თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2013, 15:16
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2491,
კომენტარები: 13
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "რედინგთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "რედინგთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ტრავმირებულები
"წითელი ეშმაკების" შოტლანდეილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ გუნდს "რედინგის" წინააღმდეგ მხოლოდ ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება,პორტუგალიელი ვინგერი ლუიშ ნანი,რომელმაც დაზიანება ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მიიღო წინა კვირაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი ფილ ჯონსი.

"ამ წუთებისთვის ჩვენ ლაზარეთსი მხოლოდ ორი ფეხბურთელი იმყოფება.როგორც მოგეხსენებათ ლუიშ ნანიმ ტრავმა ლონდნის "ჩელსის" წინააღმდეგ მიიღო,მაგრამ როგორც აქამდე ავღნიშნე მისი ტრავმა არ არის სერიოზული,ამის მიუხედავად ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ მას ცოტა ხანი დასვენების საშუალება მივცეთ.თავდაპირველად ჩვენ გვეგონა,რომ მან მუხლის ტრავმა მიიღო,მაგრამ ექიმების დასკვის მიხედვით ახლო მომავალში ის შეძლებს გუნდში დაბრუნებას.ალბათ ის ვერც "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩში ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას,მაგრამ ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ის აუცილებლად იქნება."

"ასევე დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიღებს ფილ ჯონსი,რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა თავისი ტრავმა.ალბათ ის სრული დატვირთვით ვარჯიშს მომავალ კვირაში დაიწყებს,ამის შემდეგ სრული მომზადების ხარჯზე ის შეძლებს გუნდში დაბრუნებას."

მეტოქე
სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი მომავალი მეტოქე ძლიერ ძალად შეაფასა და მან განაცხადა,რომ მის ბიჭებს სრული კონცენტრაცია მართებთ "რედინგის" დასამარცხებლად.

"რაც შეეხება მომავალ მატჩს,ვფიქრობ "რედინგი" ძლიერ ძალას წარმოადგენს,რადგან ისინი ყოველთვის ბოლო წუთამდე,ყოველი ბურთისთვის იბრძვიან.იმის მიუხედავად,რომ ისინი მიმდინარე პრემიერ ლიგის ცხრილსი მე-19 ადგილს იკავებენ მე მათ სიძლიერეს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზზს,რადგან მათ ჰყავთ რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი,რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში თამაში გარდატეხის შეტანა.ბოლო თვეებში "რედინგში" ცოტა არეულობაა,ვფიქრობ ბრაიან მაკდერმონტის დათხოვა გუნდიდან ცოტა უცნაური გადაწყევიტელბა იყო,მაგრამ ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს."

რიო ფერდინანდი
როგორც მოგეხსენებათ "წითელი ეშმაკების" 34 წლის მცველი რიო ფერდინანდი ინგლისი ეროვნუ ლ ნაკრებში გამოიძახეს,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, არ არის დარწმუნეული, რომ მისი მცველი ნაკრების გამოძახებს მიიღებს.
ოთხშაბათ დღეს, დიდი ხნის ნაკრებში უთამაშებლობის გამო, ფერდინანდმა კიდევ ერთხელი მიიღო ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი. "სამი ლომის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მას რიო სჭირდება როგორც ძირითადის ფეხბურთელი და არა სათადარიგოთა სკამისთვის. ჰოჯსონს სურს, რომ 34 წლის მცველი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სან მარინოსთან და ჩერნოგორიასთან დაეხმაროს.

ფერგიუსონისთვის, რომელმაც სულ ახლახანს გაიგო იმის რეცეპტი თუ როგორ დაიჭიროს 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების საუკეთესო ფორმაში, ეს ამბავი სიურპრიზი აღმოჩნდა. სერ ალექსი თვლის, რომ ნაკრებში წასვლია, მის შეგირდზე კარგად არ იმოქმედებს.

"როდესაც მე ეს ამბავი შევიტყვე, როგორც ყველა ისე მეც გაოცებულნი დავრჩით. მე უნდა დაველაპარაკო ჩვენს ექიმს, რადგან რიოს განსაკუთრებული მეთოდებით ვამზადებთ და სხვადასხვა პროცედურებიც გაგვაჩნია."

