"პსჟს" არანაირი შეთავაზება არ ქონია რუნიზე...
ლეონარდო - მოხარული ბექჰემით და რუნის გულშემატკივარი...
ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ მის კლუბს არ ქონია შეთავაზება რუნიზე, თუმცა ისინი სიამოვნებით იყოლიებდნენ მას.
ლეონარდოს თქმით მათ პრობლემა ფინანსების მხრივ არ აწუხებთ და აუცილებელია მიიზიდონ რუნის მსგავსი, დიდი ფეხბურთელები.
თუმცა აქვე მისივე თქმით, "პსჟს" არასდროს მიუმართავს "იუნაიტედისთვის", რუნის გადასაყვანად.
რუნიმ ვერ მიიღო მონაწილეობა "რეალის" წინააღმდეგ მატჩში, საწყისი წუთებიდან და სწორედ ამიტომ დაიწყო საუბარი, რუნის გაყიდვასთან დაკავშირებით. ყველაზე კარგ ვარიანტად ჟურნალისტები "პსჟს" მიიჩნევდნენ. ფრანგულ კლუბს შესწევს ძალა იმისა, რომ იყიდონ ძვირად ღირებული ფეხბურთელები.
"პსჟ" არის ის კლუბი, რომელსაც შესწევს ძალა იმისა - იყიდონ რუნის მსგავსი ფეხბურთელები" - საუბრობს ლეონარდო "სქაისპორტთან".
"სასიამოვნოა მრავალი დიდი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც რუნია. ჩვენ გვაქვს სასიხარულოდ საქმე, თუმცა საუბარი არ არის რუნიზე." - ლეონარდო.
მას კითხეს, აპირებდა თუ არა პარიზული კლუბის რუნის გადაყვანას, ზაფხულში...
"არა, არა, ჩვენ არასდროს გავაკეთებთ ამას." ლეონარდომ აქვე დაამატა, რომ ის მოხარულია ბექჰემის გუნდში ყოლით და იმედოვნებს, რომ ის დიდი ხნით დარჩება "პსჟში".
"მე ვფიქრობ ბექჰემი ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ის პროექტის დასაწყისია" - განაცხადა ლეონარდომ.
წყარო:
"სქაისპორტი"