თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2026, 09:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 171,
კომენტარები: 2
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
ნიდერლანდელი რჩება.
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე მიმდინარე სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ დატოვებს.

ზირკზეს დამატებით დაინტერესებული იყო ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი "ევერტონი", თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" "მერსისაიდულ" კლუბს უარი მალევე განუცხადეს.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის გარემოცვას აცნობა, რომ კლუბმა ზირკზეს გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, თავდამსხმელს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღესაც არ მისცემენ კლუბის დატოვების უფლებას. ზირკზეს მიმართ ინტერესს იტალიური კლუბებიც იჩენდნენ.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატება "ნაპოლის", "იუვენტუსსა" და "ფიორენტინასაც" სურდათ. 25 წლის თავდამსხმელს ინგლისურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის შეფასებით კი მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ამრიგად, ზირკზე ახალ სეზონს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გააგრძელებს და კლუბი მის გაშვებას ამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო მომენტშიც არ გეგმავს.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 სექტემბერი 2026 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11748
ეს რო გაეშვათ მარტო ბენიამინის იმედზე ხოარ იქნება გუნდი ისედაც არავინ მოიყვანეს :((
0
№2
ავტორი: PaLoMo
4 სექტემბერი 2026 16:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4181
ციტატა: ikeoni
ეს რო გაეშვათ მარტო ბენიამინის იმედზე ხოარ იქნება გუნდი ისედაც არავინ მოიყვანეს :((

მიწურულში გაშვება დაგვასუსტებდა(შეიძლება ბევრი დრო არ მიეცეს)თუმცა საჭიროა სკამზზწ თავდამსხმელი,კუნიაც თამაშობს ფორვარდად და მბემოვოც,მაგრამ არცერთია ფორვარდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top