თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2013, 23:48
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 8
იორკი: "წინსვლა აუცილებელია"
იორკი "იუნაიტედის" მდგომარეობაზე...
იორკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა დუაიტ იორკმა სერ ალექსის შეგირდებს წარსულის დავიწყება და წინსვლა ურჩია. "მწვრთნელმა იცის, თუ როგორ მდგომარეობაშია ახლა მისი გუნდი. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ღელავენ, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. დიახ, თქვენ უნდა აღიდგინოთ ძალები და მოიშუშოთ ჭრილობები რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ.

სერ ალექსმა შეკრიბა ბიჭები და უთხრა მათ, რომ პრემიერ-ლიგის მოგებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. მაგრამ საქმე იმაშია, თუ როგორ მოვიგებთ ამ ჩემპიონატს.

არ გვსურს, რომ ასეთი უპირატესობა დავკარგოთ და მეორე ადგილამდე მხოლოდ 2-3 ქულა გვაშორებდეს."
- ციტირებს იორკს manutd.com-ი.

"2000 წლის აპრილში ჩვენ გვქონდა 18 ქულიანი სხვაობა მეორე ადგილოსანთან. ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეს მონაცემი. სერ ალექსმა ფეხბურთელებს რწმენა უნდა გაუძლიეროს.

კვირას ჩვენ ვერ მოვუგეთ "ჩელსის", თუმცა ჯერ ისევ ინგლისის თასზე ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ "რედინგთან" მატჩში მოგებისთვის გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენი კლუბის მაშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია გუნდში 4 ფორვარდის ყოფნა. წარმოიდგინეთ, რამდენი მატჩის ჩატარება მოუწევდა ჩვენს ერთადერთ თავდამსხმელს, თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" კალენდარს. არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ყოველ კვირა თამაში.

ვფიქრობ, სერ ალექსისთვის კოშმარია შემადგენლობის დაყენება, რადგანაც მის განკარგულებაში ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელია."
- განაცხადა იორკმა.

წყარო: Redevils.Ru
სტატიები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Mr. Rooney
16 მარტი 2013 00:27
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
საღოლ გიო :)
იმედია გააუმჯობესებენ და მოიგებენ რთულ მატჩებს ქამბექი მომენატრა (Me Gusta)
0
№2
ავტორი: Esi
16 მარტი 2013 00:27
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გავაუმჯობესებთ იმ 18 ქულიან უპირატესობას am

გავაუმჯობესებთ იმ 18 ქულიან უპირატესობას am
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2013 00:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წარსულ ჩაბარდა ჩემპიონთა ლიგა! დიდი იმედგაცრუება, რომელიც უნდა დავივიწყოთ, ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა გადავერთოთ მთლიანად
0
№4
ავტორი: red devil
16 მარტი 2013 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
David De Gea,
memgoni xval mogiwevs magis naxva ratomgac mgonia ro pirvel burts redingi gaitans.
0
№5
ავტორი: ლადო
16 მარტი 2013 08:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დღეს რედინგი უნდა ვახოხილაოთ....ჩემპიონთა ლიგის დავიწყება ცოთა რთული იყო, მაგრამ უკვე აღარ ვფიქრობ, მაგრამ ჩელსისთან რო თამაში გვქონდა იმ მატჩს სრულიად უბრალოდ შევხვდი, იმხელა შოკში ვიყავი ჯერ კიდევ
0
№6
ავტორი: UTD-Rule
16 მარტი 2013 10:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დღეს სამი ქულის დაკარგვა არანაირად არ შეიძლება ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: love united
16 მარტი 2013 11:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუცილებლად უნდა მოვიგოთ...
0
№8
ავტორი: VaRdo
16 მარტი 2013 14:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მართალია ეს კაცი. მაგრამ ფერგიუსონს ეგენ იარ ეშლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top