უეინ რუნის ერთადერთი გოლით "წითელმა ეშმაკებმა" "მანჩესტერ სიტის" 15 ქულით გაუსწრეს, რადგან თანაქალაქელებმა შაბათს "ევერტონთან" დათმეს მატჩი. იმისდა მიუხედავდა, რომ სეზონის დასრულებამდე ცხრა ტური დარჩა, ვიდიჩი თვლის, რომ ყოველივე ხიფათს უნდა აარიდონ თავი და ისევ ისეთივე შემართებით უნდა გააგრძელონ მუშაობა:"ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ უნდა გავსულიყავით საერთაშორისო დასვენებაზე, კარგი განწყობით. ახლა კი შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ." - განაცხადა ნემანია ვიდიჩმა manutd.com-თან.
"თუ ახლა თქვენ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, მიხვდებით, რომ 15 ქულა ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ტიტული პრაქტიკულად ჩვენს ხელშია, მაგრამ ჩვენ მაინც გველის მძიმე მატჩები, განსაკუთრებით კი გასვლითი მატჩები. ჩვენ ახლა კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი სამუშაო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამას ჩენი ყველა გულშემატკივარიც გეტყვით, წინა სეზონიდან გამომდინარე. ჩვენ ამ სცენარიდან არ უნდა ამივარდეთ. უნდა გავაგრძელოთ ჩვეულ რითმში თამაში და დავტკბეთ მატჩებით. ეს საუკეთესო დროა ჩვენთის."
"ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. შეიძლება თავდასხმაში ფანტისტიკური მატჩი ვერ ჩავატარეთ, მაგრამ დაცვაში შეცდომები არ დაგვიშვია და კარიც მშარლად შევინახეთ. აი რატომ ავიღეთ დღეს სამი ქულა."