თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2026, 09:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 262,
კომენტარები: 3
მატჩის დღე: ევერტონი - იუნაიტედი
მორიგი გამარჯვების მოლოდინში.
მატჩის დღე: ევერტონი - იუნაიტედი
დღეს, 6 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების ყურადღება "ჰილ დიკინსონ" სტადიონისკენ იქნება მიმართული - პრემიერ ლიგის მე-3 ტურში "ევერტონი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

"წითელი ეშმაკები" შეხვედრას კარგი განწყობით ხვდებიან. "ჰალ სიტისთან" მარცხის შემდეგ გუნდმა შინ "იფსვიჩს" 5:2 სძლია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

იმ შეხვედრაში განსაკუთრებული იყო ბრუნო ფერნანდეში, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ახლა კი მაიკლ კერიკის გუნდს კიდევ ერთი რთული გამოცდა ელოდება. "ევერტონი" სეზონის დასაწყისში დაუმარცხებელია და საკუთარ მოედანზე საკმაოდ სახიფათო მეტოქეა.

შესაბამისად, "იუნაიტედს" გამარჯვებისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია დასჭირდება. დღევანდელი მატჩი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ფონზე, რომ ორივე გუნდს საკუთარი მიზნები აქვს - "ევერტონს" კარგი სტარტის გაგრძელება სურს, ხოლო "იუნაიტედს" გასვლაზე პირველი გამარჯვებისა და ზედიზედ მეორე წარმატების მოპოვება.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
6 სექტემბერი 2026 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5939
თავიდანვე ეტყობოდა რომ მომგები არ იყვნენ ამ თამაშის
სვარკა და,მეტი არაფერი არასწორი პასები შეტევაში ფაბტაზის ნაკლებობა
კერიკის #ლეოვა წყობა ვინ სად დაყენოს ვერ გაიგო. ოთხეული მაქსიმუმია ამ გუნდია
ბურთის დაჭერა და დროის გაყვანაც არ შეუძლიათ ასეთ დროს ვინ უნდა შემოიყვანოს აზრზე არა ტიპი მაუნტი ან ზირკზე შეიყვანე ჯარიმაზე ითამაშებს ტემპს დაგდებს
0
№2
ავტორი: lukicha93
6 სექტემბერი 2026 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მომკალი და ვერ ვხვდები კერიკის ტაქტიკას .. ტიპი იმენა ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს, სკამზე ყავს შეშკო და ზირკზე... ლუკ შოუ და დალო ხო აი იმენა მოსაშორებლები არიან.. მეტოქის მოედანზე იქეთ არუნდა გადავიდნენ , ძაან არასტაბილირად თამაშობენ, ეს ბოლო 3 თამაშია ტიპები ფორმიდან ამოვარდნილები არიან.. აშკარად არ ამართლებს კუნიას ცენტფორვარდობა და ამ ბოთეების დაცვაში დაყენება..
0
№3
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2026 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11752
დაცვააა სასწრაფოდ დასალაგებელი 3 თამაში 6 გოლი კატასტროფაა თან ვინებთან:((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top