ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ლენი იოროს დისკვალიფიკაცია გააუქმა.
"მანჩესტერელთა" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, კლუბის მიერ შეტანილი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგახსენებთ, რომ ლენი იორო "მერსისაიდელთა" ფეხბურთელის ალექსანდრ ისაკთან ახლო სათამაშო კონტაქტის შემდეგ შეხვედრის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით მოედნიდან გააძევა.
დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ გაძევება არამართებულად მიიჩნია და იოროს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გააუქმა. გადაწყვეტილების დეტალური ახსნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში მე-19 ადგილზე რვა ქულით იმყოფება რაც რა თქმა უნდა კლუბის ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგია.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.