თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2013, 17:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2938,
კომენტარები: 36
დამარცხებული კრიტიკოსები და გზა "იუნაიტედის" N1 მეკარეობამდე
"დევიდის "მანჩესტერული" კარიერის პირველი წლები პატარა ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს - ის წაიქცევა, შემდეგ წამოდგება, ისევ წაიქცევა, წამოდგება და მოულოდნელად სიარულს იწყებს."
დამარცხებული კრიტიკოსები და გზა
გოლკიპერებს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო აქვთ. მათ მიერ დაშვებულ შეცდომას ყველა ადვილად ვხედავთ, გუნდისთვის სასიცოცხლო სეივებს კი ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევას მიეკუთნება ახალგაზრდა კიპერი დევიდ დე ხეა. ესპანელის პირველივე „მანჩესტერული“ დღიდან დაიწყო მედიამ მასზე „შეტევა“, კრიტიკა ხშირად ზღვარსაც კი აღწევდა.

მთავარი მიზეზი ასეთი გაცხარებული კრიტიკისა იყო ის ფაქტი, რომელსაც თავად მეკარეც კარგად ხედავდა და პრესაც შესაბამისად იყენებდა - დევიდმა ჩაანაცვლა მსოფლიო დონის მეკარე ედვინ ვან დერ სარი. კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბრიტანელი ჟურნალისტების თვისება, მათ ხომ უბრალოდ ჩვევად აქვთ ქცეული „არაინგლისელი“ ახალწვეული ფეხბურთელის ძირეულად განხილვა.

ორივე შემთხვევაში, ყველა მოკვდავის მსგავსად, დევიდიც არ არის სრულყოფილი და პერიოდულად კრიტიკა მართლაც დაიმსახურა. ვერ ვიტყვით, რომ მას წითელი ფორმის მორგების დღიდან პრობლემები არ ჰქონია. რა თქმა უნდა ჰქონდა, და საკითხავი ის არის, რა მოყვა ამ პრობლემებს?
მედიის კრიტიკა ფეხბურთელისთვის მტკიცე კედელივითაა, მისი გადალახვა ერთდროულად ჟურნალისტების დამარცხებას და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას ნიშნავს.

“მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური დე ხეამ პირველად 2011 წლის 7 აგვისტოს, ქომუნითი შილდის, ანუ ინგლისური „სუპერ თასის“ მატჩში „სიტის“ წინააღმდეგ მოირგო. დებიუტი საშინელი გამოდგა, მიუხედავად გამარჯვებისა. ედინ ჯეკოს შორეულ დარტყმულზე დაგვიანებულმა რეაქციამ ბურთი „წითლების“ კარში მოახვედრა და კრიტიკოსებს საყვარელი საქმის წამოსაწყებად პირველი საბაბი მისცა. კარი მან მშრალად ვერც მომდევნო მატჩში „ვესთ ბრომვიჩთან“ შეინახა, 2 კვირის შემდეგ კი „ოლდ ტრაფორდზე“ ვან პერსის პენალტი არ გაატანინა, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავდა. სტანდარტულ სიტუაციებს „იუნაიტედის“ მეტოქეები დე ხეას წყალობით წარმატებით იყენებდნენ, ის კარიდან საშინლად გამოდიოდა და ბურთის მოგერიებას დაბალი ლიგის გუნდისთვის შესაფერისი მეკარისავით ცდილობდა. კრიტიკამ პიკს მიაღწია 23 სექტემბერს, „სიტისთან“ საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 1-6 მარცხის შემდეგ - 6 გაშვებული ბურთი 90 წუთში... ამავე წელიწადში, მისი და ესპანელი მცველის შეუთანხმელობის გამო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან საკუთარ კარში კურიოზული გოლი მიიღო. ეს ყველაფერი სეზონის პირველ ნახევარში. შემდეგ კი ხდება რა - პრესის მისი კლუბიდან წასვლაზე მითქმა-მოთქმის ფონზე დევიდი დღითიდღე უმატებს, შეცდომების რაოდენობა კლებულობს, მშვენიერ სეივებს აკეთებს და კრიტიკოსებთან აღმართულ კედელს ნელ-ნელა ანგრევს. 2012 წლის 5 თებერვალს კი „ჩელსისთან“ 3:0-დან 3:3-მდე შემობრუნებული მატჩის დამატებულ წუთებზე პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო სეივს აკეთებს და „იუნაიტედს“ საჩემპიონო რბოლაში ადგილს უნარჩუნებს!
დამარცხებული კრიტიკოსები და გზა "იუნაიტედის" N1 მეკარეობამდე

