი: "ლეიკერს სიტი" - "მილვოლი" - 29 მარტი (23:45)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით

ბებე - "რიო ავე" 0 - 1 "მორეირენსი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ფორვარდი,რომელიც ეხლა პორტუგალიის ლიგაში მოასპარეზე "რიო ავეში" თამაშობს,კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა ამჟამინდელი კლუბის მაისურით,მაგრამ ამჯერად ის მოედანზე შეცვალზე შემოვიდა 63' წუთზე.იმ დროისათვის თავისი გუნდი ფრეს თამაშობდა,მაგრამ საბოლოო ჯამში "რიო ავე" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.მისი არენდა მე-ნაკლებად ამართლებს,რადგან მან მიიღო ცოტა სათამაშო პრაქტიკა და გოლის გატანაც მოახერხა,მაგრამ მისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედში" მაინც გაურკვეველი რჩება.

შემდეგი მატჩი: "ბენფიკა" - "რიო ავე" - 30 მარტი (19:00)
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: don_vini
19 მარტი 2013 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ენრიკესი სულ ტყუილად არის გაშვებული.საერთოდ არ ათამაშებს უიგანი.ამაე უკეთ ხო ჩვენთან იქნებოდა და რეზერვების თამაშებს ითამაშებდა..ეს ბებე და მაკედა ისედაც გასაშვებები არიან ჩემი აზრით.ამათში მე ვერანაირ მომავალს ვერ ვხედავ.რაც შეეხება ფაბიო ის ალბათ დაეხმარება მანჩესტერს მომავალში,ზაჰაზე ვერაფერს ვიტყვი.ჩემპიონშიფისთვის მაინც დაბალ შEდეგიანია როგორჩ გოლებში ისე პასებში

იმედია მოუმატებს მაგრათ ზაჰა ჩვენთან რომ გადმოვა.ჩვენი სამწრთვნელო შტაბი სულ სხვააა ,კრისტალ პალასთან შEდარებით და მე ამგის იემდი მაქვს რომ აქ მაგრათ მოუმატებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№2
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2013 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მარტინესი როგორ გაბპატავდა ანხელო შეცვლაზეც არ შემოყავს
მაკმანამანს მაინც ჯობია
0
№3
ავტორი: Jubo
19 მარტი 2013 20:15
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ბებე დატოვონ სადაცაა კარგად წაუვიდა კარიერა გერმანიაშ. მაკედაც იჩუქონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 20:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
don_vini,
ხო რა ყველაფერში გეთანხმები!
0
№5
ავტორი: don_vini
19 მარტი 2013 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
giorgi20002000,
გაიხარეეე derpthumb ხო მგონი სამართლიანი შეფასება იყოო smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: TrueRed
19 მარტი 2013 20:30
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაკედა და ბებეე არ მევასება, ზაჰას მაგარი ტალანტი აქვს იმედია გაამართლებს, ფაბიოს რაც შეეხებაა ერთიი სუუულიიი მაქქქვსს როდიიისსს დაბრუუუნდებააა დააა ფლანგებზეეე როდისს დაადგეებიანნნ ძმეეებიიი
0
№7
ავტორი: love united
19 მარტი 2013 20:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ენრიკესი რატომ არის უიგანში,რას აკეთებს?.. wink საღოლ დათო,პროსტა ბარნსლია და არა ბარნსლეი და ანალოგიური-ლეიკერს არა-ლეიკესტერ სიტი... wink
0
№8
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 21:34
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ფაბიოსი მეიმედება და ზაჰასი
0
№9
ავტორი: Luka Gelashvili
19 მარტი 2013 21:36
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ფაბიო ენრიკესი და ზაჰა ამათი იმედები მაქ და კიდევ კოული feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 21:59
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
TrueDeviL ,
უიგანში გაფუჭდა ზაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top