ფერგიუსონი სიახარულით უყურებდა თუ , როგორ პროგრესირედბა ჰოლანდიელი ახალ გუნდში , არა მხოლოდ მოედანზე , არამედ მის გარეთაც. რუდმა სიამოვნებით შეისწავლა ისტორია დიდებული კლუბისა. თუმცა იგი , ძალიან განსხვავდებოდა მისი თანაგუნდელებისგა. თავდაპირველად მას გაუძნელდა შეეგუებოდა ინგლისურ იუმორს.
„მე ვფიქრობდი , რომ ჰოლანდიაში ცუდად ხუმრობდნენ - ამბობს რუდი - აღმოჩნდა , რომ ეს არასწორი აზრი იყო.“მაგრამ ინგლისურ იუმორს ვან ნისტელროი თითქმის შეეჩვია და ნაწილობრიც მიიღო კიდეც და იგი ალბათ ვერასოდეს ისწავლის ამ ფუფუნებას პარტნიორებისგან. ძვირი მანქანები , საუკეთესო მოდელების ტანსაცმელი - ეს ყველაფერი ბექემის განუყოფელი ნაწილი იყო - ხოლო რუდისთვის ეს არაფერს ნიშნავდა. იგი - ჰოლანდიელი არ იზრდებოდა მდიდარ ოჯახში. მთელი ბრიტანეთი გაკვირვებული იყო , როდესაც რუდ ვან ნისტელროიმ ამოჯობინა , რომ „ოლდ ტრაფორდზე“ საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასულიყო.
მიუხედავად ამისა , მან დიდი პატივისცემა დაიმსახურა და გაოცებული იყო მისი პარტნიორებით.
„როდესაც მე პირველად მოვედი , მინდოდა გამეკეთებინა ალბომი სადაც ყველა ეს დიდებული ფეხბურთელები თავიანთ ავტოგრაფებს გატოვებდნენ - იხსენებს რუდი - ბექემი - მსოფლიო დონის ვარსკვლავი , ვარჯიშებზე მე უბრალოდ ვდგევარ გაკვირვებული და ვუყურებ მას . როი კინი - სრულიად განსხვავებული პიროვნება. მას საოცარი სულისკვეთება ამოძრავებს. ჩვენ კაპიტანს სძულს დამარცხება. რამდენადაც უმნიშვნელო შეიძლება იყოს ეს მატჩი იგი მაინც ბოლომდე იბრძვის როგორც ლომი. დიდებული ფეხბურთელი ! მაგრამ ვისთანაც ფანსატიურ სიამოვნებას ვიღებ მუშაობისას ეს რაიან გიგზია. ეს ყველაზე მრავალფეროვანი ფეხბურთელია ვინც კი მიანახია. მას შესანიშნავი პასი აქვს , ფლობს შესანიშნავ დრიბლინგს და დარტყმას და ასევე შესანიშნავი მოედნის ხედვა. იძახიან ყველა ფეხბურთელს აქვს ფასი , მაგრამ ჩემი აზით გიგზი ფასდაუდებელია“.პირველ სეზონში , მან პრემიერ ლიგის 32 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ტიერი ანრის და ალან შირერის რეკორდი მოხსნა , პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში. წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო. ასევე გაიტანა 10 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს იგებს.
გარი ნევილი მის ავტობიოგრაფიაში რუდზე :„წლის დასასრულს , როგორც დაგეგმილი იყო რუდ ვან ნისტელროიმ ხელი მოაწრა კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“- საუკეთესო თავდამსხმელი , რომელთანაც მომიწია თამაში.
დადებითი ასპექტი იყო რუდის ფორმა. მიუხედავად დაკარგული დროისა მან ჩემპიონატში 32 მატჩში 23 გოლი გაიტანა პირველივე სეზონში. იგი ნამდვილი გოლეადორი იყო , მას ეკუთვნოდა ყველა საჯარიმო , ეს მიუთითებს დიდ ძალაზე. იგი მხოლოდ გუნდის ის წევრი იყო , რომელთანაც მე კინაღად ვიჩხუბე.
ჩვენ გასვლითი მატჩი გვქონდა „მიდლსბროსთან“ და მე პასი გავაკეთე მეორე ფლანგზე. რუდმა ხელები გაშალა და თითქოს იმის თქმა უნდოდა , რომ : „რა უნდა ვქნა ესეთი პასის დროს?“.
მე გავიქეცი წინ და დავუყვირე : „გაეკიდე ბურთს , შე ზარმაცო ნაბიჭვარო“.
ამ დროს ვფიქრობდი , რომ სპარკი , ენდი კოული და სოლსკიაერი ამ ბურთისთვის იბრძოლებდნენ , მაგრამ არა რუდი.
მე მაშინვე დავივიწყე ეს ფაქტი , მაგრამ მატჩის შემდეგ კუთხეში ვიჯექი , ბუცებს ვიხდიდი , როდესაც იგი მოვიდა და მითხრა : „ნუ მიბედავ ყვირილს მოედანზე , შენი დედაც!“მე წამოვდექი და მინდოდა ხელი მეკრა მისთვის , მაგრამ თანაგუნდელები მოვიდნენ და გაგვაშველეს. მთელი სიბრაზე ღამეს გავატანეთ და მეორე დღეს ერთმანეთ ხელი ჩამოვართვით.რუდი საჯარიმოს ფეხბურთელია. ეს მისი ძლიერი მხარე იყო და ის შეიძლება საუკეთესო თავდამსხმელია , რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა. გოლების რიცხოვნობა დაუჯერებელი იყო. იგი იმავე სიმაღლეზე იყო , როგორც ალან შირერი , შეიძლება უფრო მაღალზეც. იგი ფიქრობდა , რომ მე უბრალო ინგლისელი მარჯვენა მცველი ვიყავი ხოლო იგი ვან ბასტენის მემკვიდრე. ბურთისთვის ბრძოლა არ იყო მისი ძლიერი მხარე. სპარკი და მაკლერი , ბურთს გაეკიდებოდნენ , დაეწეოდნენ და ბურთს უკან დააბრუნებდნენ. თამაში შეიცვალა და რა თქმა უნდა სასიკეთოდ. იგი უფრო დაიხვეწა.“•
2002-2003 წლების სეზონში ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ევროტურნირებზე თავი გამოიჩინა 10 მატჩში 14 გოლი გაიტანა. რუუდმა პრეიმიერლიგაც მოიგო.
•
2003-2004 წლების სეზონში რუუდმა მანჩესტერის რიგებში თავისი მე-100 გოლი გაიტანა. მან პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი მიიღო.
•
2004-2005 წლების სეზონი ჰოლანდიელს ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა და მან საერთო ჯამში 26 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.
•
2005-2006 წლების სეზონი კი ბოლო გამოდგა რუდის „მანჩესტერულ“ კარიერაში. მან ფერგიუსონთან უთანხმოების გამო კლუბი დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა.
©
ლუკა გელაშვილი