"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა "ტოტენჰემთან" მატჩის წინ ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ "წითლები" საკლუბო ფეხბურთს დღეს თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაუბრუნდებიან.
სანაკრებო მატჩების მიმდინარეობისას დაზიანებები მიიღეს პატრიკ დორგუმ და ნუსაირ მაზრაუიმ, ხოლო კარლ დარლოუმ, კობი მეინუმ, მარკუს რეშფორდმა და ბენიამინ შეშკომ ნაკრების ბანაკი ნაადრევად დატოვეს. გამოჯანმრთელების გზას ადგას ამად დიალო.
არსებობს შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ კარლოს ბალებას დებიუტი, რომელიც "ფულემთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, შემდეგ კი "ლოზან სპორტის" წინააღმდეგ ითამაშა ამხანაგურ მატჩში დახურულ კარს მიღმა.
მანუელ უგარტე, თავისთავად ვერ მოახერხებს თამაშს.
"რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი პრესკონფერენციაზე. სანაკრებო მატჩების გამო არაერთგვაროვანი მდგომარეობა გვაქვს.
პატრიკმა იძულებით დატოვა მოედანი და სავარაუდოა, რომ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ნუსსაც ასევე იძულებით მოუხდა მოედნის დატოვება, რადგან დაზიანება მიიღო. ამჟამად თავს კარგად არ გრძნობს, ვნახოთ, რა იქნება მატჩამდე.
სხვა ვინ გვრჩება? კარლოსი პროგრესირებს, ბევრი ივარჯიშა. ამადმაც შეძლო მცირე ვარჯიშების ჩატარება, ისევე, როგორც კობიმ და მარკუსმა. ასე რომ, სხვადასხვა მდგომარეობა გვაქვს.
ბენი კვლავაც იუქმებს და პრობლემით, რომელიც მას აწუხებს, მზადყოფნაში ვერ იქნება." - განაცხადა კერიკმა.