ამ დღიდან ჩნდება პოსტერები სათაურით Van der De Gea, Flying Spanishman (მფრინავი ესპანელი). ახალგაზრდა მეკარემ ისეთ გუნდებთან ჩატარებული საოცარი მატჩებით, როგორებიც არიან „რეალი“, „ჩელსი“, „სიტი“ და სხვა ტოპ კლუბები, საკუთარი ნიჭი წარმოაჩინა და მალევე დაამტკიცა, რომ ვან დერ სარის შემცვლელთან ერთად, მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბების პოტენციალიც გააჩნია.

“დევიდმა თავისი ძლიერი ხასიათი გამოავლინა. მან უზარმაზარ კრიტიკას გაუძლო, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არც დაუმსახურებია. მისი კარიერის პირველი წლები პატარა ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს, ის წაიქცევა, შემდეგ წამოდგება, ისევ წაიქცევა, წამოდგება და მოულოდნელად სიარულს იწყებს.“ - ალექს ფერგიუსონი.

გუშინ, დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით პრემეირ ლიგის 50-ე შეხვედრა ჩაატარა. პრემიერ ლიგაში „მფრინაველი ესპანელი“ უკვე 537 წუთია საკუთარ კარს მშრალად ინახავს. ამავე ჩემპიონატში, ის ლიდერობს მეკარეთა შორის წარმატებული სეივების პროცენტულ მაჩვენებელში - 77.8%.

მისი ძლიერი რწმენა, მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან, ფეხბურთელებისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მწვრთნელისგან, ალბათ არის ერთ-ერთი „ოქროს გზა“ კრიტიკოსების დასადუმებლად და მსოფლიოს უდიდესი კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნომერ პირველ მეკარედ ჩამოსაყალიბებლად. დე ხეაც სწორედ ამ გზას გადის. რაც ყველაზე მთავარია, ფერგიუსონი მას ბოლომდე ენდობა. ჟურნალისტები კვლავ აქტიურად აგრძელებენ საკუთარ ტრადიციას და დევიდი ხან „ბარსელონაში“ მიჰყავთ, ხან „რეალში“, ხან უკან - „ატლეტიკოში“. მათი ფანტაზიის უნარის წარმოჩენის ფონზე კი 22 წლის ვარკსვლავი მშვიდად განაგრძობს გზას პრემიერ ლიგის მეოცე ტიტულისკენ...

დამარცხებული კრიტიკოსები და გზა "იუნაიტედის" N1 მეკარეობამდე
სტატიები
36 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
17 მარტი 2013 17:08
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ესაც მეასე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
17 მარტი 2013 17:10
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
...RooNeY...FaN...,
საღოლ ჯუბო :))) მართლა მაგარია და გეთანხმები ყველაფერში feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: UTD-Rule
17 მარტი 2013 17:13
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ჯუბო და გილოცავ მეასე სიახლეს love

დე ხეაზე კიდევ არაფერს ვიტყვი უბრალოდ ჩემი აზრით მანჩესტერს კარგა ხნით მეკარის პრობლემა გადაჭრილი აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: m-an-united
17 მარტი 2013 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
getanxmebi yvelafershi
love degea
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№5
ავტორი: love united
17 მარტი 2013 17:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ჯუბო...ნელ-ნელა დაამტკიცებს ეს კაცი,რომ ლეგენდა გახდება... love
0
№6
ავტორი: buka oboladze
17 მარტი 2013 17:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
...RooNeY...FaN...,
კარგია გეთანხმები ყველაფერში, იმედია შმეიხელის და ვანდერსარის დონის მეკარე გახდება იუნაიტედისთვის
0
№7
ავტორი: red devil
17 მარტი 2013 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
De gea magari kacia da imedia vanderas da shmeixels daemgvaneba
0
№8
ავტორი: Esi
17 მარტი 2013 18:00
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ინ დევიდ ვი თრასთ :))))) DAVID OUR FUTURE love
0
№9
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2013 18:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
sagol jubo

dato, chvem gvjera sheni
0
№10
ავტორი: TrueRed
17 მარტი 2013 18:39
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ჯუბო

კარგი ხანი მეკარის პრობლემა აღარ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო გახდებაა დავითაა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top