რიო ფერდინანდი არ წავა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიიღო მოწვევა როი ჰოჯსონისგან."იუნაიტედის" მცველი პირადად შეხვდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და აუხსნა იმის მიზეზები, თუ რატომ არ ითამაშებს სან-მარინოსთან და მონტენეგროსთან."ცუდია ის, რომ რიო ვერ დაგვეხმარება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტი: ის სპეციალური ვარჯიშების და სამედიცინო შემოწმების კურსს გადის, ფერდინანდის თამაში წარმოუდგენელი იყო.გამიხარდა, როდესაც მან დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ სისტემის გაგება, რომლითაც ის თამაშების წინ ვარჯიშობდა."
არ შეიძლება ვთქვათ, რომ მას არ სძალუძს რამდენიმე მატჩის მიყოლებით ჩატარება-ეს არასწორია.უბრალოდ, ის ახლა კურსის იმ სტადიაშია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.ძალიან გამაკვირვა რიოს დამოკიდებულებამ ნაკრების მიმართ.მან წარმატებები გვისურვა და იმედი დაიტოვა, რომ კიდევ ვუხმობდით სათამაშოდ." -ციტირებს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვებს manutd.com.
მოგვიანებით ფერდინანდმაც გააკეთა კომენტარი:"ძალიან მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდი როის და პირადად მესაუბრა მასთან.მე მინდოდა მეთქვა მისთვის მთავარი:ის, რომ მაინც მინდა ნაკრებში წასვლა და ვგულშემატკივრობ მათ.ვწუხვარ, რადგან ვერ დავეხმარები ინგლისის ნაკრებს, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ ვითამაშო ჰოჯსონის გუნდში.სწორედ ეს ყველაფერი ვუთხარი როი ჰოჯსონს."