"როი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის ძალიან ბევრ მატჩს ატარებს უკვე ამ სეზონში. ჩვენ ამ პროცედურებს ორი წელია ვაკეთებთ და ეს ყველაფერი გამოგვდის. ყველაფერი უნდა განვიხილოთ, სანამ რიო ნაკრებში წასვლას გადაწყვეტს."

საერთაშორისო მატჩები
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ დიდი გუნდების მწვრთნელები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს,რომ საერთაშორისო მატჩების დროს თავიანთი ფეხბურთელები ძალიან გადაიღლებიან,რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

"ყველა კლუბი ამ სიტუაციაში არის - გუნდს უხდება თავისი საუკეთესო ფეხბურთელები გაუშვან ეროვნულ ნაკრებებში,იქედან კი ფეხბურთელები დაღლილები ან დაზიანებულები ბრუნდებიან,მაგრამ რას ვიზამთ ამის საწინააღმდეგოს ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ.ჩვენ სამ ფეხბურთელს მოუწევთ ძალიან დიდი ხანი ფრენა,რადგან ისინი თავიანთ სანაკრებო შეხვედრებს ევროპის გარეთ მართავენ.მაგალითად შინჯი კაგავას,ხავიერ ერნანდესა და ანტონიო ვალენსიას მოუწევთ ევროპის დატოვება რამოდენიმე დღით.ეს ბიჭები უკიდურესად დაღლილები დაბრუნდებიან საერთაშორისო მატჩებიდან ჩვენ კი "სანდერლენდთან" მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვაქვს.იმედი მაქვს სხვა ფეხბურთელები,რომლებსაც არ უწევთ ევროპიდან გასვლა ისინი მალე დაბრუნდებიან"

ჟურნალისტებმა სერ ალექს ფერგიუსონს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმის შესახებ,რომ წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერცერთი ინგლისური კლუბი ვერ გავიდა.

"არვიცი რა არის ამის მიზეზი,მაგალითად ჩვენი გუნდი ძალიან ახლოს იყო 1/4 ფინალში გასვლასთან,მაგრამ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებით მოხდა.ზოგადად ფეხბურთში ყველა პროცესი არის ციკლური.რამოდენიმე წლის ინგლისური კლუბები რეგულარულად გადიოდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებში,მაგრამ წელს წინა პლანზე წამოვიდნენ გერმანული კლუბები,მაგალითად "დორტმუნდი",რომელიც ნამდვილად კარგ ფეხბურთს თამაშობს,"ბავარია" კი ყოველთვის კარგ ფორმაშია ხოლო რაც შეეხება ესპანურ კლუბებს ისინი თავის ფორმას არასოდეს კარგავენ."

წყარო: MANUTD.RU
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
16 მარტი 2013 15:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არანაირად არ უნდა დავკარგოთ 3 ქულა ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Mr. Rooney
16 მარტი 2013 15:17
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
აი საღოლ UTD-Rule საღოლ საღოლ
0
№3
ავტორი: Shako Jones
16 მარტი 2013 15:36
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უნდა ავიღოთ 3 ქულა და ვსიო !! სქოულზი მომენატრაააააააააააააააააა
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
16 მარტი 2013 16:00
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
სქოულზი მომენატრა :(( ვალენცია არ დავინახო

სქოულზი მომენატრა :(( ვალენცია არ დავინახო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Armani
16 მარტი 2013 16:02
  • სიახლეები: 40
  • კომენტარები: 25
ვან პერსმა მინდა გაიტანოს
0
№6
ავტორი: Beckham 7
16 მარტი 2013 16:08
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ კაია :) 3 ქულის დაკარგვა არანაირად არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: VaRdo
16 მარტი 2013 16:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საჩემპიონო 3 ქულები მოდის ეხლა სულ : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
16 მარტი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia 3 qulas avigebt da sitis kidev ufro gavuswrebt evertöntan ver moigeben mgonia
0
№9
ავტორი: chudikone
16 მარტი 2013 16:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ოხ ეს ტრავმები რაა.. არადა როგორ მოუთმენლად ველოდები ხოლმე ნანის და ჯონს ძირითადში.. უეჭველი უნდა მოვიგოთ და ვალენსიამ თუ ითამაშა უნდა გამოასწოროს აუცილებლად..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Amanda Seyfried
16 მარტი 2013 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნანი მინდოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top